პეპელა
ვინ შექმნა?
პეპელა
● ზოგი პეპლის ფრთის უნიკალური შეფერილობა იმისდა მიხედვით იცვლება, თუ საიდან შეხედავს მას ადამიანი. ერთ-ერთი სახეობის პეპელას ისეთი მბზინვარე და თვალისმომჭრელი შეფერილობა აქვს, რომ 800 მეტრიდანაც კი შეამჩნევ, თუ კარგად დააკვირდები. მოდი, პატარა მიმოხილვა ჩავატაროთ.
დაფიქრდით: მწვანე კუდმაკრატელა პეპლის (Papilio blumei) ფრთის ჩაზნექილი ზედაპირი სინათლეს სხვადასხვაფრად ირეკლავს. თითოეული ასეთი ჩაზნექილი ადგილის ცენტრი ყვითელ და მწვანე ფერს ირეკლავს, მისი კიდეები კი ლურჯ ფერს. ამავე დროს, ამ ჩაზნექილი ადგილების ცენტრში დაცემული სინათლის სხივი პირდაპირ აირეკლება, მაშინ როცა, ბოლოებში დაცემული სხივი მრავალშრიან ზედაპირზე გადატყდება, ძლიერდება და სხვადასხვა მიმართულებით იფანტება. მიღებული ფერების ნაზავს შედგენილ ფერს უწოდებენ თავისი რთული შემადგენლობისდა გამო.
ათი წელი დასჭირდათ მეცნიერებს პეპლის ფრთის ზედაპირის ასლის შესაქმნელად. იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიური მიღწევით საბანკო და საკრედიტო ბარათების გაყალბების ნაკლები შესაძლებლობა იქნება. აგრეთვე უფრო დახვეწენ მზის სინათლისგან ენერგიის მიღების ტექნოლოგიებს. თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ პეპლის ფრთის სრულყოფილი ასლის გაკეთება დღემდე ვერ შეძლო ვერც ერთმა მეცნიერმა. კემბრიჯის უნივერსიტეტის ნანომეცნიერების ცენტრში მოღვაწე პროფესორმა ულრიხ შტაინერმა ასეთი რამ განაცხადა: „მიუხედავად დეტალური წიაღსვლებისა, ბუნებაში არსებული გასაოცარი ფერები ხშირად ჯაბნის ჩვენეული ტექნოლოგიებით შექმნილ ოპტიკურ ფერებს“.
რას ფიქრობთ? ზოგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, პეპელა შემთხვევით გაჩნდაო ამ ქვეყანაზე. თქვენ რას ფიქრობთ, მართლა შემთხვევით გაჩნდა ეს საოცრება, თუ ვინმემ შექმნა?
[სურათი 24 გვერდზე]
მწვანე კუდმაკრატელა პეპელა
[სურათი 24 გვერდზე]
პეპლის ფრთა მიკროსკოპში
[სურათის საავტორო უფლებები 24 გვერდზე]
Butterfly: Faunia, Madrid; microscopic view: © Eye of Science/Photo Researchers, Inc.