იცით თუ არა?
იცით თუ არა?
(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია ჩარჩოში, 22-ე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე)
1. ეგვიპტის რომელ მხარეზე თქვა ფარაონმა, რომ ისრაელები დასახლებულიყვნენ და რატომ იყო ის მხარე განსაკუთრებით შესაფერისი მათთვის? (დაბადება 47:3—6).
2. რა გრძნობას აღვივებს სიძულვილი? (იგავები 10:12).
3. რას ამბობს იეჰოვა იმის დასანახვებლად, რომ მისი აღთქმები ისრაელის მიმართ სერიოზული და სანდოა? (ეზეკიელი 36:7, აქ).
4. რა თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იესომ იმის აღსაწერად, რომ სურდა იერუსალიმში მცხოვრებთა შეკრება? (მათე 23:37).
5. იესო ადამისა და ევას რომელი ძის შთამომავლობით ხაზში დაიბადა? (ლუკა 3:38).
6. ვინ მოაწყო შეთქმულება იესოს სიკვდილით დასასჯელად? (მათე 26:3).
7. მოციქულ იოანეს თანახმად, როგორ მოწვევას იღებს ყველა, ვისაც სიმართლე ‘სწყურია’? (გამოცხადება 22:17).
8. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიბრძნე აკლია, რა უნდა გააკეთოს და რატომ? (იაკობი 1:5).
9. რა გააკეთა ღმერთმა, რომ ადამისთვის მეუღლე შეექმნა? (დაბადება 2:22).
10. საიდან არიან შეკრებილნი ის ადამიანები, რომლებიც იესოსთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ? (გამოცხადება 5:9).
11. სხვაგვარად როგორ წარმოითქმება ღვთის სახელი? (გამოსვლა 6:3, აქ, სქოლიო).
12. რატომ არ დართო მოსეს იეჰოვამ აღთქმულ მიწაზე შესვლის ნება? (რიცხვნი 20:10—12).
13. რა გააკეთა დავითმა, რომ გაქცეოდა ფილისტიმელებს გათში? (1 მეფეთა 21:12—14).
14. რა უარყოფითი თვისებები არ უნდა ახასიათებდეს ქრისტიან ზედამხედველს? (ტიტე 1:7).
15. როგორ შეუწყო ხელი მიდიელმა დარიოსმა იეჰოვას ტაძრის აღდგენას იერუსალიმში? (ეზრა 6:5—8).
16. როგორ და როდის უნდა ასწავლონ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილებს იეჰოვას მცნებები? (მეორე რჯული 6:6, 7).
17. რა გააკეთებინეს კირენელ სიმონს იესოს წამების დროს? (მათე 27:32).
18. როგორი თვალთმაქცობისთვის განსჯის იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს ესაიას წინასწარმეტყველების ციტირებისას? (მათე 15:8).
19. რა იყო იესოს პირველი სასწაული და სად მოახდინა ის? (იოანე 2:1—11).
ვიქტორინის პასუხები
1. გოშენზე, რადგან იქ იყო ეგვიპტეში საუკეთესო საძოვრები. იაკობის ოჯახი მესაქონლეობას მისდევდა.
2. განხეთქილებას.
3. ფიცით აღმართავს ხელს.
4. კრუხი, რომელიც ფრთებქვეშ იკრებს თავის წიწილებს.
5. შეთის.
6. უფროსი მღვდლები და ისრაელთა უხუცესები.
7. მოვიდეს და „უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“.
8. „სთხოვდეს ღმერთს“, რადგან ის „ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს“.
9. ადამს ღრმა ძილი მოჰგვარა, ამოუღო ერთი ნეკნი და შეუქმნა დედაკაცი.
10. „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“.
11. იაჰვე.
12. უდაბნოში სასწაულებრივად მიცემული წყლისთვის მან დიდება არ მიაგო იეჰოვას ისრაელთა წინაშე.
13. დავითმა თავი მოიგიჟიანა, გათის მეფემ დაინახა, რომ შეშლილი იყო და გაუშვა.
14. ის უნდა იყოს ბრალდაუდებელი. არ უნდა იყოს თავნება, გულფიცხი, ლოთი და აყალმაყალის ამტეხი, მოჩხუბარი, უპატიოსნო გზით მოგებას დახარბებული.
15. მან განკარგულება გასცა, რომ სამეფო ხაზინიდან გაეღოთ ხარჯები და დაებრუნებინათ ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში წაიღო.
16. მშობლებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, როგორც შესწავლისას, ისე სხვა დროს, რომ ჩაუნერგონ შვილებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება.
17. ის აიძულეს, რომ იესოს წამების ბოძი ეტარებინა.
18. ისინი პატივს სცემდნენ ღმერთს „ბაგეებით“, მათი „გული კი შორს“ იყო მისგან.
19. მან წყალი ღვინოდ აქცია კანაში.