„დიდი მადლობა ამ რუბრიკისთვის!“
„დიდი მადლობა ამ რუბრიკისთვის!“
● მთელ მსოფლიოში ძალიან მოსწონთ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკა „ოჯახური განხილვისთვის“, რომელიც ამ ჟურნალის თითოეულ ნომერში 30—31 გვერდებზეა მოცემული. ილუსტრაციები, კითხვები, ბიბლიური ბარათები, დავალება ბავშვებისთვის და დავალება მთელი ოჯახისთვის ცოდნას სძენს ოჯახს და ყველასთვის სახალისოა. ვნახოთ, რას ამბობს ზოგი და-ძმა:
«ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შესწავლას ვუტარებ ჩემს თორმეტი წლის შვილიშვილებს. მათთან ერთად ვარჩევ რუბრიკას „ოჯახური განხილვისთვის“. მე მათ ვავალებ, შეავსონ გამოტოვებული პასუხები და შემდეგ გამომიგზავნონ. ჩემი შვილიშვილებისთვის ძალიან სახალისოა ასეთი შესწავლა. მიწერ-მოწერა მეხმარება, სხვადასხვა საკითხზე უფრო მეტი რამ გავიგო. დიდი მადლობა ამ რუბრიკისთვის».
ვ. კ. (შეერთებული შტატები)
«ამას წინათ ჩემი ხუთი წლის ბიჭმა ძილის წინ მთხოვა, რომ ამ რუბრიკიდან გაგვერჩია „რა არის არასწორი ამ სურათზე?“ „გამოიღვიძეთ!“-ის ერთ-ერთ ნომერში ავირჩიე ეს რუბრიკა და დავიწყე მოცემულ სურათზე მსჯელობა. ჩემი ბიჭუნა გაფაციცებით მისმენდა, როცა ბიბლიიდან ვკითხულობდი ამ თემასთან დაკავშირებულ მონაკვეთს. ახლა უკვე მას თითქმის ყოველ საღამოს სურს ამ რუბრიკის განხილვა. მე და ჩემი ოჯახი გულითად მადლობას გიხდით, რომ ჩვენი შვილებისთვის ასეთი სახალისო გახადეთ ბიბლიის შესწავლა».
მ. ფ. (საფრანგეთი)
«ავტობუსის გაჩერებაზე შევხვდი 12 წლის დეივიდსა და 6 წლის ჯენიფერს. მათმა მამამ დამინახა, როცა მგზავრებს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს ვთავაზობდი და ჩემთან ბავშვები გამოაგზავნა. სანამ მამა და ბიჭუნა შეთავაზებულ ჟურნალებს კითხულობდნენ, პატარა ჯენიფერი და მე ფრინველებისა და ცხოველების ლამაზ სურათებს ვათვალიერებდით. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რამდენი საამო რამ შექმნა იეჰოვამ ჩვენი თვალისთვის. როდესაც 31-ე გვერდამდე მივედით, გავარჩიეთ „დავალება ბავშვებისთვის“. სანამ პირველ სურათს ვეძებდით, ჯენიფერმა სწრაფად გადაფურცლა და წამებში იპოვა სურათი. როცა მეორე და მესამე სურათს ვეძებდით, ჯენიფერმა ამჯერადაც მალე იპოვა ისინი. მას უნდოდა, არ დაგვესრულებინა მანამ, სანამ ათ სხვადასხვა ჟურნალში არ ვიპოვიდით სურათებს. ბოლოს ჯენიფერმა მთხოვა, კიდევ ორი ჟურნალი მიმეცა თავის მამიკოსა და ძმისთვის. დამშვიდობებისას სამივემ დიდი მადლობა გადამიხადა ამ შესანიშნავი რუბრიკისთვის».
მ. კ. (ეკვადორი)