არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დრო ღირებულ საქმეებს დაუთმეთ

დრო ღირებულ საქმეებს დაუთმეთ

დრო ღირებულ საქმეებს დაუთმეთ

„დრო ცოტაღა დარჩა“ (1 კორინთელები 7:29).

„წყალში ხტუნვა და ჭყუმპალაობა ცურვას როდი ნიშნავს“, — წერს მაიკლ ლებუფი (Working Smart).

მსგავსად ამისა, ერთია იყო აქტიური და მეორე, აკეთო ღირებული საქმე. აბა გაიხსენეთ, რაში დახარჯეთ დრო გასულ კვირას? უმთავრესად, რით იყავით დაკავებული? ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი დრო იმ საქმეებს უნდა დაუთმოთ, რაც თქვენთვის ღირებულია?

გავიხსენოთ, რა იწინასწარმეტყველა იესომ ჩვენს დროზე. მან თქვა, რომ ვიდრე ქვეყნიერების აღსასრული დადგებოდა და ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერება დამყარდებოდა, მისი მოწაფეები ძალიან მნიშვნელოვანი საქმით იქნებოდნენ დაკავებული, კერძოდ, იქადაგებდნენ „სასიხარულო ცნობას [ღვთის] სამეფოს შესახებ“. იესომ ისიც თქვა, რომ უმრავლესობა ამ ცნობის მოსასმენად ვერ მოიცლიდა. ისინი ყოფით საქმეებში იქნებოდნენ ჩაფლული. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანები განადგურდებოდნენ (მათე 24:14, 37—39; ლუკა 17:28—30).

დღეს იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა ბევრი არ მოისმენდა ამ ცნობას და თავს იმით გაიმართლებდა, რომ ძალიან დაკავებულია. ჩვენ მოგიწოდებთ, გამონახოთ დრო და გამოიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია ღვთის სამეფოზე. როცა გაიგებთ, როგორ აკურთხებს ღმერთი ადამიანებს, დარწმუნდებით, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა და მისი დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ღირებული საქმისთვის ნამდვილად ღირს დროის დათმობა! *

[Footnote]

^ აბზ. 6 მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე. შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.watchtower.org