რა ხდება მსოფლიოში?
მსოფლიო
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებზე ძალადობა „საყოველთაოდ გავრცელებულ მზარდ პრობლემად იქცა“. იმავე ცნობაში ნათქვამია: „ახლო მომავალში ქალების დაახლოებით 35 პროცენტი გახდება ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ან ახლანდელი სექსუალური პარტნიორის, ქმრის ან სხვისი მხრიდან“. „ძალადობა სექსუალური პარტნიორის მხრიდან ყველაზე ხშირია . . . ქალების 30 პროცენტი სწორედ ამგვარ ძალადობას განიცდის“.
დიდი ბრიტანეთი
64 303 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 79 პროცენტი „დღევანდელი მსოფლიო კონფლიქტებისა და უბედურებების გამომწვევ მიზეზად რელიგიას ასახელებს“. უფრო მეტიც, 2011 წელს ინგლისსა და უელსში ჩატარებული მოსახლეობის აღწერისას გამოვლინდა, რომ მხოლოდ 59 პროცენტი თვლის თავს ქრისტიანად. 2001 წელს ეს რიცხვი 72 პროცენტს შეადგენდა. ამ ხნის მანძილზე იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნებოდნენ, 15-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა.
ჩინეთი
საინფორმაციო საშუალებები იტყობინება, რომ ბოლო დროს ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ზრდასრულ შვილებს ხანდაზმული მშობლების არა მარტო ხშირად მონახულება ევალებათ, არამედ მათ „ემოციურ მოთხოვნილებებზე“ ზრუნვაც. კანონი „არანაირ სასჯელს არ ითვალისწინებს“ იმ შემთხვევაში, თუ შვილები უგულებელყოფენ ამ მოთხოვნას.
ევროპა
დღეს უკვე ფალსიფიკატორები ყოველდღიური მოხმარების ისეთ საქონელსაც აყალბებენ, როგორიცაა: კოსმეტიკა, სარეცხი საშუალებები და საკვებიც კი. „მალე შესაძლოა უბრალო, დაბალფასიანი ინგრედიენტიც კი გააყალბონ“, — აღნიშნა კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა. ერთი ექსპერტის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ნაყიდი საკვები პროდუქტების 10 პროცენტი ფალსიფიცირებულია.