მთავარი თემა
უჯრედი — ცოცხალი ბიბლიოთეკა!
1953 წელს მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მოღვაწე ჯეიმზ უოტსონისა და ფრანსის კრიკის მიერ გამოქვეყნებულმა აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა მეცნიერული შეხედულება სიცოცხლეზე. მათ აღმოაჩინეს დნმ-ის ორმაგი სპირალისებური სტრუქტურა. * ეს ძაფისმაგვარი სტრუქტურა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უჯრედის ბირთვშია მოთავსებული, შეიცავს კოდირებულ ანუ „ჩაწერილ“ ინფორმაციას. ამის გამო უჯრედს შეიძლება ცოცხალი ბიბლიოთეკა ეწოდოს. ამ საოცარმა აღმოჩენამ ბიოლოგიაში ახალ ეპოქას მისცა დასაბამი. იბადება კითხვა: რა მიზანს ემსახურება უჯრედში „ჩაწერილი“ ინფორმაცია? ამაზე საინტერესო კი ის არის, თუ საიდან მოხვდა ეს ინფორმაცია იქ?
რისთვის სჭირდება უჯრედს ინფორმაცია?
გიფიქრიათ ოდესმე, როგორ იქცევა თესლი ხედ ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ადამიანად? ან თუ დაფიქრებულხართ, როგორ გადმოგეცათ მემკვიდრეობით ესა თუ ის ნიშან-თვისება? ამ კითხვებზე პასუხებს დნმ-ში ჩაწერილი ინფორმაცია გვცემს.
დნმ — რთული მოლეკულები, რომლებიც გრძელ, ხვეულ კიბეს მოგვაგონებს — თითქმის ყველა უჯრედში არსებობს. ადამიანის გენომის ანუ დნმ-ის კიბე დაახლოებით სამი მილიარდი „საფეხურისგან“ შედგება. მეცნიერები ამ საფეხურებს ნუკლეოტიდის წყვილებსაც უწოდებენ, რადგან თითოეული მათგანი ორი ქიმიური ნივთიერებისგან შედგება. ეს ნივთიერებები სულ ოთხი ტიპისაა. თითოეული მათგანის აღსანიშნავად გამოყენებულია მათი სახელწოდებების პირველი ასოები — ა, გ, თ, ც — რაც ქმნის მარტივ, ოთხასოიან დნმ-ის ანბანს. * 1957 წელს ფრანსის კრიკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ქიმიური ნივთიერებებისგან შემდგარი კიბის საფეხურები განლაგებულია ხაზოვანი თანმიმდევრობით, რაც ქმნის კოდირებულ ინსტრუქციებს. ამ კოდის გაშიფვრა 1960-იანი წლებიდან დაიწყეს.
ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების მრავალი ხერხი არსებობს, იქნება ეს გამოსახულებითი, ხმოვანი თუ ბეჭდვითი. მაგალითად, კომპიუტერი ამას ციფრულ ფორმატში აკეთებს, ხოლო ცოცხალ უჯრედში ინფორმაცია ქიმიური ნაერთების ანუ ნუკლეოტიდების ენაზე ინახება და მუშავდება, რაშიც მთავარი როლი დნმ-ს აკისრია. უჯრედის გაყოფისას და ახალი ორგანიზმების წარმოშობისას კეთდება დნმ-ის ასლი. ეს პროცესები ყველა ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარეობს.
როგორ იყენებს უჯრედი ინფორმაციას? დნმ შეიძლება რეცეპტებს შევადაროთ. როგორც ნამცხვრების რეცეპტების ზედმიწევნით მიყოლით ცხვება კარგი ნამცხვარები, ისე დნმ-ში ჩაწერილი
თანმიმდევრული და ზედმიწევნითი პროცესების შედეგად იქმნება მაგალითად, კომბოსტო ან ძროხა. რასაკვირველია, ცოცხალ უჯრედებში ეს პროცესები ავტომატურად მიმდინარეობს, თუმცაღა გაცილებით რთულად და დახვეწილად.უჯრედში არსებული ინფორმაცია ფურცელზე რომ გადმოგვეტანა, ათასგვერდიანი წიგნი გამოვიდოდა
უჯრედში გენეტიკური ინფორმაცია ინახება მანამ, სანამ საჭირო არ გახდება მაგალითად, დაზიანებული ან დაავადებული უჯრედის ახლით ჩანაცვლება, ან შთამომავლობისთვის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების გადაცემა. რა რაოდენობის ინფორმაციას იტევს დნმ? მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე პატარა ორგანიზმი, ბაქტერია. გერმანელი მეცნიერი ბერნდ-ოლაფ კუპერი აღნიშნავს: „ადამიანისთვის გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, ბაქტერიის უჯრედის აგებულების შესახებ მოლეკულაში ჩაწერილი ინფორმაცია ფურცელზე რომ გადმოგვეტანა, დაახლოებით ათასგვერდიანი წიგნი გამოვიდოდა“. ამიტომ დაწერა ქიმიის პროფესორმა დეივიდ დიმერმა: „საოცარია, რომ სიცოცხლის უმარტივეს ფორმასაც კი ასეთი რთული აგებულება აქვს“. მაშ, რაღას ვიტყვით ადამიანის გენომზე? როგორც კუპერი ამბობს: „ადამიანის დნმ-ში ჩაწერილი ინფორმაციისთვის ათასობით წიგნი იქნებოდა საჭირო, რაც ერთ ბიბლიოთეკას შეავსებდა“.
„ჩვენთვის გასაგებ ენაზე ჩაწერილი“
შეიძლება ითქვას, რომ დნმ-ს თავისი ენა გააჩნია, რომელსაც შეიძლება „მოლეკულურ-გენეტიკური ენა“ ეწოდოს, „თუმცა ეს მხოლოდ მეტაფორა არ არის“, — აღნიშნავს კუპერი. „სამეტყველო ენის მსგავსად, მოლეკულურ-გენეტიკურ ენასაც გააჩნია სინტაქსური წესები“, — დასძენს ის. მარტივად რომ ვთქვათ, დნმ-ს აქვს „გრამატიკა“ ანუ წესები, რომლებიც მკაცრად არეგულირებენ ინსტრუქციების შექმნასა და მის ზედმიწევნით შესრულებას.
დნმ-ში „სიტყვები“ და „წინადადებები“ ქმნიან სხვადასხვა „რეცეპტს“, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცილებისა და სხვა ნაერთების აგება, რაც წარმოადგენს სამშენებლო მასალას ორგანიზმის შემადგენელი სხვადასხვა უჯრედისთვის. მაგალითად, „რეცეპტში“ ჩაწერილი მითითებით იქმნება ძვლის, კუნთის, ნერვული თუ კანის უჯრედები. „დნმ-ის ძაფში ჩაწერილი ინფორმაცია არის ქიმიური ნაერთებისგან შექმნილი კოდი, რომელშიც თითოეული ქიმიური ნაერთი თითო ასოთია წარმოდგენილი, — დაწერა ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტმა რიჩარდ დოკინზმა. — რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დნმ-ის კოდში ინფორმაცია ჩვენთვის გასაგებ ენაზეა ჩაწერილი“.
ფსალმუნი 139:16). თუმცა ხატოვან ენას იყენებს, დავითი ბიბლიის სხვა მწერლების მსგავსად ზუსტ ინფორმაციას გადმოგვცემს. ვერც ერთ მათგანზე ოდნავადაც ვერ ახდენდა გავლენას მითები თუ ხალხში გავრცელებული დაუჯერებელი ამბები (2 სამუელი 23:1, 2; 2 ტიმოთე 3:16).
ბიბლიის ერთმა დამწერმა, დავითმა, ლოცვაში ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა“ (როგორ მოხვდა დნმ-ში ინფორმაცია?
როგორც წესი, როდესაც მეცნიერები ერთ საიდუმლოებას ხდიან ფარდას, მათ წინ მეორე საიდუმლო ჩნდება. ასე მოხდა დნმ-ის აღმოჩენისასაც. როდესაც მეცნიერებმა დნმ-ში არსებულ კოდირებულ ინფორმაციას მიაგნეს, მოაზროვნე ადამიანებს გაუჩნდათ კითხვა, თუ საიდან მოხვდა ეს ინფორმაცია იქ. ვინაიდან, არავის უხილავს პირველი დნმ-ის მოლეკულის ფორმირების პროცესი, ლოგიკურია, რომ დასკვნები თავად გამოვიტანოთ. თუმცა ჩვენი მსჯელობა ვარაუდებზე კი არა, ფაქტებზე უნდა დავაფუძნოთ. დავფიქრდეთ, შემდეგზე:
-
1999 წელს პაკისტანში აღმოაჩინეს თიხის უძველესი ფრაგმენტები, რომლებზეც ამოტვიფრული იყო უჩვეულო ნიშნები და სიმბოლოები, რომელთა გაშიფვრა დღემდე ვერავინ შეძლო; მიუხედავად ამისა, არავის გასჩენია ეჭვი, რომ ეს ნიშნები ადამიანის ხელით იყო გაკეთებული.
-
უოტსონისა და კრიკის მიერ დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ ორ ფიზიკოსს კოსმოსში კოდირებული რადიოსიგნალების ძიების იდეა გაუჩნდა. ასე დაიწყეს თანამედროვე მეცნიერებმა უცხოპლანეტელების, არამიწიერი ინტელექტის, ძიება. რა მიზნით?
ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს თიხაზე ამოტვიფრული სიმბოლოებისა თუ კოსმოსიდან მიღებული სიგნალების სახით, ინტელექტს მიაწერს. სწორი დასკვნის გამოსატანად მათ არ სჭირდებათ ინფორმაციის წყაროს დანახვა. თუმცა მაშინ, როდესაც ყველაზე რთული სტრუქტურის მქონე გენეტიკური კოდი აღმოაჩინეს, ბევრმა ლოგიკა გვერდზე გადადო და დნმ-ის არსებობა არაინტელექტუალურ პროცესებს მიაწერა. არის მათი დასკვნები გონივრული, ლოგიკური ან მეცნიერულად დადასტურებული? ბევრი ცნობილი მეცნიერის აზრით, — არა. მათ შორისაა დოქტორი ჯინ ჰუანგი და პროფესორი იან-დერ სუე. * ვნახოთ, რას ამბობენ ისინი.
ფილოსოფიის დოქტორი ჯინ ჰუანგი სწავლობს მათემატიკურ გენეტიკას. ერთ დროს ის ევოლუციის თეორიას უჭერდა მხარს, მაგრამ მეცნიერული კვლევების შემდეგ აზრი შეიცვალა. „გენეტიკის კვლევამ სასიცოცხლო პროცესებში უფრო ღრმად ჩამახედა, რამაც ბრძენი შემოქმედისადმი მოწიწების გრძნობით ამავსო“, — განუცხადა მან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს.
პროფესორი იან-დერ სუე მოღვაწეობს ტაივანის, პინდუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს ემბრიონის საკვლევ ლაბორატორიას. ამ მეცნიერსაც ევოლუციის სწამდა მანამ, სანამ კვლევებმა საპირისპირო დასკვნამდე არ მიიყვანა. უჯრედების დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის პროცესის შესახებ მან თქვა: „საჭირო უჯრედები შესაბამისი თანმიმდევრობით შესაბამის ადგილას უნდა ჩამოყალიბდეს. თავდაპირველად უჯრედები ერთიანდებიან და ქმნიან ქსოვილებს, რომლებიც შემდეგ
ორგანოებად და კიდურებად ყალიბდებიან. რომელი ინჟინერი არ იოცნებებდა მსგავსი ინსტრუქციების შექმნაზე?! არადა, დნმ-ში ემბრიონის ჩამოყალიბების ინსტრუქცია უნიკალურად არის ჩაწერილი. როდესაც ამ საოცარ პროცესებს ვუკვირდები, ვრწმუნდები, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი“.აქვს ამას ჩვენთვის მნიშვნელობა?
ნამდვილად! სამართლიანობა მოითხოვს, რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. თუ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა, ამისთვის დიდება მას უნდა მივაგოთ და არა ევოლუციას (გამოცხადება 4:11). გარდა ამისა, თუ ყოვლადბრძენმა შემოქმედმა შეგვქმნა, ესე იგი, ჩვენს ყოფნას მიზანიც აქვს. ეს ასე არ იქნებოდა, უმართავი პროცესების შედეგად რომ გავჩენილიყავით. *
მოაზროვნე ადამიანებს აინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხი. „ადამიანის უმთავრესი მიზანი სიცოცხლის აზრის ძიებაა“, — აღნიშნავს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესორი ვიქტორ ფრანკლი. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ადამიანები სულიერ შიმშილს განვიცდით და მისი დაკმაყოფილებისკენ ვილტვით. სულიერი შიმშილის განცდა არ გვექნებოდა, ღვთის შექმნილები რომ არ ვყოფილიყავით. და თუ ჩვენს შექმნაში ღვთის ხელი ურევია, იბადება კითხვა: იზრუნა ღმერთმა ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე?
იესო ქრისტემ ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას [ანუ ღვთის] პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ბიბლიაში ჩაიწერა, მილიონებს უკმაყოფილებს სულიერ შიმშილს, აზრს სძენს მათ სიცოცხლეს და მომავლის იმედს უსახავს (1 თესალონიკელები 2:13). დაე, ბიბლიამ თქვენს ცხოვრებასაც შესძინოს აზრი. ეს შეუდარებელი წიგნი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას!
^ აბზ. 3 უოტსონმა და კრიკმა თავიანთი კვლევა ადრეული მკვლევრების ნაშრომებზე დააფუძნეს, რომლებიც დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) იკვლევდნენ. იხილეთ ჩარჩო „ დნმ — მნიშვნელოვანი თარიღები“.
^ აბზ. 6 ამ ოთხი ასოთი აღინიშნება: ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი.
^ აბზ. 22 შემოქმედება თუ ევოლუცია? ეს საკითხი უფრო ფართოდ განხილულია ბროშურებში „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.isa4310.com.