როგორ შეგიძლიათ შესძინოთ თქვენს ცხოვრებას მეტი აზრი?
როგორ შეგიძლიათ შესძინოთ თქვენს ცხოვრებას მეტი აზრი?
ძველი იგავი ამბობს: „გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი. თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება“ (იგავნი 23:4, 5). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგონივრულია მთელი ძალ-ღონის სიმდიდრის დაგროვებისთვის შელევა, რადგან ის შეიძლება არწივივით ფრთებშესხმული გაფრინდეს.
როგორც ბიბლია ცხადყოფს, მატერიალური სიმდიდრე შეიძლება ძალიან მალე დაკარგოს ადამიანმა. ის შეიძლება სტიქიური უბედურების, ეკონომიკური კრიზისისა თუ სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად ერთ ღამეში გაქრეს. გარდა ამისა, ისინიც კი, ვინც მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწია, ხშირად მაინც გულგატეხილები არიან. განვიხილოთ ჯონის შემთხვევა, რომელიც პოლიტიკოსთა, სპორტის ვარსკვლავთა და მეფის ოჯახის წევრთა გამრთობად მსახურობდა.
ჯონი ამბობს: „მთელ ჩემს შესაძლებლობებს სამუშაოს ვახმარდი. ფინანსურად შესანიშნავად მიმდიოდა საქმე; ვცხოვრობდი მდიდრულად მოწყობილ სასტუმროებში და ზოგჯერ საკუთარი რეაქტიული თვითმფრინავითაც კი მივდიოდი სამსახურში. თავიდან ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ თანდათანობით მომბეზრდა. ადამიანები, რომლებსაც ვემსახურებოდი, ზედაპირული პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ჩემი ცხოვრება აზრს მოკლებული იყო“.
როგორც ჯონმა შენიშნა, სულიერ ფასეულობებს მოკლებული ცხოვრება ადამიანს კმაყოფილებას ვერ მოუტანს. მთაზე წარმოთქმული თავისი საკმაოდ ცნობილი ქადაგებისას იესო ქრისტემ ცხადყო, რას შეეძლო ხანგრძლივი ბედნიერების მოტანა. მან თქვა: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:3, აქ). ამიტომ ცხადია, გონივრულია სულიერი საქმეების ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაყენება. მაგრამ სხვა ფაქტორებმაც შეიძლება მეტი აზრი შესძინოს თქვენს ცხოვრებას.
ოჯახსა და მეგობრებს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს
განა იქნებოდა ცხოვრება თქვენთვის სასიამოვნო, ოჯახთან არავითარი კავშირი რომ არ გქონოდათ და ახლო მეგობრები რომ არ გყოლოდათ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენმა შემოქმედმა ისე შეგვქმნა, რომ ჩვენთვის აუცილებელია, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. ეს არის ერთ-ერთი მათე 22:39). ოჯახი ღვთისგან ბოძებული ძღვენია; ის იდეალური გარემოა უანგარო სიყვარულის გამოსავლენად (ეფესელთა 3:14, 15).
მიზეზი, რის გამოც იესომ ხაზი გაუსვა ‘მოყვასის საკუთარი თავივით შეყვარების’ მნიშვნელოვნებას (როგორ შეიძლება ოჯახმა ჩვენს ცხოვრებას აზრი შემატოს? ერთ მუშტად შეკრული ოჯახი შეიძლება შევადაროთ წალკოტს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისეული სტრესის შემდეგ ძალების აღმდგენ თავშესაფრად გვევლინება. მსგავსად ამ წალკოტისა, ოჯახი უზრუნველგვყოფს გამამხნევებელი ურთიერთობებითა და სითბოთი, რაც მარტოობის გრძნობისგან გვათავისუფლებს. რა თქმა უნდა, სახლი თავისთავად არ გახდება ასეთი მყუდრო სავანე, მაგრამ, თუ ოჯახურ კვანძებს განვამტკიცებთ, ერთმანეთს უფრო დავუახლოვდებით და ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახდება. მაგალითად, ის დრო და ყურადღება, რომელსაც ცოლ-ქმარი ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვას უთმობს, ყოველდღიურად დაბანდებული კაპიტალია, რომელსაც, საბოლოო ჯამში, დიდი მოგება მოაქვს (ეფესელთა 5:33).
თუ შვილები გვყავს, უნდა ვეცადოთ, რომ მათი აღზრდისთვის სათანადო პირობები შევქმნათ ოჯახში. საჭიროა მათთან ერთად ყოფნა, აზრთა ურთიერთგაზიარებისთვის თავისუფალი ატმოსფეროს შექმნა და სულიერი დამოძღვრა. მაგრამ დროისა და ძალ-ღონის ამგვარად მოხმარებას დიდი კმაყოფილება მოაქვს. მშობლები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ შვილების აღზრდაში, ბავშვებს კურთხევად, ღვთისგან მიღებულ იმ მემკვიდრეობად მიიჩნევენ, რომელზეც სათანადოდ უნდა იზრუნონ (ფსალმუნი 126:3).
კარგ მეგობრებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ იმაში, რომ ცხოვრება დამაკმაყოფილებელი და აზრიანი იყოს (იგავნი 27:9). გულშემატკივრობის გამოვლენა ბევრი მეგობრის შეძენაში დაგვეხმარება (1 პეტრე 3:8). ნამდვილი მეგობრები კი წაბორძიკებისას წამოგვაყენებენ (ეკლესიასტე 4:9, 10). „მეგობარი. . . ძმა არის, რომელიც გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17, აქ).
რამდენად დამაკმაყოფილებელია ჭეშმარიტი მეგობრობა! მეგობართან ერთად მზის ჩასვლა უფრო შთამბეჭდავი, საჭმელი უფრო გემრიელი და მუსიკა უფრო სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, მტკიცე ოჯახი და სანდო მეგობრები მხოლოდ ის ორი ფაქტორთაგანია, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აზრს მატებს. კიდევ რით უზრუნველგვყო ღმერთმა, რათა ჩვენს ცხოვრებას მეტი აზრი ჰქონოდა?
სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იესო ქრისტემ ბედნიერება სულიერი მოთხოვნილებების შეგნებასთან დააკავშირა. ჩვენ ისე ვართ შექმნილი, რომ როგორც სულიერი, ისე ზნეობრივი ფასეულობებისკენ ვისწრაფვით. ამიტომ ბიბლია ლაპარაკობს ‘სულიერ’ და ‘გულის დაფარულ კაცზე’ (1 კორინთელთა 2:15; 1 პეტრე 3:3, 4).
უ. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, სიტყვა „გული“, რომელიც აქ გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული, ნიშნავს „ადამიანის გონებრივ და ზნეობრივ მოქმედებას; გულისხმობს როგორც გონებრივ, ისე ემოციურ ელემენტებს“. განმარტებისთვის ვაინი დასძენს: „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გული გადატანითი მნიშვნელობით იმ შინაგანი პიროვნების გამოსახატავად გამოიყენება, რომელიც გარეშე თვალისთვის დაფარულია“. იმავე ნაშრომში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „გული, რომელიც შიგნით ღრმად არის დაფარული, თავის თავში მოიცავს ‘დაფარულ კაცს’. . . ნამდვილ კაცს“.
როგორ შეგვიძლია ‘სულიერი’ ანუ ‘გულის დაფარული კაცის’ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? ამისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და სულიერ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ, როდესაც ვაღიარებთ ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერლის მიერ წარმოთქმული სიტყვების ჭეშმარიტებას: „უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ — ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი“ (ფსალმუნი 99:3). მოყვანილი სიტყვების გაცნობიერებას იმ გონივრულ დასკვნამდე მივყავართ, რომ ანგარიშვალდებულნი ვართ ღვთის წინაშე. თუ გვსურს, რომ მისი ‘ხალხი და ცხვარი’ ვიყოთ, საჭიროა მისი სიტყვის, ბიბლიის, შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ცუდია ეს? არა, რადგან იმის ცოდნა, რომ ღვთისათვის სულ ერთი არ არის, თუ როგორ ვიქცევით, აზრს მატებს ჩვენს ცხოვრებას. ეს იმისკენ გვიბიძგებს, რომ უკეთესი ადამიანები ვიყოთ, რაც ნამდვილად ღირსეული მიზანია. „ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული“, — ამბობს ფსალმუნის 111:1. ღვთისადმი მოკრძალებული შიში და მისი მითითებების მთელი გულით მორჩილად შესრულება ჩვენს ცხოვრებას მეტ აზრს მატებს.
რატომ არის ღვთისადმი მორჩილება კმაყოფილების მომგვრელი? იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს ღმერთმა ძღვნად სინდისი გვიბოძა. სინდისი არის ზნეობის შემმოწმებელი, რომელიც იწონებს ან არ იწონებს ჩვენს ნამოქმედარსა თუ ჩანაფიქრს. ყველას რომაელთა 2:15). მაგრამ სინდისმა შეიძლება დაგვაჯილდოოს კიდეც. როდესაც უანგაროდ ვიქცევით ღვთისა და ადამიანების მიმართ, სიამოვნებასა და კმაყოფილებას ვგრძნობთ. ვხედავთ, რომ „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). დიახ, ასე მოქმედებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი გვაქვს.
გამოგვიცდია სინდისის ქენჯნა (შემოქმედმა ისე შეგვქმნა, რომ სხვა ადამიანთა სურვილები და მოთხოვნილებები ჩვენზეც მოქმედებს. როდესაც სხვებს ვეხმარებით, ჩვენვე გვსიამოვნებს. გარდა ამისა, ბიბლია გვარწმუნებს, რომ, როდესაც გაჭირვებაში მყოფთ ვეხმარებით, ღმერთი ამას თავისთვის გაწეულ სამსახურად მიიჩნევს (იგავნი 19:17).
შინაგანი კმაყოფილების გარდა, შეიძლება თუ არა სხვა პრაქტიკული სახითაც დაგვეხმაროს ჩვენი სულიერი მოთხოვნილებებისადმი ყურადღების მიქცევა? შუა აღმოსავლეთელი ბიზნესმენი რეიმონდი დარწმუნებულია, რომ შეიძლება. „ჩემი მიზანი, არც მეტი, არც ნაკლები, ფულის შოვნა იყო, — აღნიშნავს ის. — მაგრამ მას შემდეგ, რაც მთელი გულით ვაღიარე, რომ ღმერთი არსებობს და რომ ბიბლიაში მისი სურვილია გადმოცემული, სრულიად სხვაგვარი ადამიანი გავხდი. ფულის გამომუშავებას ახლა ჩემს ცხოვრებაში მეორე ადგილი უკავია. ღვთისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი გამანადგურებელი გრძნობისგან, სიძულვილისგან, მიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი კონფლიქტის დროს დაიღუპა, შურისძიების არავითარ სურვილს არ ვგრძნობ“.
როგორც რეიმონდმა შენიშნა, ‘სულიერი’ ადამიანის მოთხოვნილებებზე სათანადოდ ზრუნვას ღრმა ემოციური ჭრილობების განკურნების ძალაც შესწევს. მაგრამ, თუ ყოველდღიურ პრობლემებს ვერ ვუმკლავდებით, ცხოვრება ვერ იქნება ბოლომდე კმაყოფილების მომგვრელი.
ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს „ღვთის მშვიდობა“
დღევანდელ დაძაბულ წუთისოფელში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ ჩაივლის ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ვაწყდებით უბედურებებს, გვეფუშება გეგმები და ადამიანებს გულგატეხილობამდე მივყავართ. ყოველივე ამან კი შეიძლება ბედნიერება წაგვართვას. მაგრამ იეჰოვა ღმერთი თავის მსახურებს ბიბლიაში შინაგანი კმაყოფილების გრძნობას, „ღვთის მშვიდობას“, აღუთქვამს. როგორ შეგვიძლია ამ მშვიდობის მიღება?
მოციქული პავლე წერდა: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). ნაცვლად იმისა, რომ მარტო შევეჭიდოთ პრობლემებს, საჭიროა მხურვალედ ვილოცოთ და ჩვენი ყოველდღიური ტვირთი იეჰოვას გადავცეთ (ფსალმუნი 54:23). რაც უფრო წინ მივიწევთ სულიერად და ვხედავთ, როგორ გვეხმარება ღმერთი, მით უფრო იზრდება რწმენაც, რომ თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ჩვენს მიერ აღვლენილ ლოცვაზე ღმერთი გვიპასუხებს (იოანე 14:6, 14; 2 თესალონიკელთა 1:3).
იეჰოვა ღმერთისადმი, ‘ლოცვის მომსმენისადმი’, რწმენის განვითარების შემდეგ უკეთესად შევძლებთ, გავუმკლავდეთ სიძნელეებს; მაგალითად, ხანგრძლივ ავადმყოფობას, ხანდაზმულობასა თუ მძიმე დანაკლისს (ფსალმუნი 64:3). მაგრამ მართლაც აზრიანად რომ ვიცხოვროთ, საჭიროა მომავალიც მივიღოთ მხედველობაში.
იხარეთ მომავლის იმედით
ბიბლია აღგვითქვამს „ახალ ცასა და ახალ მიწას“ ანუ სამართლიან, მზრუნველ მთავრობას, რომელიც ზეციდან უხელმძღვანელებს მორჩილ ადამიანებს (2 პეტრე 3:13). ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ომებსა და უსამართლობას მშვიდობა და სამართლიანობა შეცვლის. ეს არ არის რაღაც წარმავალი სურვილი, არამედ მტკიცე დაჯერებულობა, რაც დღითი დღე უფრო და უფრო მტკიცდება. ეს მართლაც კეთილი ცნობაა, რომელიც სიხარულის საფუძველს გვიქმნის (რომაელთა 12:12; ტიტე 1:2).
სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯონისთვის დღეს ცხოვრებამ მეტი აზრი შეიძინა. „თუმცა მეტისმეტად მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ, ღმერთი ყოველთვის მწამდა, — ამბობს ის, — მიუხედავად ამისა, სანამ იეჰოვას მოწმეებმა არ მომაკითხეს, რწმენისთვის არაფერს ვაკეთებდი. მოწმეებს დავაყარე კითხვები: რისთვის ვარსებობთ? რა მოგველის მომავალში? მათმა დამაკმაყოფილებელმა, ბიბლიაზე დაფუძნებულმა პასუხებმა, მიზანდასახულობის გრძნობა გამიჩინა, რაც პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. თანდათანობით ჭეშმარიტების წყურვილი განმივითარდა, რამაც მთლიანად შეცვალა ფასეულობებისადმი ჩემი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად მდიდარი აღარა ვარ, სულიერად თავი მილიონერი მგონია“.
ჯონის მსგავსად, შეიძლება თქვენი სულიერობაც მრავალი წელია მიძინებულია, მაგრამ ‘გულის სიბრძნის’ შეძენით შეგიძლიათ მისი გამოღვიძება (ფსალმუნი 89:12). თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ხოლო შემდეგ ძალ-ღონესაც არ დაიშურებთ, შეძლებთ ნამდვილი სიხარული, მშვიდობა და იმედი ჰპოვოთ (რომაელთა 15:13). დიახ, თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებას მეტი აზრი შესძინოთ.
[სურათი 6 გვერდზე]
ლოცვას „ღვთის მშვიდობის“ მოტანის ძალა შესწევს.
[სურათები 7 გვერდზე]
იცით თუ არა, რამ შეიძლება ოჯახური ცხოვრება უფრო მეტი კმაყოფილების მომგვრელი გახადოს?