სპილო და მისი ხორთუმი
ვინ შექმნა?
სპილო და მისი ხორთუმი
● დღეისათვის სპეციალისტები მუშაობენ იმაზე, რომ უფრო დახვეწონ და შედარებით მოქნილი და ელასტიური გახადონ „რობოტიზებული ხელი“. მსოფლიოში ინოვაციური გამოგონებებით ცნობილი ერთ-ერთი საინჟინრო კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, „ამ ახალმა ხელმა საგრძნობლად ჩამოიტოვა უკან წარმოებაში დღეს არსებული ავტომატური მოწყობილობები“. და იცით, რა იყო ამ დროს მეცნიერების შთაგონების წყარო? მოდი, ისევ ამ კომპეტენტურ ადამიანს ვკითხოთ: „სპილოს ხორთუმის აგებულება“, — აცხადებს ის.
დაფიქრდით: სპილოს 140 კილოიან ხორთუმს მრავალი „პლანეტაზე ყველაზე უნივერსალურ და მრავალფუნქციურ მოწყობილობას“ უწოდებს. ეს უნიკალური „იარაღი“ ერთდროულად ასრულებს ცხვირის, პირის, მკლავის და ხელის ფუნქციას. ხორთუმით სპილოს შეუძლია ისუნთქოს, იყნოსოს, წყალი დალიოს, რაღაცა აიღოს და გამაყრუებელი ხმითაც დაიყვიროს.
მაგრამ არ იფიქროთ, რომ ყველაფერი ამით ამოიწურება. სპილოს ხორთუმი 40 000 კუნთოვანი ბოჭკოსგან შედგება; ამიტომაც სპილო მას თავისუფლად ამოძრავებს ნებისმიერი მიმართულებით. ხორთუმის წვერით მას შეუძლია აიღოს პაწაწინა მონეტაც კი. მაშინ, როცა ამავე ხორთუმით 270 კილოიანი ტვირთის აწევაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ გიგანტისთვის.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ სპილოს ხორთუმის სტრუქტურისა და შესაძლებლობების ასლირებით შეძლებენ ისეთი ზეახალი რობოტის შექმნას, რომელიც გამოსადეგი იქნება, როგორც საოჯახო საქმეებში, ისე ინდუსტრიულ წარმოებაში. „ჩვენ შევქმენით სავსებით ახალი დამხმარე მექანიზმი, რომელმაც საგრძნობლად გაასწრო უკვე არსებულ ანალოგებს და რომელმაც ისტორიაში პირველად გახადა შესაძლებელი ადამიანისა და რობოტის ეფექტური და უსაფრთხო თანამშრომლობა“, — აცხადებს ზემოხსენებული კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი.
რას ფიქრობთ? ევოლუცია თუ შემოქმედება — რომელმა მათგანმა მისცა სპილოსა და მის საოცარ ხორთუმს დასაბამი?