„ღვთის სიტყვა არის... მოქმედი“
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
„ღვთის სიტყვა არის... მოქმედი“
მზიან კუნძულ იამაიკაზე მცხოვრებთაგან უმეტესობისთვის ბიბლია ნაცნობი წიგნია. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ნახვა თითქმის ყველა სახლში შეიძლება და ზოგიერთმა გამოსცადა კიდეც, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). როგორც შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს, ბიბლიას ადამიანთა ცხოვრების შეცვლაც შეუძლია.
ერთ დღეს კლივლენდი ის-ის იყო სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, რომ იეჰოვას მოწმემ მიაკითხა. მოწმე საღვთო წერილიდან რამდენიმე საკითხზე გაესაუბრა და წასვლისას ბიბლიის შესწავლისთვის დამხმარე პუბლიკაცია „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ დაუტოვა. მაშინ კლივლენდი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ ძლიერ იმოქმედებდა ღვთის სიტყვა მის ცხოვრებაზე.
კლივლენდი დღეში სამჯერ ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ სწორი თაყვანისმცემლობის პოვნაში დახმარებოდა. კლივლენდი დარწმუნებული იყო, რომ მისი მშობლები სწორი სახით არ სცემდნენ ღმერთს თაყვანს, მაგრამ სხვა რელიგიებთან გაცნობის შემდეგაც იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა მას გაგონილი ჰქონდა იეჰოვას მოწმეების შესახებ, მაგრამ მათი თაყვანისმცემლობის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებოდა. ყოყმანის შემდეგ, კლივლენდი მაინც დასთანხმდა ბიბლიის შესწავლაზე იმ მოწმეს, რომელმაც კვლავ მიაკითხა. რატომ? სურდა დარწმუნებულიყო, რომ მოწმეები ცდებოდნენ!
მალე მან გაიგო, რომ ღმერთს არ მოსწონდა უზნეობა. ის კი ერთდროულად ორ ქალთან დადიოდა (1 კორინთელთა 6:9, 10). სულ რაღაც ორი გაკვეთილის შესწავლის შემდეგ გამბედაობა მოიკრიბა და ორივესთან გაწყვიტა კავშირი. ამავე დროს, სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაც დაიწყო. მაგრამ სხვა გამოცდები ჯერ კიდევ წინ ჰქონდა.
კლივლენდი თავისი რაიონის ფეხბურთის გუნდში თამაშობდა, რაც კრების შეხვედრებზე დასწრებაში ხელს უშლიდა. როგორ გადაჭრა ეს პრობლემა? მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები, მწვრთნელი და მეგობრები დიდ ზეწოლას ახდენდნენ მასზე, მან მაინც გადაწყვიტა, თამაში მიეტოვებინა. დიახ, ღვთის სიტყვა მოქმედებდა და მასზე სასიკეთო ზეგავლენას ახდენდა.
ღვთის სიტყვა რომ მოქმედია, მაშინაც გამოვლინდა, როდესაც კლივლენდმა სხვებისთვის ბიბლიური შემეცნების გაზიარება გადაწყვიტა (საქმეები 1:8). მისმა ორმა თანაგუნდელმა იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. კლივლენდს ძალიან უხაროდა, რომ სასიხარულო ცნობის მაუწყებლად გახდომის შემდეგ ღვთის სიტყვით ეხმარებოდა სხვებს.
საბოლოოდ, ღვთის მოქმედი სიტყვით აღძრული კლივლენდი იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა; ახლა კი სრული დროით მსახურობს და კრებაში თანაშემწის მოვალეობასაც ასრულებს.
იამაიკაში და, ამავე დროს, მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანი დარწმუნდა, რომ ღვთის სიტყვა „არის ცოცხალი და მოქმედი“.
[რუკა⁄სურათი 8 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
იამაიკა
[საავტორო უფლება]
Map and globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.