წიგნი ახალგაზრდებისთვის
წიგნი ახალგაზრდებისთვის
არხანგელსკის უნივერსიტეტის ერთმა სტუდენტმა წერილი მისწერა იეჰოვას მოწმეთა ფილიალს რუსეთში. წერილში მან ახსენა, რომ ქუჩაში მისცეს ჟურნალი, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. „ამ ჟურნალმა დამაფიქრა სიცოცხლის აზრზე და იმაზე, თუ რა ვიცი ღვთისა და რელიგიის შესახებ, — წერდა ის. — მსურს ბიბლია შევისწავლო. მინდა მეტი გავიგო იმ პიროვნების შესახებ, რომელმაც, თუმცა არ გვიცნობდა, თავი გასწირა, რათა ცოდვის მონობისაგან გავთავისუფლებულიყავით და გადავრჩენილიყავით“.
წერილი ასე გრძელდება: „თქვენ, მოწმეები, ასრულებთ მეტად საჭირო საქმეს; განსაკუთრებით, როდესაც უხსნით ბავშვებს, თუ რა განსხვავებაა კარგსა და ცუდს შორის. ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს, რასაც ხედავენ და ესმით, შემდეგ კი იცვლებიან და ნასწავლის შესაბამისად იქცევიან“. წერილის ავტორს უმცროსი და-ძმა ჰყავს. მან ითხოვა, რომ მისთვის გაეგზავნათ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. „ვიმედოვნებ, ეს წიგნი ნამდვილად დაეხმარება მათ სკოლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში“, — თქვა მან.
თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს წიგნი, რომელიც გამიზნულია იმისათვის, რომ ახალგაზრდებს პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე გაგზავნეთ.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.