არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ იყო პირველი?

ვინ იყო პირველი?

ვინ იყო პირველი?

დოქტორი მარტინ კუპერი პირველი იყო, ვინც 1973 წელს საზოგადოებას პორტატიული ფიჭური ტელეფონი წარუდგინა. ტელეფონს ჰქონდა ბატარეა, რადიო და მიკროპროცესორი. ნიუ-იორკელები გაოცებული მიშტერებოდნენ ქუჩაში ტელეფონით მოლაპარაკე კუპერს. მაგრამ მობილური ტელეფონი მზის შუქს ვერ იხილავდა, რომ არა მანამდე გამოგონილი ხელსაწყოები. ამ გამოგონებათა სიაში შედის 1800 წელს ალესანდრო ვოლტას მიერ შექმნილი ბატარეა, 1876 წელს გამოგონილი ტელეფონი, 1895 წელს — რადიო, 1946 წელს — კომპიუტერი და 1971 წელს — მიკროპროცესორი. და მაინც, ჩნდება კითხვა: ამ რთული მოწყობილობების გამოგონებამდე ნუთუ არ არსებობდა საკომუნიკაციო საშუალება?

საკომუნიკაციო აპარატი, რომელსაც ხშირად ჩვეულებრივ რამედ მივიჩნევთ, ჩვენი ხმაა. ჩვენს სამეტყველო ორგანოებს აკონტროლებს თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელ ზონაში არსებული ნახევარ მილიარდზე მეტი ნეირონი და დაახლოებით 100 კუნთი, რომლებიც ენის, ტუჩების, ყბების, ყელისა და გულმკერდის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.

ყურიც იმავე საკომუნიკაციო სისტემის ნაწილია. ის ბგერით ტალღებს ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნის და გადასცემს ტვინს. ტვინი არჩევს ბგერებს, რაც საშუალებას გვაძლევს ხმის ტემბრით ამოვიცნოთ ადამიანი. ტვინს შეუძლია განსაზღვროს წამის რამდენი მემილიარდედით ადრე აღიქვამს ერთი ყური ბგერას მეორესთან შედარებით და ამგვარად, ზუსტად დაადგინოს საიდან მოდის ხმა. ამიტომაა, რომ შეგვიძლია ერთ კონკრეტულ ადამიანს ვუსმინოთ, მაშინ როცა გარშემო სხვებიც ლაპარაკობენ. და ეს ყურის მხოლოდ ორი თავისებურებაა.

ასე რომ, რთული საკომუნიკაციო მოწყობილობები (თუნდაც ისეთი, რომელიც აბონენტის ვინაობას გატყობინებთ), სიახლეს არ წარმოადგენს. მათ პირველად ბუნებაში, ცოცხალ ორგანიზმებში ვხვდებით.

[დიაგრამა⁄სურათები 3 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

1800

ბატარეა

1876

ტელეფონი

1971

მიკროპროცესორი

1973

დოქტორ მარტინ კუპერმა მობილური ტელეფონი გამოიგონა

[საავტორო უფლება]

Dr. Cooper and mobile phone: © Mark Berry

[სურათები 2 გვერდზე]

მეორე გვერდის მარჯვენა მხარეს, ქვემოდან ზემოთ, აღდგენილი ფოტოები: გულიელმო მარკონი თავის რადიო მოწყობილობასთან ერთად; ტომას ედისონი და მისი ელექტრონათურა; გრანვილ ვუდზი, საკომუნიკაციო მოწყობილობების გამომგონებელი; ძმები რაიტები და 1903 წელს გამოგონილი „ფლაიერი“.