ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა
ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა
„ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას“ (2 პეტრე 1:19).
1, 2. რა მაგალითების მოყვანა შეგეძლოთ ცრუ მესიებთან დაკავშირებით?
უკვე საუკუნეებია, რაც ცრუ მესიები მომავლის წინასწარმეტყველებას ცდილობენ. ახ. წ. V საუკუნეში მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს მოსეს უწოდებდა, კუნძულ კრეტაზე მცხოვრებ იუდეველებს არწმუნებდა, რომ მესია იყო და მჩაგვრელებისგან იხსნიდა. ერთ დღესაც, რომელიც თითქოს მათი ხსნის დღე უნდა ყოფილიყო, ხალხი ამ ცრუ წინასწარმეტყველს აჰყვა მაღლობზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებდა. მან უთხრა, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ უნდა გადამხტარიყვნენ და ზღვა ორად გაიყოფოდა მათ წინაშე. მათი უმეტესობა, ვინც გადახტა, დაიხრჩო, ცრუ მესია კი სადღაც გაუჩინარდა.
2 მეთორმეტე საუკუნეში იემენშიც გამოჩნდა „მესია“. როდესაც ხალიფამ (მმართველი) მას მესიანობის დამამტკიცებელი ნიშანი მოსთხოვა, „მესიამ“ შესთავაზა, თავი მოეკვეთა მისთვის და უთხრა, რომ დაუყოვნებელი მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა დამამტკიცებელი ნიშანი. ხალიფა დათანხმდა და ამით დასრულდა იმ „მესიის“ არსებობაც.
3. ვინ არის ჭეშმარიტი მესია და რა დაადასტურა მისმა მსახურებამ?
3 ცრუ მესიებისა და მათი წინასწარმეტყველებების მოსმენა აბსოლუტური კრახის მომტანია, ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის მოსმენა კი არასოდეს მიგვიყვანს იმედგაცრუებამდე. ჭეშმარიტი მესია, იესო ქრისტე, მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველების ცოცხალი შესრულება იყო. მაგალითად, მათეს სახარების დამწერი ესაიას წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა: « „ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა.“ ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ » (მათე 4:15—17; ესაია 8:23; 9:1). ეს „დიდი ნათელი“ იესო იყო. თავისი მსახურებით მან დაამტკიცა, რომ იყო წინასწარმეტყველი, რომელზეც მოსე წინასწარმეტყველებდა. ის, ვინც იესოს არ მოუსმენდა, განადგურდებოდა (მეორე რჯული 18:18, 19; საქმეები 3:22, 23).
4. როგორ შესრულდა იესოზე ესაიას 53:12?
4 იესოზე ესაიას 53:12-ში მოცემული წინასწარმეტყველებაც შესრულდა: „სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა“. იესომ იცოდა, რომ თავისი მიწიერი სიცოცხლე გამოსასყიდად უნდა გაეღო, ამიტომ ცდილობდა, მოწაფეებისთვის რწმენა განემტკიცებინა (მარკოზი 10:45). ეს კი ჩინებულად გააკეთა ფერისცვალების საშუალებით.
ფერისცვალება რწმენის განმამტკიცებელია
5. როგორ აღწერდით თქვენი სიტყვებით ფერისცვალებას?
5 ფერისცვალება წინასწარმეტყველური მოვლენა იყო. იესომ თქვა: «მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად. . . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის სასუფეველში [„სამეფოში“, აქ] მომავალს» (მათე 16:27, 28). მართლა დაინახა რომელიმე მოციქულმა თავის სამეფოში მომავალი იესო? მათეს 17:1—7 ამბობს: „ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. და ფერი იცვალა მათ წინაშე“. რა საოცარი მოვლენა იყო! „გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი ნათელივით გასპეტაკდა. და აჰა, გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი“. აგრეთვე „ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი“, და მოესმათ თვით ღვთის ხმა, რომელიც ამბობდა: « „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ“ ».
6. ა) რატომ უწოდა იესომ ფერისცვალებას ხილვა? ბ) რის წინასწარ ჩვენება იყო ფერისცვალება?
6 ეს მოწიწების შთამნერგავი მოვლენა, ალბათ, ხერმონის მთაზე მოხდა, სადაც იესომ და მისმა მოწაფეებმა მთელი ღამე გაატარეს. ფერისცვალება, როგორც ჩანს, ღამით მოხდა, რამაც ის უფრო შთამბეჭდავი გახადა. იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იესომ მომხდარს „ხილვა“ უწოდა, ის არის, რომ დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მოსე და ელია პირდაპირი მნიშვნელობით იქ არ იყვნენ. სინამდვილეში მათ წინაშე მხოლოდ ქრისტე იდგა (მათე 17:8, 9). ასეთ თვალისმომჭრელ ჩვენებაში პეტრემ, იაკობმა და იოანემ წინასწარ იხილეს იესოს თანდასწრება სამეფო ძალაუფლებით. მოსე და ელია სიმბოლურად იესოს ცხებულ თანამემკვიდრეებს წარმოადგენენ. ამ ხილვამ უფრო დამაჯერებელი გახადა იესოს მოწმობა თავისი სამეფოსა და მომავალი მეფობის შესახებ.
7. საიდან შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ პეტრეს კარგად ახსოვდა ფერისცვალება?
7 ფერისცვალება რწმენის განმტკიცებაში დაეხმარა სამ მოციქულს, რომლებსაც ქრისტიანულ კრებაში მთავარი როლი უნდა შეესრულებინათ. იესოს მზესავით მბრწყინავი სახე, მისი სპეტაკი სამოსელი და თვითონ იეჰოვას მოწმობა, რომ იესო მისი საყვარელი ძე იყო, რომლისთვისაც უნდა მოესმინათ, საუკეთესოდ მოემსახურა თავის მიზანს. მაგრამ მოციქულებს იესოს მკვდრეთით აღდგომამდე ამ ხილვის შესახებ არავისთვის უნდა მოეყოლათ, მიუხედავად ამისა, დაახლოებით 32 წლის შემდეგ ეს ხილვა პეტრეს ისევ ცოცხლად ჰქონდა გონებაში. ამ ხილვისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მოციქული წერდა: „ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. ვინაიდან მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით“ (2 პეტრე 1:16—18).
8. ა) რაზე მახვილდებოდა ყურადღება ღვთის განაცხადში თავისი ძის შესახებ? ბ) რის მაჩვენებელი იყო ფერისცვალების დროს ღრუბელი?
მათე 24:3). ფაქტობრივად, იესოს ბრძანება, მის მკვდრეთით აღდგომამდე ამ ხილვის შესახებ არავისთვის მოეთხროთ, მიუთითებს, რომ ის აღდგომის შემდეგ აღზევდებოდა და განდიდდებოდა.
8 უმნიშვნელოვანესი კი თვით ღვთის განაცხადი იყო: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“. ეს სიტყვები ყურადღებას ამახვილებს იესოზე, როგორც ღვთის მიერ აღზევებულ მეფეზე, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა ქმნილება. ღრუბელი, რომელმაც სამი მოციქული დაჩრდილა, მიუთითებდა, რომ ეს წინასწარმეტყველური ხილვა უხილავად შესრულდებოდა. მას მხოლოდ ისინი დაინახავდნენ გონების თვალით, ვინც იესოს მეფური ძალაუფლებით თანდასწრების „ნიშანს“ შენიშნავდა (9. რატომ უნდა განამტკიცოს ფერისცვალებამ ჩვენი რწმენა?
9 ფერისცვალების მოხსენიების შემდეგ პეტრემ განაგრძო: „ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში. ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:19—21). ფერისცვალება ხაზს უსვამს ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის საიმედოობას. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ის და არა ‘ბრძნული იგავები’, რომლებიც ღვთისგან არ მომდინარეობს და რომლებსაც ღმერთი არ იწონებს. ფერისცვალებამ წინასწარმეტყველური სიტყვისადმი ჩვენი რწმენა უნდა განამტკიცოს, რადგან იესოს დიდებისა და სამეფო ძალაუფლების ეს პირველსახე უკვე რეალობა გახდა. დიახ, ჩვენ გვაქვს იმის უტყუარი მტკიცება, რომ დღეს უკვე ხდება ქრისტეს თანდასწრება და ის ძლევამოსილი ზეციერი მეფეა.
როგორ ამოდის ცისკრის ვარსკვლავი
10. ვინ ან რა არის პეტრეს მიერ მოხსენიებული „ცისკრის ვარსკვლავი“ და რატომ პასუხობთ ასე?
10 პეტრე წერდა: „კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას [წინასწარმეტყველურ სიტყვას], როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს“. ვინ ან რა არის ეს „ცისკრის ვარსკვლავი“? ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ „ცისკრის ვარსკვლავად“ არის თარგმნილი, ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება და იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვას, რომელიც „ცისკრის ვარსკვლავად“ არის გადმოთარგმნილი გამოცხადების 22:16-ში. აქ იესო ქრისტეს ‘ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი’ ეწოდება. წელიწადის გარკვეულ დროს ცისკრის ვარსკვლავები ყველაზე ბოლოს, მზის ამოსვლამდე, აღმოსავლეთ ჰორიზონტზე აკიაფდებიან ხოლმე და, ამგვარად, ახალი დღის დადგომას იუწყებიან. პეტრე ფრაზით „ცისკრის ვარსკვლავი“, მეფური ძალაუფლებით აღჭურვილ იესო ქრისტეზე მიუთითებდა. იმ დროს იესო ამოვიდა მთელ სამყაროში, ჩვენი პლანეტა დედამიწის ჩათვლით! როგორც მესიანური ცისკრის ვარსკვლავი, ის აუწყებს, რომ თენდება, იწყება ახალი დღე, ანუ ერა, მორჩილი კაცობრიობისთვის.
11. ა) რატომ არ ნიშნავს მე-2 პეტრეს 1:19-ში მოცემული სიტყვები იმას, რომ „ცისკრის ვარსკვლავი“, პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანთა გულებში ამოდის? ბ) როგორ ახსნიდით მე-2 პეტრეს 1:19-ს?
11 ბიბლიის მრავალი თარგმანი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ მოციქულ პეტრეს მიერ მე-2 პეტრეს 1:19-ში მოყვანილი სიტყვები ადამიანის ფიზიკურ გულზე მიუთითებს. ზრდადასრულებული ადამიანის გული 250—300 გრამს იწონის. როგორ შეეძლო იესო ქრისტეს — ახლა უკვე დიდებულ უკვდავ ზეციერ სულიერ ქმნილებას — ადამიანის ამ პატარა ორგანოში ამოსულიყო? (1 ტიმოთე 6:16). რა თქმა უნდა, აქ ჩვენს სიმბოლურ გულებზეა ლაპარაკი, რადგან მისი საშუალებით მივმართავთ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ 1-ლი პეტრეს 1:19-ზე ყურადღებით დაკვირვების შემდეგ შევნიშნავთ, რომ ფრაზა „დღე გათენდებოდეს“, „თქვენს გულებშის“ უძღვის წინ და მისგან მძიმით არის გამოყოფილი. ეს მუხლი შეიძლება შემდეგნაირადაც გადმოიცეს: ‘ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს ბნელში, ანუ თქვენს გულებში, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს’.
12. რა მდგომარეობაშია, საერთოდ, ადამიანთა გულები, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებთან დაკავშირებით?
12 რა მდგომარეობაშია, საერთოდ, ცოდვილ ადამიანთა
გულები? მათში სულიერობის მხრივ წყვდიადია დასადგურებული! მაგრამ, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, ჩვენი გულები თითქოს ლამპრით არის განათებული და ბნელი აღარ არის. პეტრეს სიტყვების თანახმად, ამის მიღწევა მანათობელი ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისთვის მიმართვით შეიძლება, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიფხიზლის შენარჩუნებასა და ახალი დღის გათენებამდე ნათებაში დაეხმარება. მათ ეცოდინებათ ის ფაქტი, რომ ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდა არა ხორციელი ადამიანების გულებში, არამედ ყველა ქმნილების წინაშე.13. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ცისკრის ვარსკვლავი უკვე ამოვიდა? ბ) რატომ შეუძლიათ ქრისტიანებს იესოს მიერ ჩვენი დღეების შესახებ ნაწინასწარმეტყველები სირთულეების ატანა?
13 ცისკრის ვარსკვლავი უკვე ამოვიდა! ამაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, თუ ყურადღებას მივაპყრობთ იესოს მიერ თავისი თანდასწრების შესახებ ნათქვამ დიდებულ წინასწარმეტყველებას. დღეს ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, როგორიც არის უპრეცედენტო ომები, შიმშილობა, მიწისძვრები და მსოფლიო მასშტაბით კეთილი ცნობის ქადაგება, რაც ამ წინასწარმეტყველების შესრულების დამადასტურებელია (მათე 24:3—14). თუმცა იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ეს სირთულეები ჩვენც, ქრისტიანებსაც, გვეხება, მაგრამ შეგვიძლია ყოველივე ეს ავიტანოთ და, ამასთანავე, სიმშვიდე და სიხარული არ დავკარგოთ. როგორ ვახერხებთ ამას? ჩვენ მივმართავთ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას და გვწამს, რომ მომავლის შესახებ მასში მოცემული დაპირებები შესრულდება. ვიცით, რომ ძალიან ახლოს არის საუკეთესო დრო, რადგან ‘უკანასკნელი ჟამი’ საკმაოდ დიდი ხანია, რაც დაიწყო (დანიელი 12:4). მსოფლიო საშინელ მდგომარეობაშია, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველებია ესაიას 60:2-ში: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს“. როგორ შეუძლია ვინმეს ამ წყვდიადში გზის გაკვლევა? ადამიანმა თავმდაბლობა უნდა გამოავლინოს და ახლა უნდა მიაპყროს ყურადღება ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. ალალ-მართალმა ადამიანებმა იეჰოვა ღმერთს, სიცოცხლისა და სინათლის წყაროს, უნდა მიმართონ (ფსალმუნი 35:10; საქმეები 17:28). მხოლოდ ამგვარი მოქმედებით არის შესაძლებელი ჭეშმარიტი განათლებისა და იმედის მიღება, რათა ადამიანი დატკბეს იმ სასწაულებრივი მომავლით, რომელიც ღმერთს მორჩილი კაცობრიობისთვის აქვს განზრახული (გამოცხადება 21:1—5).
„ნათელი მოვიდა წუთისოფელში“
14. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბიბლიის შესანიშნავი წინასწარმეტყველებების შესრულება ვიხილოთ?
14 საღვთო წერილი ცხადყოფს, რომ იესო ქრისტე ახლა უკვე მეფობს. რადგანაც 1914 წელს მან ხელში აიღო ძალაუფლება, ყველა დანარჩენი შესანიშნავი წინასწარმეტყველებაც შესრულდება. თუ გვსურს, ჩვენც ვიხილოთ ამ წინასწარმეტყველებების შესრულება, უნდა დავადასტუროთ, რომ ვართ თვინიერნი, რომლებიც იესო ქრისტესადმი რწმენას ავლენენ და არასწორ მოქმედებებსა თუ უნებლიედ ჩადენილ ცოდვებს ინანიებენ. რა თქმა უნდა, სიბნელის მოყვარულები მარადიულ ცხოვრებას არ მიიღებენ. იესომ თქვა: „განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი“ (იოანე 3:19—21).
15. რა მოხდება, თუ უგულებელვყოფთ ხსნას, რომელსაც ღმერთი თავისი ძის მეშვეობით გვთავაზობს?
15 სულიერი სინათლე წუთისოფელში იესოს მეშვეობით შემოვიდა. ამიტომაც ღვთის ძის მოსმენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პავლე წერდა: „ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი“ (ებრაელთა 1:1, 2). რა მოხდება, თუ უგულებელვყოფთ ხსნის შესაძლებლობას, რომელსაც იეჰოვა თავისი საყვარელი ძის მეშვეობით გვთავაზობს? პავლე თავის წერილში განაგრძობს: „ვინაიდან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს, მაშ, როგორ გადავრჩებით უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც თავდაპირველად უფალმა გვიქადაგა, და ჩვენში მსმენელთა მეშვეობით განმტკიცდა. ღვთის მიერ ნიშნების, სასწაულების, და სხვადასხვა ძალების მეშვეობით დამოწმებით და მისი ნებისამებრ სულიწმიდის განაწილებით?“ (ებრაელთა 2:2—4). დიახ, წინასწარმეტყველური სიტყვის ქადაგებაში იესოს მთავარი ადგილი უჭირავს (გამოცხადება 19:10).
16. რატომ შეგვიძლია სრულად გვწამდეს იეჰოვა ღმერთისგან მომდინარე ყველა წინასწარმეტყველება?
16 როგორც პეტრემ აღნიშნა: „წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება ადამიანისგან არ მომდინარეობს“ (აქ). შეუძლებელია ადამიანებისგან მომდინარეობდეს ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება, მაგრამ შესაძლებელია სრულად გვწამდეს ღვთის ყველა წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველება თვითონ იეჰოვასგან მომდინარეობს. სულიწმიდის მეშვეობით ის თავის მსახურებს იმის უნარს აძლევს, რომ გაიგონ, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. მართლაც, ჩვენ დიდად მადლობლები ვართ იეჰოვასი იმისათვის, რომ 1914 წლიდან მრავალი ასეთი წინასწარმეტყველების შესრულება ვიხილეთ და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულთან დაკავშირებული დანარჩენი წინასწარმეტყველებებიც შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს, როცა ვანათებთ ჩვენს ნათელს, ყურადღებით ვიყოთ ღვთის წინასწარმეტყველებებისადმი (მათე 5:16). ო, როგორი მადლიერნი ვართ იეჰოვასი იმისათვის, რომ „წყვდიადში“ გახვეულ დღევანდელ წუთისოფელში ‘ნათელს აბრწყინებს’ ჩვენთვის! (ესაია 58:10).
17. რატომ არის ჩვენთვის აუცილებელი ღვთისგან მომდინარე სულიერი სინათლე?
17 ფიზიკური სინათლე დანახვის საშუალებას გვაძლევს; მისი წყალობით მოდის მოსავალი, რომელიც მრავალფეროვანი საკვებით უზრუნველგვყოს. ფიზიკური სინათლის გარეშე, უბრალოდ, ვერ ვიარსებებდით. რა შეიძლება ითქვას სულიერ სინათლესთან დაკავშირებით? ის გვხელმძღვანელობს და ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ნაწინასწარმეტყველებ მომავალს გვიჩვენებს (ფსალმუნი 118:105). იეჰოვა სიყვარულით ‘ავლენს შუქს და ჭეშმარიტებას’ (ფსალმუნი 42:3). რა თქმა უნდა, ამისათვის უდიდეს მადლიერებას უნდა ვავლენდეთ. ამიტომ, რაც შეიძლება კარგად ვშთანთქოთ „ღვთის დიდების შემეცნებით“ გამოსხივებული სინათლე, რათა კიდევ უფრო გავინათოთ სიმბოლური გულები (2 კორინთელთა 4:6; ეფესელთა 1:18).
18. რის გასაკეთებლად არის მზად ახლა იეჰოვას ცისკრის ვარსკვლავი?
18 რამდენად კურთხეულები ვართ ჩვენ, რადგან ვიცით, რომ 1914 წელს იესო ქრისტე — ცისკრის ვარსკვლავი — მთელ სამყაროში ამოვიდა და ფერისცვალების ხილვის შესრულება დაიწყო! იეჰოვას ცისკრის ვარსკვლავი ახლა უკვე მოქმედებს და მზად არის, შეასრულოს ფერისცვალებასთან დაკავშირებული ღვთის შემდგომი განზრახვა — შეკრიბოს მსოფლიოს მეფეები „საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის“ (გამოცხადება 16:14, 16). ამ ბოროტი სისტემის განადგურების შემდეგ იეჰოვა შეასრულებს თავის აღთქმას „ახალ ცასა და ახალ მიწასთან“ დაკავშირებით, სადაც მარადიულად განვადიდებთ და პატივს მივაგებთ მას, სამყაროს უზენაესსა და უტყუარი წინასწარმეტყველებების ღმერთს (2 პეტრე 3:13). იმ დიდებულ დღემდე კი, მოდი ვიაროთ ღვთისგან მომდინარე სინათლეში და ყურად ვიღოთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ აღწერდით იესოს ფერისცვალებას?
• როგორ აღაშენებს რწმენას ფერისცვალება?
• ვინ ან რა არის და როდის ამოვიდა იეჰოვას ცისკრის ვარსკვლავი?
• რატომ უნდა ვიღოთ ყურად ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 13 გვერდზე]
შეგიძლიათ ფერისცვალების მნიშვნელობის ახსნა?
[სურათი 15 გვერდზე]
ცისკრის ვარსკვლავი უკვე ამოვიდა. იცით თუ არა — როგორ და როდის?