არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

თანამშრომლობა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია (8 სექტემბერი, 2005). უნდა ვაღიარო, რომ, როდესაც ამ ჟურნალის გარეკანი ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს თემა არ დამაინტერესებდა. მაგრამ, როცა წავიკითხე ეს სტატიები, ძალიან მომეწონა. კითხვის დროს ხშირად ვჩერდებოდი და მადლობას ვუხდიდი იეჰოვას, რომ ასე შესანიშნავად შექმნა ცოცხალი ქმნილებები. საოცარია, თუ როგორ თანამშრომლობენ ცხოველები ერთმანეთთან.

ბ. ქ. (შეერთებული შტატები).

ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ ავარიდო თავი ქრისტიანისთვის შეუფერებელ ადამიანთან დაახლოებას? (8 სექტემბერი, 2005) მომწონდა „შეუფერებელი“ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებაში არასდროს ყოფილა მყარად. ეს სტატია დამეხმარა იმ საშიშროების დანახვაში, რომელიც სულიერად სუსტ ადამიანთან ურთიერთობას სდევს. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე. გმადლობთ დროული დახმარებისთვის.

ა. ბ. კ. (ზამბია).

ეს სტატია დამეხმარა, მივმხვდარიყავი, რომ საჭირო იყო მეგობართა წრე შემეცვალა. მიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს სტატია, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილას მაქვს, მიძლიერებს სათანადოდ მოქმედების სურვილს. გმადლობთ, რომ გვეხმარებით და გვამხნევებთ ახალგაზრდებს.

ლ. რ. (შეერთებული შტატები).

ბიბლიის თვალსაზრისი — უნდა მიმართოთ ლოცვით ქალწულ მარიამს? (8 სექტემბერი, 2005) ძალიან მომწონს იეჰოვას მოწმეები თავიანთი უზადო ყოფაქცევის გამო, და თქვენი ჟურნალებიც ძალიან მეხმარება. მაგრამ, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მარიამს დახმარებისთვის არ უნდა მივმართოთ? მარიამი გვშუამდგომლობს მამასთან, რის გამოც მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ.

ე. რ. (ესპანეთი).

„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: როგორც სტატიაშია ახსნილი, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ღვთის გარდა სხვა ვინმეს მივმართოთ ლოცვით. კათოლიკე მღვდლისა და მწერლის ანდრეუ გრილის სიტყვების თანახმად, „მარიამის სიმბოლო ქრისტიანობას უშუალოდ უძველეს წარმართულ დედა ქალღმერთებთან აკავშირებს“. ამიტომ, მარიამის თაყვანისცემა წარმართული რელიგიებიდან იღებს სათავეს და არა ქრისტიანობიდან. გვესმის, რომ ბევრი ჩვენი მკითხველისთვის ეს აზრი შეიძლება ახალი იყოს, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გამოიკვლიოთ, სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია. იეჰოვას მრავალი მოწმე ადრე კათოლიკე იყო, მაგრამ მათ ღვთის სიტყვის შესწავლის შედეგად გაიგეს, რომ ღმერთს არ სურს იესოს, ჩვენი ერთადერთი შუამავლის, გარდა სხვა ვინმეს მეშვეობით მივმართოთ მას ლოცვით (ებრაელები 7:25). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“  *, თავი 15, სათაურით „თაყვანისმცემლობა, რომელსაც ღმერთი იწონებს“; ამ თავში ახსნილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რწმენა წმინდა წერილებზე იყოს დაფუძნებული.

ავადმყოფობა და იუმორის გრძნობა (22 აპრილი, 2005 [რუს.]). ჩემი ცოლი 2002 წლის დეკემბერში ღვიძლის სერიოზული დაავადებით გარდაიცვალა. ის რვა თვის განმავლობაში იტანჯებოდა. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ დადებითზე ლაპარაკობდა და სასაცილო ამბებს ყვებოდა. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ის მხნეობას არ კარგავდა. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, თუ რატომ იქცეოდა ასე. მას დადებითი განწყობა სჭირდებოდა, როგორც ჩვენ ყველას. კონჩის მსგავსად, ალბათ, ჩემი მეუღლეც იუმორის წყალობით თავს უკეთესად გრძნობდა. გმადლობთ, რომ დამეხმარეთ იმის გაგებაში, თუ რატომ იქცეოდა ჩემი ცოლი ასე.

დ. ჰ. (შეერთებული შტატები).

მკითხველთა წერილები ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ „მკითხველთა წერილებს“. ხანდახან რომელიმე წერილის კითხვის დროს ვფიქრობ: „მეც ზუსტად ამავეს ვგრძნობ!“ სხვა დროს კი საკუთარ თავს ვეკითხები: „ხომ არ გამომრჩა ეს აზრი სტატიის კითხვისას?“ შემდეგ კიდევ ერთხელ ვკითხულობ იმ სტატიას, რაც ხშირად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე და მამხნევებს.

მ. თ. (იაპონია).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.