არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობენ სხვები?

რას ამბობენ სხვები?

რას ამბობენ სხვები?

საფრანგეთი. „იეჰოვას მოწმეები კანონმორჩილი მოქალაქეები არიან . . . ისინი საფრთხეს არ უქმნიან საზოგადოებას. მოწმეები მუშაობენ, გადასახადებს იხდიან, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში იღებენ მონაწილეობას და ქველმოქმედებას ეწევიან. ერთობ სასიამოვნო სანახავია, როცა ერთად შეკრებილ სხვადასხვა რასისა და წარმოშობის ადამიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან . . . ყველა რომ იეჰოვას მოწმე ყოფილიყო, ჩვენ, პოლიციელები საჭირო აღარ ვიქნებოდით“, — თქვა საფრანგეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

უკრაინა. „იეჰოვას მოწმეები თავიანთ შვილებს მაღალზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ. ისინი ასწავლიან მათ, მოერიდონ ისეთ საქციელსა თუ თვალსაზრისს, რაც დღევანდელი ქვეყნიერებისთვისაა მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნებათ როგორც თავად ბავშვებს, ისე სხვებს. მოწმეები შვილებს აფრთხილებენ იმ საშიშროების შესახებ, რაც თან ახლავს ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის გამოყენებას და სიგარეტის მოწევას. მათ კარგად იციან პატიოსნებისა და შრომის ფასი . . . იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან შვილებს, განივითარონ კარგი თვისებები, პატივი სცენ მთავრობის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, არ ხელყონ სხვისი საკუთრება და იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები“, — აღნიშნულია პროფესორ პეტრო იაროცკის მიერ გამოცემულ წიგნში „უკრაინის რელიგიის ისტორია“.

იტალია. „ოლიმპიურ სტადიონზე გუშინ ასეთი სურათი ვნახე — იქ შეკრებილი ოცდაათი ათასი კაცი სულგანაბული უსმენდა პროგრამას . . . არსად არაფერი ეყარა, არ იყო ხმაური და ყვირილი . . . არავინ ლაპარაკობდა ხელების ქნევით, არსად ეყარა სიგარეტის ნამწვი და ალკოჰოლური სასმელების ქილები. დამსწრეებს ბიბლიები ჰქონდათ გადაშლილი და ჩანაწერებს აკეთებდნენ. ბავშვებიც წყნარად ისხდნენ“, — აღნიშნა, ლუნიტამ, რომელმაც რეპორტაჟი გააკეთა რომში გამართული იეჰოვას მოწმეების კონგრესის შესახებ.

დიდი ბრიტანეთი. „ქალაქ ჩელტნემის არქიდიაკვანმა თქვა, რომ [ანგლიკანურ ეკლესიას] ისეთივე ერთგული ხალხი სჭირდება მთელ მსოფლიოში, როგორებიც იეჰოვას მოწმეები არიან“, — ეწერა გლოსტერის ეპარქიის მიერ გამოცემულ გაზეთში (The Gazette).

ნიდერლანდები. ქალაქ ლეუვარდენში სამეფო დარბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა იეჰოვას მოწმეებს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „გვინდა შეგაქოთ იმის გამო, რომ ასე უფრთხილდებით ჩვენი ქალაქის იერსახეს. თქვენი რელიგიის წევრებს ყოველთვის სუფთად და ლამაზად აცვიათ და კარგი მანერებითაც გამოირჩევიან. ბავშვები სამაგალითოდ იქცევიან. არავინ აყენებს მანქანას კანონით აკრძალულ ადგილებში და არავინ ყრის ნაგავს ქუჩაში; სამეფო დარბაზის ტერიტორია ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ დიდხანს იქნებით ჩვენი მეზობლები. გვიხარია, რომ ასეთი კარგები ხართ!“

მექსიკა. ერთ გაზეთში ალიო მასფერერმა, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული სკოლის პროფესორმა, აღნიშნა, რომ მოწმეები ისეთ ხალხს ეხმარებიან, ვისაც ოჯახში დაძაბულობა აქვს, ვინც გაუპატიურებისა თუ სხვაგვარი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება და ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს“. იგი ამბობს, რომ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შედეგად, „ბევრმა, ვისაც ღირსების გრძნობა ჰქონდა შელახული, საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლა. ისინი ასრულებენ ღვთის ნებას, რის წყალობითაც უამრავ პრობლემას ირიდებენ თავიდან“ (Excélsior).

ბრაზილია. ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ყველასგან გამორჩეულია. მათი თაყვანისცემის ადგილები ყოველთვის სუფთაა. ყველაფერი შესანიშნავადაა ორგანიზებული . . . ადგილები, სადაც განსაკუთრებული ღონისძიებები იმართება, პროგრამის დასრულების შემდეგ გაცილებით სუფთაა, ვიდრე მანამდე იყო. მოხსენებების დროს ისეთი სიწყნარეა, რომ ჩამიჩუმი არ ისმის. არავინ ეჯახება ერთმანეთს. მოწმეები კარგი მანერებით გამოირჩევიან . . . ეს მართლაც ორგანიზებული რელიგიაა. მათ იციან, როგორ სცენ ღმერთს თაყვანი“ (Comércio da Franca).

იეჰოვას მოწმეები დარწმუნებულები არიან, რომ შემოქმედმა ყველაზე კარგად იცის, რა პრინციპებით უნდა იცხოვრონ ადამიანებმა (ესაია 48:17, 18). ამიტომ, ისინი თავიანთი კარგი საქციელით სხვების შექებას იმსახურებენ და ამგვარად ღმერთს განადიდებენ. იესომ თქვა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:16).

[Blurb on page 4]

„იეჰოვას მოწმეები თავიანთ შვილებს მაღალზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ . . . და ასწავლიან, იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები“

[Blurb on page 5]

„ . . . ერთად შეკრებილ სხვადასხვა რასისა და წარმოშობის ადამიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან“