არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რელიგიური ორგანიზაციის მიზანი

რელიგიური ორგანიზაციის მიზანი

რელიგიური ორგანიზაციის მიზანი

საშუალო სკოლის მოსწავლეს, 15 წლის ფილიპს, გეოგრაფიის გაკვეთილზე, მშობლიურ ქალაქ სიდნეის (ავსტრალია) ერთ-ერთი სპორტული კლუბის, პოლიტიკური, კულტურული ან რელიგიური გაერთიანების შესახებ ცნობების მოძიება და თემის მომზადება დაევალა. ფილიპმა გადაწყვიტა, თემაში იეჰოვას მოწმეთა იმ ადგილობრივი კრების შესახებ ესაუბრა, რომლის წევრებსაც ის და მისი ოჯახი წარმოადგენდნენ. მოსწავლეებს დავალება მიეცათ, რომ მათ მიერ არჩეული ორგანიზაციის 20 წევრი გამოეკითხათ. ეს მათ საშუალებას მისცემდა, რომ თემაში ყურადღება ორგანიზაციის ძირითად განმასხვავებელ ფაქტორებზე გაემახვილებინათ.

კრების წევრებთან გასაუბრების შემდეგ, ფილიპმა დაწერა: «იეჰოვას მოწმეთა [ადგილობრივი] კრება რელიგიური ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ძირითადად იმ მიზნით იკრიბებიან, რომ ბიბლია შეისწავლონ. შეხვედრებზე ბიბლიიდან ჯერ გარკვეული ადგილები იკითხება, შემდეგ კი განიმარტება. შეხვედრები ასევე იმ მიზნით ტარდება, რომ სხვებისთვის ბიბლიის უკეთესად სწავლებაში დაგვახელოვნოს. ბიბლიის შესახებ კი ხალხს ვესაუბრებით კარდაკარ, მათსავე სახლებში — იქ, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად გრძნობენ. ორგანიზაციის თითოეული წევრი საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით რეგულარულად მონაწილეობს ამ საქმიანობაში. გარდა იმისა, რომ სწავლობენ და სხვებსაც ასწავლიან ბიბლიას, ორგანიზაცია ავრცელებს ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რომლებშიც აქტუალური საკითხებია გაშუქებული და მოცემულია საინტერესო სტატიები ბუნებაზე, ისტორიაზე და გლობალურ თუ ლოკალურ პრობლემებზე. ასევე ვცდილობთ, ემოციური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ შემზარავი ამბების გამო დეპრესიაში ჩავარდნილ ადამიანებს. ასე გაკეთდა, მაგალითად, შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ. ვაქვეყნებთ სასარგებლო პუბლიკაციებს ქორწინებასთან, ოჯახურ ცხოვრებასთან და ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ თემებზე».

ასეთი საფუძვლიანი გამოკვლევის ჩატარებისა და თემის წარდგენის შემდეგ, ფილიპმა უმაღლესი შეფასება მიიღო. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ, გაესაუბრეთ მათ, როცა მოგაკითხავენ ან დაუკავშირდით მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

[სურათი 31 გვერდზე]

ფილიპი

[სურათი 31 გვერდზე]

იტალია

[სურათი 31 გვერდზე]

ავსტრალია

[სურათი 31 გვერდზე]

ბრაზილია

[სურათი 31 გვერდზე]

ნიდერლანდები