არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

იტალია

2011 წელს იტალიაში უფრო მეტი ველოსიპედი გაიყიდა, ვიდრე მანქანა. შესაძლო მიზეზებს შორის სახელდება ეკონომიკური კრიზისი, საწვავზე ფასების ზრდა და მანქანის შენახვის ხარჯები. ველოსიპედის შენახვა კი ბევრად იაფია და გამოსაყენებლადაც უფრო მოსახერხებელი.

სომხეთი

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ სომხეთის მთავრობა 17 ადამიანის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა. ყველა მათგანი იეჰოვას მოწმეა. ისინი დაპატიმრებული იყვნენ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. სომხეთის მთავრობას დაეკისრა მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება ჩვიდმეტივე დაზარალებულისთვის.

იაპონია

იმ ბავშვთაგან, რომლებიც ბოროტმოქმედების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, რაშიც დიდი წვლილი სოციალურ ქსელებს მიუძღვის, 63 პროცენტს მშობლებისგან არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. 599 საქმის განხილვის შემდეგ დამნაშავეთა 74-მა პროცენტმა აღიარა, რომ მათი მიზანი ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარება იყო.

ჩინეთი

დიდ ქალაქებში გადატვირთული მოძრაობისა და საცობების შემცირების მიზნით შეიზღუდა ახალი მანქანების რეგისტრაცია. მაგალითად, პეკინში იკრძალება წელიწადში 240 000-ზე მეტი მანქანის რეგისტრაცია. 2012 წლის აგვისტოში დაახლოებით 1 050 000 ადამიანმა შეიტანა განცხადება მანქანის რეგისტრაციის თაობაზე, მაგრამ მათგან მხოლოდ 19 926-მა მიიღო დადებითი პასუხი. ეს იმას ნიშნავს, რომ 53-დან მხოლოდ 1 განცხადება იქნა დაკმაყოფილებული.