არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნოეს კიდობანი და გემთმშენებლობა

ნოეს კიდობანი და გემთმშენებლობა

ნოეს კიდობანი და გემთმშენებლობა

„ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში გემთმშენებელი და ინჟინერ-მექანიკოსი ვიყავი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ხომალდების დაპროექტება და გემის ტექნიკურად გამართვა. 1963 წელს, როცა ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა) ვცხოვრობდი, ერთმა მოწმემ ბიბლიიდან ამომიკითხა, რომ ნოეს კიდობანი დიდ, გრძელ ყუთს ან სკივრს ჰგავდა. ამან ცნობისმოყვარეობა აღმიძრა და გადავწყვიტე, ეს საკითხი უფრო ღრმად გამომეკვლია“.

წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ ღმერთმა ბოროტი ქვეყნიერების წარღვნით განადგურება გადაწყვიტა. მან ნოეს უთხრა, რომ თავისი თავის, ოჯახის წევრებისა და ცხოველების გადასარჩენად კიდობანი აეშენებინა. ღვთის მითითებით კიდობნის სიგრძე 300, სიგანე 50, სიმაღლე კი 30 წყრთა * უნდა ყოფილიყო (დაბადება 6:15). თანამედროვე საზომით კიდობნის სიგრძე დაახლოებით 134 მეტრი, სიგანე 22 მეტრი, ხოლო სიმაღლე 13 მეტრი უნდა ყოფილიყო. მისი საერთო მოცულობა 40 000 კუბური მეტრი იქნებოდა. კიდობანი ზომით თითქმის უტოლდებოდა თავის დროზე ყველაზე მდიდრულ და გიგანტურ ლაინერს, „ტიტანიკს“.

კიდობნის კონსტრუქცია

კიდობანი სამსართულიანი იყო, რაც მას სიმტკიცეს სძენდა. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 8 900 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. კიდობნის ასაშენებლად გამოყენებული იყო ფისიანი, წყალგაუმტარი ხე, შესაძლოა კვიპაროსი. ის შიგნიდან თუ გარედან ფისით იყო დაფარული (დაბადება 6:14—16). არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ მიამაგრა ნოემ ფიცრები ერთმანეთს, თუმცა ბიბლია წარღვნამდე უკვე მოიხსენიებს, სპილენძისა და რკინის იარაღის მჭედლებს (დაბადება 4:22). ნებისმიერ შემთხვევაში, ხის ლურსმნებს ანუ წირწკიმლებს დღესაც იყენებენ ხის გემების ასაშენებლად.

კიდობანი ოთახებად იყო დაყოფილი. ყველა ოთახს თავისი კარი ჰქონდა. სახურავი, როგორ ჩანს, ორივე მხარეს ოდნავ დაქანებული იყო; ქვეშ ერთი წყრთა სიმაღლის ცოჰარი ანუ ჭრილები ჰქონდა დატანებული სინათლისა და ჰაერის შემოსასვლელად. წიგნი „დაბადება“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიდობანს კილი, ცხვირი, აფრები, ნიჩბები თუ საჭის ფრთები. აღსანიშნავია, რომ კიდობნად ნათარგმნი ებრაული სიტყვა გვხვდება გამოსვლის 2:3, 10-შიც, სადაც ნათქვამია, რომ დედამ პატარა მოსე შეფისულ კალათაში [კიდობანში] ჩააწვინა და მდინარე ნილოსს გაატანა.

მდგრადი ხომალდი

კიდობნის სიგრძე ექვსჯერ აღემატებოდა სიგანეს და ათჯერ — სიმაღლეს. თანამედროვე გემების უმეტესობა მსგავსი პროპორციებით არის აგებული, თუმცა გემის სიგრძისა და სიგანის თანაფარდობას ტალღების გასაპობად საჭირო ძალის მიხედვით განსაზღვრავენ. მაგრამ ნოეს კიდობანს მხოლოდ უნდა ეტივტივა წყალზე. როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი?

გემის პროპორციებზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაუძლებს ძლიერ ქარსა და ტალღებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ თავსხმა წვიმას წყალდიდობა მოჰყვა, ბოლოს კი ღვთის ძალით ქარი ამოვარდა (დაბადება 7:11, 12, 17—20; 8:1). ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა სიძლიერის იყო ქარი და ტალღები, მაგრამ ალბათ ძალიან ძლიერი და ცვალებადი იქნებოდა, ისეთი როგორიც დროდადრო დღესაც არის ხოლმე. ქარი, რაც უფრო ძლიერია და დიდხანს უბერავს, ტალღა მით უფრო მაღალია და მით უფრო შორს გადაიტყორცნება. გარდა ამისა, წყლის ქვეშ ნებისმიერ სეისმურ მოვლენას შეეძლო უფრო ძლიერი ტალღების წარმოშობა.

კიდობნის პროპორციებმა მისი მდგრადობა განაპირობა და ის გადაბრუნებისგან დაიცვა. კიდობანი ისე იყო აგებული, რომ მას შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ძლიერი ტალღებისთვის, რაც მის სიგრძივად რყევას გამოიწვევდა. ძლიერი რყევა კიდობანს წინ და უკან გადააქანებდა და მასში მყოფ ადამიანებსა და ცხოველებს საფრთხეს შეუქმნიდა; გარდა ამისა, ხომალდსაც დააზიანებდა. კიდობნის სტრუქტურა იმდენად მყარი უნდა ყოფილიყო, რომ, როცა ტალღები კიდობნის ორივე ბოლოს ერთდროულად აწევდა, შუაში არ ჩაზნექილიყო; ხოლო თუ ძლიერი ტალღა კიდობნის შუა ნაწილს აწევდა, მისი ბოლოები ჰაერში დარჩებოდა, რის შედეგადაც მისი ცხვირი და კიჩო გადაიზნიქებოდა. ღმერთმა უთხრა ნოეს, რომ კიდობნის სიგრძე ათჯერ მეტი ყოფილიყო სიმაღლეზე. მოგვიანებით, გემთმშენებლებმა მწარე გამოცდილებით ისწავლეს, რომ მხოლოდ ასეთი პროპორციები უნდა ჰქონოდა გემს ტალღებთან გასამკლავებლად.

უსაფრთხო და მოსახერხებელი

რადგან კიდობანს ყუთის ფორმა ჰქონდა, ძალა, რომელიც მას წყალზე ატივტივებდა, თანაბრად იმოქმედებდა მთელ ხომალდზე. სიმძიმეც თანაბრად უნდა ყოფილიყო განაწილებული. როგორც ჩანს, ნოემ თანაბრად გაანაწილა ტვირთი — ცხოველები და საკვების წლიური მარაგი. ტვირთის თანაბრად გადანაწილება ამცირებს დამატებით ზეწოლას ხომალდზე. ამგვარად, ორმა ძირითადმა ფაქტორმა — ღვთის მითითებით კიდობნის აგებამ და იეჰოვას მფარველობამ — განაპირობა კიდობნისა და მასში მყოფთა გადარჩენა მსოფლიო წარღვნის დროს. უდავოა, ღმერთმა იმაზეც იზრუნა, რომ კიდობანი უსაფრთხო და მოხერხებულ ადგილზე გაჩერებულიყო.

„ამ საკითხის გულდასმით გამოკვლევის შედეგად დავასკვენი, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ნოეს კიდობანი რეალურად არსებობდა და ის აკმაყოფილებს თანამედროვე გემთმშენებლობის სტანდარტებს. ფაქტია, რომ „დაბადებაში“ კიდობანთან და წარღვნასთან დაკავშირებული მრავალი დეტალი არ არის მოცემული. ვიმედოვნებ, აღდგომის შემდეგ შევხვდები ნოეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ აგებდა კიდობანს. სწორედ კიდობნის წყალობით გადაურჩა კაცობრიობა განადგურებას და ცხოველები — გადაშენებას (საქმეები 24:15; ებრაელები 11:7). პირველ რიგში, ნოეს და მის ოჯახს მადლობას გადავუხდი, შემდეგ კი უამრავ კითხვას დავუსვამ“ (გამოგზავნილია).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 წყრთა სიგრძის საზომი ერთეული იყო. დაახლოებით ეს არის მანძილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე. ისრაელების დროს, როგორ ჩანს, წყრთა დაახლოებით 44, 5 სანტიმეტრს უდრიდა.

[ჩარჩო/სურათი 22 გვერდზე]

კიდობნის მოდელი

შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული გეგმის მიხედვით თავად გააკეთოთ კიდობნის მოდელი. უფრო დიდი კიდობნის გასაკეთებლად შეგიძლიათ პროპორციულად გაზარდოთ ქვემოთ მოცემული ზომები. ჩვეულებრივი ქაღალდი წყალგაუმტარი რომ გახდეს, ცვილი წაუსვით ან პასტელით შეღებეთ. შემდეგ ქაღალდი დაკეცეთ და კუთხეები წებოთი ან წებოვანი ლენტით დააწებეთ. სიმძიმისთვის ძირი ხურდა ფულით დაფარეთ და წებოვანი ლენტით ან წებოთი დაამაგრეთ ისე, რომ კიდობნის ერთი მესამედი ან ნახევარი წყალში აღმოჩნდეს.

შესამოწმებლად კიდობნის მოდელი ჩადეთ წყლიანი აბაზანის შუაგულში. თუ აბაზანა გრძელია, კიდობანიც სიგრძეზე ჩადეთ. მართკუთხა ფორმის რძის ცარიელი კოლოფის ან სხვა მსგავსი ნივთის მეშვეობით ეცადე აბაზანის კიდიდან, კიდობნის პერპენდიკულარულად წარმოქმნა პატარა ტალღები მსუბუქი და რიტმული მოძრაობით.

[დიაგრამა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

გადაკეცეთ გადაკეცეთ

 

გადაკეცეთ გადაკეცეთ

[სურათი]

კიდობნის მოცულობა თითქმის უტოლდებოდა „ტიტანიკის“ მოცულობას.

[დიაგრამა/სურათები 20, 21 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

წინა მხარე

გვერდი

ზედა მხარე

წინა მხარე

გვერდი

ზედა მხარე

[სურათები]

კიდობანს საოკეანო გემის პროპორციები ჰქონდა.

[საავტორო უფლებები]

Titanic plan: Courtesy Dr. Robert Hahn/www.titanic-plan.com; photo: Courtesy of The Mariners’ Museum, Newport News, VA