არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიცოცხლო ციკლები

სასიცოცხლო ციკლები

სასიცოცხლო ციკლები

ერთ დღეს რომელიმე ქალაქში ჰაერისა და წყლის მარაგი რომ ამოიწუროს და საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდეს, ეპიდემია და სიკვდილი გარდაუვალი იქნება. ჩვენს პლანეტა დედამიწაზე ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ სუფთა წყალსა და ჰაერს ის კოსმოსიდან არ იღებს და არც ნარჩენებით აბინძურებს მას. როგორ ინარჩუნებს დედამიწის ბიოსფერო სიჯანსაღეს? ამას ის ბუნებრივი ციკლების მეშვეობით ახერხებს, როგორიცაა მაგალითად წყლის, ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის წრებრუნვის ციკლები, რომლებიც მოკლედ არის ახსნილი.

წყლის წრებრუნვა სამ ეტაპად მიმდინარეობს: 1) მზის ენერგიით ხდება წყლის აორთქლება ატმოსფეროში, 2) გასუფთავებული წყლის კონდენსაციის შედეგად წარმოიშვება ღრუბლები, და 3) ღრუბლებიდან წყალი დედამიწაზე ბრუნდება წვიმის, სეტყვისა და თოვლის სახით. ამგვარად იკვრება წრე. როგორც ვარაუდობენ, ყოველწლიურად იმ რაოდენობის წყალი ბრუნავს, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ყველა კონტინენტის 100 სანტიმეტრზე დასაფარად.

2

← ◯

3

1

↓ ↑

→ →

ნახშირბადისა და ჟანგბადის ციკლები ორ ძირითად პროცესს ეფუძნება — ფოტოსინთეზსა და სუნთქვას. * ფოტოსინთეზის დროს მზის ენერგიის, ნახშირორჟანგისა და წყლის გამოყენებით წარმოიქმნება ნახშირწყლები და ჟანგბადი. სუნთქვის შედეგად, რომელშიც ჩართული არიან ადამიანები და ცხოველები, ნახშირწყლებისა და ჟანგბადისგან წარმოიქმნება ენერგია, ნახშირორჟანგი და წყალი. ამგვარად, ერთი ციკლის შედეგად მიღებული ნივთიერებები მეორე ციკლს ხმარდება. ეს ყველაფერი საათივით არის აწყობილი და ყოველგვარი დაბინძურებისა და დისკომფორტის გარეშე ხდება. ჟანგბადი

2

← ◯

3

1

↓ ↑

→ →

ნახშირორჟანგი

აზოტის ციკლი გადამწყვეტ როლს თამაშობს ამინმჟავების, ცილებისა და სხვა ორგანული ნივთიერებების წარმოქმნაში. ა) ელვისა და სხვადასხვა ბაქტერიის ზემოქმედებით ჰაერში არსებული აზოტი მცენარეებისთვის ადვილად ასათვისებელ ნაერთებად გარდაიქმნება. ბ) თავის მხრივ, მცენარეები ამ ნაერთებს ორგანული ნივთიერებების წარმოსაქმნელად იყენებენ. აზოტი ხვდება იმ ცხოველების ორგანიზმშიც, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. გ) მცენარეთა და ცხოველთა კვდომის შემდეგ ბაქტერიათა სხვა ჯგუფი შლის აზოტშემცველ ნაერთებს და აზოტს ნიადაგსა და ჰაერში გამოყოფს.

← ← ← ← ← ← ← ← ← ←

↓ ↑

↓ ატმოსფეროს 78 პროცენტი აზოტისგან შედგება↑

↓ ↑

↓ ↑

↓ ↓ ორგანული ↑

↓ მოლეკულები ↑

↓ ბაქტერიები ↓ ↑ ↓

→ აზოტის ნაერთები ბაქტერიები →

→ → →

სრულყოფილი გადამუშავების სისტემა

ტექნოლოგიური პროცესების შედეგად ადამიანები დედამიწას ყოველწლიურად ტონობით გადაუმუშავებელი ტოქსიკური ნარჩენებით აბინძურებენ, მაშინ როცა დედამიწა საოცარი ქიმიური პროცესების წყალობით შესანიშნავად ამუშავებს მის მიერ გამოყოფილ ყველა ნარჩენს. სამეცნიერო და რელიგიური ნაშრომების ავტორი, მაიკლ კორი ამბობს, რომ „შემთხვევითი პროცესებით თითქმის შეუძლებელია“ დედამიწაზე არსებული ბუნებრივი ბალანსის მიღწევა.

სწორედ ამიტომ განადიდებს ბიბლია ამ ყოველივეს შემოქმედს: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი“ (ფსალმუნი 104:24). ეს სიბრძნე იეჰოვამ ადამიანთა სასარგებლოდ გამოიყენა.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ზოგიერთ ბუნებრივ ციკლში ერთი და იგივე ქიმიური ელემენტია ჩართული. მაგალითად, ჟანგბადი გვხვდება ნახშირორჟანგში, ნახშირწყლებსა და წყალში. ამგვარად, ჟანგბადი მონაწილეობს როგორც ნახშირბადის, ისე წყლის წრებრუნვაში.