არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცნობისმოყვარე კაცი, რომელიც ისტორიას შემორჩა

ცნობისმოყვარე კაცი, რომელიც ისტორიას შემორჩა

ცნობისმოყვარე კაცი, რომელიც ისტორიას შემორჩა

● რით გინდა, რომ დაგიმახსოვრონ? რა მოსდის ხალხს გონებაში შენს გახსენებაზე? ღირსეული მემკვიდრეობა რომ დატოვოს, ბევრი იმისკენ ისწრაფვის, რომ სახელი გაითქვას მეცნიერებაში, პოლიტიკაში, სპორტში ან ხელოვნებაში. მოგსვლია ოდესმე თავში აზრად, რომ სხვებს დამახსოვრებოდი ისეთ ადამიანად, რომელსაც კითხვების დასმა უყვარდა?

500 წლის წინ ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობდა კაცი, რომელიც საკმაოდ სიღრმისეულ და დამაფიქრებელ შეკითხვებს სვამდა. ის იყო ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ბელადი. მას სახელად ნიკარაო ერქვა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის, ნიკარაგუას სახელწოდებაც. მის სახელს ატარებს აგრეთვე ის ტომიც, რომელშიც ის ცხოვრობდა და იქაური ვრცელი ტბა.

ნიკარაოს ტომი წყნარი ოკეანისა და ვეებერთელა ტბა ნიკარაგუას გამყოფ ზოლში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც კოლუმბმა ახალი ცივილიზაცია აღმოაჩინა, ესპანელები მალევე დაინტერესდნენ ამ ტერიტორიით. კაპიტანი ხილ გონსალეს დავილა თავის ექსპედიციას ჩრდილოეთიდან, კერძოდ, დღევანდელი კოსტა-რიკიდან მიუყვებოდა და 1523 წელს ნიკარაოს მიწას მიადგა.

წარმოიდგინე, ექსპედიციაში მონაწილეთა მღელვარება; მათ ხომ სრულიად უცხო მიწაზე დადგეს ფეხი. და რა სასიამოვნო აღმოჩნდებოდა მათთვის ბელად ნიკარაოსთან შეხვედრა. იქაურებმა დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს ესპანელები და ბევრი რამით დაასაჩუქრეს, მათ შორის დიდძალი ოქროთი. ნიკარაგუელები დღემდე გამოირჩევიან გულუხვობით.

ნიკარაოს სურდა, პასუხი მიეღო კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანი აწუხებდა. ზოგი კითხვა ესპანელების სტუმრობისას გაუჩნდა. მემატიანეები მოგვითხრობენ, რომ კაპიტან გონსალესს მან შემდეგი კითხვები დაუსვა:

თუ გსმენიათ რამე დიდი წარღვნის შესახებ, რომელმაც წალეკა ყველა ადამიანი და ცხოველი? კიდევ მოავლენს ღმერთი წარღვნას დედამიწაზე? რა მოსდის ადამიანს სიკვდილის შემდეგ? როგორ მოძრაობენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები? როგორ ჩერდებიან ცაზე? ძალიან შორს არიან ჩვენგან? როდის შეწყვეტს მზე, მთვარე და ვარსკვლავები ნათებას? როგორ გაჩნდა ქარი? რატომ ცივა, რატომ ცხელა, როგორ თენდება და ღამდება? რატომ არის დღე ზოგჯერ დიდი, ზოგჯერ პატარა?

აშკარაა, რომ ამ კაცს აინტერესებდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. მისი დასმული შეკითხვებიდან ცოტა რამეს მის რწმენაზეც ვიგებთ. მას ის საკითხები აინტერესებდა და აღელვებდა, რაც დღეს ბევრს აწუხებს. ის ფაქტი, რომ ნიკარაოს და მის ხალხს გაგონილი ჰქონდათ დიდი წარღვნის ამბავი, ბიბლიაში ჩაწერილ ისტორიას გვახსენებს (დაბადება 7:17—19).

მიუხედავად იმისა, რომ ნიკარაოს კულტურა გაჟღენთილი იყო სპირიტიზმით და ადამიანთა შეწირვის რიტუალებით, მას აწუხებდა თავისი ხალხის საქციელი და ცხოვრების წესი. მისი კითხვები მოწმობდა, რომ ის სინდისის ხმას უსმენდა. პავლე მოციქულმა დაწერა: „ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რომაელები 2:14, 15).

დღეს ბელად ნიკარაოს ქანდაკება სადღაც იმ ადგილას დგას, სადაც ის პირველად ესპანელ მკვლევარებს შეხვდა. კარგი იქნება, თუ ჩვენც გაგვიჩნდება ისეთი ცნობისმოყვარეობა, როგორიც მას ჰქონდა, რადგან სწორედ ცნობისმოყვარეობა აღძრავდა მას, ღრმად ეფიქრა სიცოცხლეზე და ირგვლივ არსებულ სამყაროზე (რომაელები 1:20).

[რუკა 21 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ნიკარაგუა

სამხრეთი ამერიკა

ატლანტის ოკეანე