ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მანუგეშებელია
ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მანუგეშებელია
ზოგიერთს საგონებელში აგდებს ის, რასაც ბიბლია ღვთის სიყვარულსა და გულმოწყალებაზე ლაპარაკობს. „თუ ღმერთს სურს, ბოლო მოუღოს ბოროტებას, იცის როგორ გააკეთოს ეს და ამის ძალაც შესწევს, მაშ, რატომ არსებობს კვლავ ამდენი ბოროტება?“ — აინტერესებთ მათ; მათთვის დამაბნეველია, სამი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი. კერძოდ, რომ 1) ღმერთი უძლიერესია, 2) რომ ღმერთი მოსიყვარულე და კეთილია, და 3) რომ უბედურებებს ბოლო არ უჩანს. ისინი თვლიან, რომ რადგანაც ზემოხსენებულთაგან უკანასკნელი ფაქტის სიმართლეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, პირველი ორი მტკიცებიდან, სულ მცირე, ერთი მაინც უნდა იყოს არასწორი. მათი აზრით, ღმერთს ან არ შეუძლია ბოროტების მოსპობა, ან, უბრალოდ, არ აღელვებს ეს საკითხი.
ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა ცნობილმა სასულიერო პირმა განაცხადა: „მთელი ცხოვრების განმავლობაში ... განუწყვეტლივ მეკითხებიან, რატომ უშვებს ღმერთი უბედურებასა და ტანჯვა-წამებას. მინდა გამოგიტყდეთ, რომ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ ვიცი; თუნდაც ისეთი, თავადვე რომ მაკმაყოფილებდეს“.
ამ განაცხადთან დაკავშირებით, თეოლოგიის ერთ-ერთმა პროფესორმა დაწერა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აღნიშნული სასულიერო პირის მიერ გამოთქმულმა „საღმა თეოლოგიურმა აზრმა“. ის, აგრეთვე, დაეთანხმა ერთი მეცნიერის სიტყვებს, რომელიც წერდა: „შეუძლებელია, ჩავწვდეთ ტანჯვის მიზეზებს. გარკვეულწილად, ამის გამოა, რომ ღვთის პიროვნებასაც ვერ ვწვდებით“. ნუთუ ნამდვილად შეუძლებელია გავიგოთ, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?
ბოროტების დასაბამი
გამოჩენილი სასულიერო პირების მიერ გამოთქმული აზრების საპირისპიროდ, ბიბლია არ ამბობს, რომ შეუძლებელია იმის ნამდვილი მიზეზის დადგენა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის, რომ იეჰოვას მსოფლიო ასეთი არ შეუქმნია. როდესაც მან ადამიანთა პირველი წყვილი შექმნა, ისინი სრულყოფილები, სრულიად უცოდველები, იყვნენ. მას შემდეგ, რაც ღმერთმა თავისი შემოქმედების ნაყოფს გადახედა, დაინახა, რომ ყოველივე „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:26, 31). ღმერთის განზრახვით, ადამსა და ევას ედემის ბაღი მთელი დედამიწის ზურგზე უნდა განევრცოთ და ის ბედნიერი ადამიანებით დაესახლებინათ; ადამიანებით, რომელთაც მფარველად მოსიყვარულე უზენაესი ღმერთი ეყოლებოდათ (ესაია 45:18).
ბოროტებას დასაბამი მისცა სულიერმა ქმნილებამ, რომელიც თავდაპირველად ღვთის ერთგული იყო, მაგრამ მოგვიანებით იმის სურვილი განივითარა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი (იაკობი 1:14, 15). დედამიწაზე მისმა ურჩობამ მაშინ იჩინა თავი, როდესაც ადამიანთა პირველი წყვილი ღვთისადმი დაუმორჩილებლობაში აიყოლია. ადამმა და ევამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი მოწყვიტეს და იგემეს ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნათელ მითითებას დამორჩილებოდნენ და არ ეჭამათ ან ხელი არ ეხლოთ მისთვის (დაბადება 3:1—6). ასეთი საქციელით ისინი არა მარტო ეურჩნენ ღმერთს, არამედ მისგან დამოუკიდებლად ყოფნის სურვილიც გამოავლინეს.
ღვთის მორალური უფლების ეჭვქვეშ დაყენება
ედემში მომხდარმა შემთხვევამ საეჭვო გახადა, ჰქონდა თუ არა ღმერთს მორალური უფლება, ემმართველა სხვებზე, რაც საყოველთაო მნიშვნელობის პრობლემა გახდა. ღვთისადმი დაუმორჩილებელმა ადამიანებმა ეჭვქვეშ დააყენეს, მართებულად მართავდა თუ არა იეჰოვა თავის ქმნილებებს. ჰქონდა შემოქმედს იმის უფლება, რომ სრული მორჩილება მოეთხოვა კაცობრიობისგან? იქნებოდა ადამიანთა ყოფა უკეთესი, თუ ისინი დამოუკიდებლად იმოქმედებდნენ?
მის მმართველობასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემის გადასაჭრელად, იეჰოვამ სრულყოფილად გაწონასწორებული თვისებები — სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და სიძლიერე — გამოავლინა. მას მაშინვე შეეძლო ურჩების განადგურება. ეს, ერთი შეხედვით, სამართლიანიც იქნებოდა, რადგან ღმერთს ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩებოდა წამოჭრილი საკამათო საკითხი. მეორე მხრივ, ღმერთს შეეძლო, უბრალოდ, თვალი დაეხუჭა ცოდვაზე. ზოგიერთმა დღეს ეს შეიძლება საუკეთესო არჩევნად და სიყვარულის გამოვლინებად ჩათვალოს. მაგრამ გაეცემოდა კი პასუხი სატანის მიერ წამოყენებულ ბრალდებას, რომ ადამიანები დამოუკიდებლად უკეთესად იცხოვრებდნენ. გარდა ამისა, განა ასეთი გამოსავლის პოვნა სხვებსაც არ უბიძგებდა იმისკენ, რომ იეჰოვას გზებიდან გადაეხვიათ? შედეგი ხომ გაუთავებელი პობლემები იქნებოდა.
იეჰოვა ბრძენი ღმერთია; ამიტომაც ადამიანებს გარკვეული დროის მანძილზე დამოუკიდებლად ცხოვრების ნება მისცა. ეს ბოროტების დროებით დაშვებას ნიშნავდა, მაგრამ ამგვარად ადამიანებს იმის დანახვის საშუალება ეძლეოდათ, შეეძლოთ თუ არა ღვთისგან დამოუკიდებლად წარმატებით გაძღოლოდნენ თავიანთ საქმეებს და სიკეთისა და ბოროტების საკუთარი ნორმებით ეცხოვრათ. რა იყო ადამიანთა მცდელობის შედეგი? განუწყვეტელი ომები, უსამართლობა, ჩაგვრა და ტანჯვა-წამება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. ის რომ იეჰოვასგან დამოუკიდებლად ცხოვრებას ასეთი შედეგები მოჰყვა, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს ედემის ბაღში წამოჭრილ საკამათო საკითხს.
ამასობაში, ღმერთმა სიყვარული გამოავლინა იმით, რომ დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, იოანე 3:16).
იესო ქრისტე, რომელმაც ადამიანური სიცოცხლე გამომსყიდველურ მსხვერპლად გაიღო. ეს მორჩილ ადამიანებს საშუალებას აძლევს, გათავისუფლდნენ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან, რაც ადამის დაუმორჩილებლობამ მოიტანა. ამ მსხვერპლმა მარადიული სიცოცხლისკენ გაუხსნა გზა ყველას, ვინც იესოსადმი რწმენას ავლენს (იეჰოვა გვანუგეშებს და გვარწმუნებს, რომ კაცობრიობის ტანჯვა დროებითია. „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, — წერდა ფსალმუნმომღერალი, — დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11).
უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი
შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ დრო, როდესაც ღმერთი ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, ტანჯვასა და სიკვდილს, კარზეა მომდგარი. ყურადღება მიაქციეთ, რა ხილვა ჰქონდა მოციქულ იოანეს ამ შესანიშნავ მომავალთან დაკავშირებით. ის წერდა: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო. ...თვით ღმერთი იქნება [კაცობრიობასთან]. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. ამ დანაპირების უტყუარობის ხაზგასასმელად იოანეს უთხრეს: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“ (გამოცხადება 21:1—5).
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ მილიარდობით უდანაშაულო ადამიანზე, რომლებიც ედემის ბაღში მომხდარი ურჩობის შემდეგ დაიღუპნენ? იეჰოვა გვპირდება, რომ ის სიცოცხლეს დაუბრუნებს მკვდრებს. მოციქულმა პავლემ თქვა: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). მკვდრეთით აღდგენილებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ დედამიწაზე, სადაც ‘დამკვიდრებული იქნება სიმართლე’ (2 პეტრე 3:13).
ნებისმიერი მოსიყვარულე მამა დაუშვებს, რომ მისმა შვილმა მტკივნეული ოპერაცია გადაიტანოს იმ შემთხვევაში, თუ ეს ხანგრძლივ შვებას მოუტანს შვილს; მსგავსად, იეჰოვაც დროებით უშვებს დედამიწაზე ბოროტების არსებობას. მაგრამ უსასრულო კურთხევები მოელით მათ, ვინც ღვთის ნების შესრულებას ცდილობს. პავლემ ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:20, 21).
ეს მართლაც ახალი ამბავია, მაგრამ არა ისეთი, ტელევიზორისა და ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით რომ ვგებულობთ ხოლმე; ეს სასიხარულო, საუკეთესო ცნობაა „ნუგეშის ღმერთისგან“, რომელიც ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე (2 კორინთელთა 1:3).
[სურათები 6 გვერდზე]
დრომ ცხადყო, რომ კაცობრიობას არ შეუძლია ღვთისგან დამოუკიდებლად წარმატებით უხელმძღვანელოს საკუთარ თავს.
[საავტორო უფლება]
Somalian family: UN PHOTO 159849/M. GRANT; atom bomb: USAF photo; concentration camp: U.S. National Archives photo