არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დადებითად მოქმედებს ოპტიმიზმი თქვენს ჯანმრთელობაზე?

დადებითად მოქმედებს ოპტიმიზმი თქვენს ჯანმრთელობაზე?

დადებითად მოქმედებს ოპტიმიზმი თქვენს ჯანმრთელობაზე?

„მხიარული გული ჯანმრთელობაა“, — დაწერა ისრაელის ბრძენმა მეფემ დაახლოებით 3 000 წლის წინათ (იგავები 17:22, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). დღეს ექიმები აღიარებენ ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. მაგრამ ბევრ ჩვენგანს შეიძლება თავისთავად არ ჰქონდეს „მხიარული გული“.

არც ისე ბევრ ჩვენგანს შეუძლია ყოველდღიურ სტრესთან გამკლავება, რის გამოც შეიძლება იმედგაცრუება დაგვეუფლოს და პესიმიზმი შემოგვეპაროს. მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სირთულეების მიუხედავად, ღირს ოპტიმიზმის განვითარება.

ოპტიმიზმი განიმარტება როგორც „იმედიანობა, ნებისმიერ დროს კარგის მოლოდინი“. რას გრძნობს ოპტიმისტი, როდესაც მარცხდება? ის არ ფიქრობს, რომ ყოველთვის წარუმატებელი იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპტიმისტი თვალს ხუჭავს რეალობაზე. პირიქით, ის თვალს უსწორებს რეალობას და ცდილობს, სწორად შეაფასოს თავისი მდგომარეობა. შემდეგ კი შეძლებისდაგვარად იღებს ზომებს მდგომარეობის შესაცვლელად ან გასაუმჯობესებლად.

მაგრამ პესიმისტი არასასურველ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებს. ის ფიქრობს, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს და, მისი აზრით, ამის მიზეზი თავისი უგუნურება, არაკომპეტენტურობა და შეუხედაობაა. ამიტომ, არც კი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას.

მოქმედებს ოპტიმიზმი ჩვენს ჯანმრთელობაზე? დიახ. მეიოს კლინიკაში (როჩესტერი, მინესოტა, აშშ) 30 წლის განმავლობაში 800-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაინახეს, რომ ოპტიმისტებს უკეთესი ჯანმრთელობა ჰქონდათ და სხვებთან შედარებით ბევრად დიდხანს ცოცხლობდნენ. მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ ოპტიმისტები ადვილად უმკლავდებოდნენ სტრესს და ნაკლებად ვარდებოდნენ დეპრესიაში.

მაგრამ არც ისე ადვილია, იყო ოპტიმისტი ქვეყნიერებაში, სადაც პრობლემები უფრო და უფრო მატულობს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბევრს არ გამოსდის, იყოს ოპტიმისტი. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად? თანდართულ ჩარჩოში მოცემულია ზოგი პრაქტიკული რჩევა.

მხიარული განწყობა ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ადამიანს კმაყოფილების გრძნობის განვითარებაში ეხმარება. ბიბლიაში ნათქვამია: „დამწუხრებულისთვის ყოველი დღე ბოროტია, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15, „იერუსალიმის ბიბლია“).

[ჩარჩო/სურათი 26 გვერდზე]

როგორ გავხდეთ უფრო ოპტიმისტები *

▪ თუ ფიქრობთ, რომ ესა თუ ის საქმე სიამოვნებას არ განიჭებთ ან მას თავს ვერ ართმევთ, მაშინვე მოიშორეთ ასეთი ფიქრები. ყურადღება დადებითზე გაამახვილეთ.

▪ ეცადეთ, სიამოვნება პოვოთ თქვენს საქმეში. რა სამუშაოსაც უნდა ასრულებდეთ, ყურადღება თქვენი სამუშაოს დადებით მხარეებზე გაამახვილეთ.

▪ შეიძინეთ ოპტიმისტი მეგობრები.

▪ თუ შესაძლებელია, ყველაფერი გააკეთეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ, თუ ვერაფერს შეცვლით, ეცადეთ, შეეგუოთ მდგომარეობას.

▪ ყოველდღე ჩამოწერეთ სამი რამ, რამაც დღის განმავლობაში სიამოვნება მოგანიჭათ.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ზემოთ მოყვანილი რჩევები შედგენილია მეიოს კლინიკის მიერ გამოცემული პუბლიკაციის მიხედვით.