არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

▪ გერმანიაში 2 000 ადამიანის გამოკითხვის თანახმად, 14—19 წლამდე მოზარდების თითქმის 40 პროცენტი თვლის, რომ სრულიად ნორმალურია ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ SMS-ით ან იმეილით შეატყობინო შეყვარებულს. 50 წლის ან უფრო მეტი ასაკის ადამიანების 80 პროცენტზე მეტი მიიჩნევს, რომ ეს ყოვლად მიუღებელია (FRANKFURTER NEUE PRESSE, გერმანია).

▪ ვარაუდობენ, რომ 2008 წელს 2,3 ტრილიონი SMS გაიგზავნა მთელ მსოფლიოში (HITU NEWS, ტაიტი).

▪ „სიგარეტის მოწევა საშუალოდ ხუთიდან ათ წლამდე ამცირებს ადამიანის სიცოცხლეს“ (UC BERKELEY WELLNESS LETTER, აშშ).

ვარაუდობენ, რომ შეერთებულ შტატებში ოფისებში მომუშავეთა 60 პროცენტზე მეტი კომპიუტერს ჩართულს ტოვებს. ამის გამო დიდი რაოდენობით ელექტროენერგია უმიზნოდ იხარჯება. შედეგად ყოველ წელს ელექტროსადგურები წარმოქმნიან დაახლოებით 14,4 მილიონ ტონა არასასურველ ნახშირორჟანგს (WORLD WATCH, აშშ).

ავტობუსები ხალხს ათეიზმს უნერგავენ

„როგორც ჩანს, ღმერთი არ არსებობს. არაფერზე იდარდო და დატკბი ცხოვრებით“. ინგლისში გამომავალი გაზეთი „გარდიანი“ იუწყება, რომ ეს სლოგანი გაკრული იყო ლონდონის 200 და ინგლისში არსებულ სხვა 600 ავტობუსზე. ეს სლოგანი ლონდონის ოქსფორდის ქუჩის ორ დიდ ეკრანზეც გამოჩნდა. მისი ავტორები ამბობენ, რომ მათ ასეთი სახით გამოხატეს პროტესტი რელიგიური სწავლების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, ურწმუნოები ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან. გამოთქმა „როგორც ჩანს“ იმიტომ გამოიყენეს, რომ ბრიტანეთის სარეკლამო ასოციაციის კანონით აკრძალულია ისეთი სლოგანის გაკეთება, რომელიც აშკარად უარყოფს ღვთის არსებობას. ამ კამპანიის მიზანი ის იყო, რომ ათეისტებს თავიანთი შეხედულებები თავისუფლად გამოეხატათ.

ნაადრევი ხელოვნური მშობიარობა საშიშია

შეერთებულ შტატებში სულ უფრო და უფრო მეტი დედა წყვეტს, რომ ნაადრევად იმშობიაროს გაუტკივარებით ან საკეისრო კვეთით. მაგრამ „ზოგმა არც კი იცის, რომ ორსულობის ბოლო კვირები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის“, — ნათქვამია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“. დაახლოებით 15 000 ახალშობილის გამოკვლევამ ცხადყო, რომ 32—39 კვირამდე ბავშვისთვის საშვილოსნოში გატარებული თითოეული კვირა მნიშვნელოვანია და ასეთ ბავშვებში 23 პროცენტით ნაკლებია კრუნჩხვების, ბოტკინის, სუნთქვის უკმარისობისა და ტვინში სისხლის ჩაქცევის რისკი. 32—36 კვირის ახალშობილებს გონებრივი და ქცევითი დარღვევები ემუქრებათ. ჟურნალში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის მეან-გინეკოლოგიის კოლეჯი ურჩევს ქალებს, არ იმშობიარონ „39 კვირამდე, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს“.

კიბეებზე სიარული ჯანმრთელობას აუმჯობესებს

„კიბეებზე რეგულარულად სიარული ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა“, — ნათქვამია ბრიტანეთის ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში (The Lancet). დაკვირვების მიზნით მედიცინის მუშაკებმა 69 ადამიანს, რომლებიც ოფისებში მუშაობენ, სთხოვეს, ლიფტის ნაცვლად კიბეებით ესარგებლათ. 12 კვირის შემდეგ ისინი 8-ჯერ უფრო მოქნილები გახდნენ, ამან კი „15 პროცენტით შეამცირა სიკვდილიანობის რისკი“. ოფისის მომუშავეებმა ისიც დაინახეს, რომ „წნევა და ქოლესტერინი დაურეგულირდათ, წონაში დაიკლეს და წელის გარშემოწერილობა შეუმცირდათ“.