აზია კვლავაც ცათამბჯენებს აღმართავს
აზია კვლავაც ცათამბჯენებს აღმართავს
«ამჟამად ექვსი ისეთი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რომლებიც ერთ დროს ამაყად აღმართულ 419-მეტრიან მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე უფრო მაღალი იქნება, — აღნიშნულია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“. — ყველა ეს ცათამბჯენი აზიაში უნდა აღიმართოს». „ჯორნელში“ აგრეთვე ნათქვამია, რომ „ხალხს არ უქრება სიმაღლეების დაპყრობის სურვილი“.
მაღალი შენობები აიჭრებიან კორეის, ტაივანისა და ჩინეთის ცისკენ. „ცამდე ავარდნის სურვილი ძალიან ღრმად დევს ჩვენს, ადამიანების, ბუნებაში, — ამბობს სეზარ პელი, რომელიც მსოფლიოში ამჟამად არსებული ყველაზე მაღალი შენობების, პეტრონასის კოშკების (კუალა-ლუმპური, მალაიზია) არქიტექტორია. — ბაბილონის გოდოლიდან მოყოლებული, ადამიანში ჯერაც არსებობს იმის დაუოკებელი წადილი, რომ ცაში თავისი კვალი დატოვოს“.
ინჟინრები უსაფრთხოებისთვის გაცილებით მეტ ზომებს იღებენ: ყოველ მე-10—12 სართულზე ღია ცის ქვეშ გახსნილ თითო „გასაქცევ სართულს“ აპროექტებენ, იმ ადგილებსაც აძლიერებენ, სადაც განლაგებულია ლიფტები, კიბეები თუ წყალგაყვანილობის სისტემა, აგრეთვე ითვალისწინებენ უფრო გაძლიერებულ წამწეებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებს ძირითად გარეთა სვეტებთან აკავშირებს ან რომლებიც შენობას გარშემო აკრავს; ურთავენ უფრო მეტ სახანძრო კიბეს, რომლებიც შენობის ქვედა ნაწილისკენ თანდათანობით ფართოვდება, რათა უფრო მეტი ადამიანის დატევა შეძლოს.
ამჟამად, მსოფლიოში 300 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე ოცზე მეტი ცათამბჯენია, ხოლო აქედან ნახევარზე მეტი აზიაშია. „თუმცა სპეციალისტები იმ აზრისანი არიან, რომ 60 სართულზე მეტი სიმაღლის შენობების აღმართვის არანაირი პრაქტიკული საჭიროება არ არსებობს“, — ნათქვამია „ჯორნელში“.
[სურათი 18 გვერდზე]
452 მეტრის სიმაღლის მქონე პეტრონასის კოშკები მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენებია.
[ცხრილი/სურათები 18 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
შენობის სიმაღლეში შედის მისი დეკორატიული შპილებიც, მაგრამ არა ანტენები.
ხეფრენის პირამიდა (გიზა, ეგვიპტე), 143 მ, ძვ. წ. 2500 წ.
ეიფელის კოშკი (პარიზი, საფრანგეთი), 300 მ, 1889 წ.
T & C კოშკი (კაოხსიუნგი, ტაივანი), 348 მ, 1997 წ.
ჩინეთის ბანკი (ჰონკონგი, ჩინეთი), 369 მ, 1989 წ.
„ემპაიერ სტეიტ ბილდინგი“ (ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები), 381 მ, 1931 წ.
„სირზ ბილდინგი“ (ჩიკაგო, შეერთებული შტატები), 442 მ, 1974 წ.
პეტრონასის კოშკები (კუალა-ლუმპური, მალაიზია), 452 მ, 1997 წ.
შანხაის მსოფლიო საფინანსო ცენტრი (შანხაი, ჩინეთი), 460 მ, მშენებლობა იგეგმება 2007 წლისთვის.
ტაიბეის საფინანსო ცენტრი (ტაიბეი, ტაივანი), 508 მ, მშენებლობა დასრულდება 2003 წელს.
[საავტორო უფლება]
All sketches: Courtesy SkyscraperPage.com