„სწორედ ეს გვჭირდებოდა!“
„სწორედ ეს გვჭირდებოდა!“
ეს სიტყვები წამოიძახა იტალიაში ერთმა დედამ წიგნის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ მიღების შემდეგ. „წაკითხულმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ცრემლი ვერ შევიკავე“, — თქვა მან. თავისი პატარა გოგონას შესახებ ამ ქალმა აღნიშნა: „მართალია, მან ჯერ კიდევ არ იცის კითხვა, მაგრამ ილუსტრაციების დახმარებით ის ადვილად იმახსოვრებს მთავარ აზრებს. როცა წიგნს ვუკითხავ, ჩემი გოგონა დიდი ყურადღებით ისმენს, რადგან ის სასაუბრო ენით არის დაწერილი, და ბავშვიც ხშირად ერთვება კითხვისას. ამაზე უკეთესი საჩუქარი არასდროს მიგვიღია“.
ერთმა იტალიელმა მამამ თქვა, რომ ის და მისი მეუღლე ფიქრობდნენ, თავიანთი პატარა ბიჭისთვის როგორ აეხსნათ სექსთან დაკავშირებული საკითხები. „როცა ეს ახალი პუბლიკაცია გამოვიდა, — აღნიშნეს მათ. — ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ ღმერთმა უპასუხოდ არ დაგვტოვა. ამ წიგნის დახმარებით ეს საკითხი შვილს ისე ავუხსენით, რომ სერიოზულად დაფიქრებულიყო“.
ერთმა იაპონელმა ახალგაზრდამ, რომელსაც ბავშვობაში პედოფილები აწუხებდნენ, მადლიერება გამოთქვა ამ წიგნისთვის: „ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა და გაუთავებლად ვუხდიდი მადლობას იეჰოვას. ამ წიგნში გულახდილად და ზუსტად არის აღწერილი ყოველივე ის, რასაც ბავშვები ამ ბოროტ სისტემაში აწყდებიან. წიგნში მოცემული კითხვები ბავშვებს აღძრავს, გულახდილად გამოხატონ თავიანთი გრძნობები. რა კარგი რჩევებია მოცემული 32-ე თავში იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი დაიცვან ბოროტი ადამიანებისგან! სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, 20 წლის წინ რომ მქონოდა სახელმძღვანელო, რომელშიც დაუფარავად იქნებოდა განხილული ესა თუ ის საკითხი“.
თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს ლამაზად ილუსტრირებული, ამ ჟურნალის ფორმატის 256 გვერდიანი სახელმძღვანელო. შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.