მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ბავშვის რწმენა (აგვისტო 2006). მოუთმენლად ველი ახალ ქვეყნიერებაში დასტინთან და მილიონობით სხვა გარდაცვლილთან შეხვედრას, რომლებიც ჯანმრთელები და ძალ-ღონით სავსენი იქნებიან.
ა. ა. (შრი-ლანკა)
დასტინის რწმენა და გამბედაობა ღრმად შეეხო ჩემს გულს. ეს შემთხვევა დამეხმარა, დამეფასებინა ჭეშმარიტება და სწორი პრიორიტეტები დამედგინა. ახლა ვხვდები, რომ იეჰოვასთან კარგ ურთიერთობასა და სამეფოს ინტერესებს პირველი ადგილი უნდა ეკავოს ჩემს ცხოვრებაში.
მ. კ. ვ. (ბრაზილია)
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჭეშმარიტებისადმი დასტინის დამოკიდებულებამ. მისი საქციელი ცხადყოფდა, რომ სურდა იეჰოვასთვის ესიამოვნებინა და სხვებს დახმარებოდა. დასტინის მსგავსად, მეც მსურს ‘სარბიელი ბოლომდე გავირბინო და რწმენა შევინარჩუნო’.
მ. ნ. (იაპონია)
მე შვიდი წლის ვარ. გმადლობთ ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის. ძალიან შემეხო ის, რომ დასტინს იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა ჰქონდა, თუმცა ასე ცუდად იყო. მისმა შემთხვევამ აღმძრა, მეტი გავაკეთო ღვთისთვის.
ტ. დ. (იტალია)
საოცრება მცენარეთა სამყაროში (სექტემბერი 2006). სტატიამ ისე გამიტაცა, რომ საათ-ნახევარი მოვანდომე მის გამოკვლევას! ის ძალიან საინტერესო იყო. უკეთესად რომ გამეგო, ჩემთვის პატარა სქემაც კი შევადგინე. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ წილადი 13/21 ზუსტად არ გამოხატავს „ოქროს შეფარდებას“. წრეწირის შემთხვევაში კუთხის ზომა უნდა იყოს დაახლოებით 222,5 გრადუსი.
ლ. კ. (შეერთებული შტატები)
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: რამდენიმე მკითხველმა მართებულად შენიშნა, რომ „ოქროს შეფარდება (კვეთა)“ წრეწირის შემთხვევაში დაახლოებით 222,5 გრადუსია. მაშ, რატომ იყო ჩვენს სტატიაში ნათქვამი, რომ ეს კუთხე 137,5 გრადუსია? რატომ იყო კუთხე გაზომილი საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით? „მათემატიკის სამყაროს“ ვებ-გვერდზე ნათქვამია: «„ოქროს კუთხის“ მისაღებად სრული წრეწირი [360°] უნდა გავყოთ „ოქროს შეფარდებაზე“ (მაგრამ კუთხე იზომება საპირისპირო მხრიდან, ამიტომ ის 180°-ზე ნაკლებია)». იმის ასახსნელად, თუ რატომ განმარტავენ ამგვარად „ოქროს კუთხეს“ მათემატიკოსები და მეცნიერები, ბრიტანელი მათემატიკოსი დოქტორი რონ ნოტი ამბობს: „ჩვეულებრივ, პატარა კუთხე უფრო მეტად იქცევს ჩვენს ყურადღებას“. მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს შეფარდება“ დაახლოებით 13/21-ია (ნახევარზე მეტი), „ოქროს კუთხის“ ზომად ჩვეულებრივ მიიჩნევენ 137,5 გრადუსს (ნახევარზე ნაკლები).
„რწმენის გამო დაპატიმრებულები“ (აპრილი 2006). მე არა ვარ იეჰოვას მოწმე, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, რომ დიდი პატივი ვცე თქვენს თანამორწმუნეებს. გროს-როზენის ციხესა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას რამდენიმე იეჰოვას მოწმე გავიცანი. მათ სამაგალითო ქცევისა და ძლიერი რწმენის გამო სხვა პატიმრების პატივისცემა და მოწონება დაიმსახურეს. მათ ესესელებზეც მოახდინეს შთაბეჭდილება. იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის სიხარულით მივიღებ სახლში.
პ. ვ. (შეერთებული შტატები)