მან გადამარჩინა!
მან გადამარჩინა!
„სიმპტომებისთვის სერიოზული ყურადღება არ მიმიქცევია“, — ამბობს კლაუსი, რომელსაც კვირების განმავლობაში ქოშინი აწუხებდა. მაგრამ მერე ისეთი რამ მოხდა, რამაც სასწრაფოდ მიაღებინა ზომები.
«საძინებელ ოთახში, საწოლის გვერდით, პატარა მაგიდაზე „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ძველ ნომრებს ვინახავ, — მოგვითხრობს კლაუსი. — ერთ საღამოს 2001 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ი ავიღე და შემთხვევით გადავშალე სტატიაზე „სასწაულებრივი სისხლის მიმოქცევის სისტემა“. სტატიის წაკითხვის შემდეგ დავასკვენი, რომ ჩემი სიმპტომები ზუსტად შეესაბამებოდა გულის ანგინისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს».
კლაუსმა სასწრაფოდ ჩაიტარა გამოკვლევა ადგილობრივ კლინიკაში. დიაგნოზი ასეთი იყო: კორონარული არტერიების დაავადება. მკურნალობა დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული. ექიმმა კლაუსს უთხრა, რომ მას გაუმართლა, რადგან დაგვიანების შემთხვევაში გულის შეტევა დაემართებოდა, რაც შესაძლოა სიკვდილით დამთავრებულიყო. კლაუსმა ამ ჟურნალის გამომცემლებს მისწერა: «„გამოიღვიძეთ!“-მა გადამარჩინა!».
„გამოიღვიძეთ!“ შემოქმედების მხოლოდ ისეთ სასწაულებს როდი აშუქებს, როგორიცაა ადამიანის ფიზიოლოგია. ამ ჟურნალის მე-4 გვერდზე ნაჩვენებია, თუ რა არის „გამოიღვიძეთ!“-ის ძირითადი მიზანი: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ჟურნალი გვინერგავს რწმენას შემოქმედის აღთქმისადმი მშვიდობიანი და უსაფრთხო ახალი ქვეყნიერების შესახებ“.
„გამოიღვიძეთ!“-ის ამ მიზნის გათვალისწინებით, გთავაზობთ, წაიკითხოთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“. თუ გსურთ ამ პუბლიკაციის მიღება, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.