უფსკრულის პირას
უფსკრულის პირას
ფოტოზე გამოსახული სამი წლის გორილა „სემი“ მოწყენილად გამოიყურება. და ეს გასაკვირი არ არის, მონადირეებმა მას ხომ დედა მოუკლეს და დააობლეს, რითაც ველურ ბუნებაში, თავის სახლში, დაბრუნების შესაძლებლობაც მოუსპეს. სამწუხაროდ, ამ სურათის გადაღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ „სემი“ რესპირატორული დაავადების შედეგად მოკვდა. მაგრამ ის არ ყოფილა მხოლოდ ერთადერთი გორილა, რომელსაც მომავალი არ ჰქონია.
მათი ბუნებრივი საარსებო გარემოს უმოწყალოდ განადგურების შედეგად ეს ქმნილებები გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. რადგან გორილების ხორცს ზოგ ადგილას საკვებად იყენებენ, თანამედროვე შაშხანებით შეირაღებული მონადირეებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მათ სიცოცხლეს. თუმცა გორილების მომავალი საავდრო ღრუბელივით მოქუფრულია, არსებობს მრავალი სხვა სახეობა, რომლებიც უფრო უარეს დღეში არიან.
ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის (ბდსკ) მიერ მომზადებული ანგარიში მსოფლიოს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს უმეტესი ნაწილის სავალალო მდგომარეობას აღწერს. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში შეინიშნება გადაშენებულ ცხოველთა სახეობების სიმრავლე და ამ სახეობათა გადაშენების სწრაფი ტემპი. ბდსკ-მ, ორგანიზაციამ, რომელიც ათასობით სახეობის ცხოველისა და მცენარის მდგომარეობას უწევს მეთვალყურეობას, არც ისე დიდი ხნის წინათ გამოაქვეყნა თავისი „წითელი წიგნი“ იმისათვის, რომ პლანეტაზე ფლორისა და ფაუნის გადაშენების საშიშროების შესახებ ინფორმაცია ხალხისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.
ძუძუმწოვრების მეოთხედსა და ფრინველების მერვედ ნაწილს გადაშენება ემუქრება. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლებიც აღრიცხვაზე არიან აყვანილი. ისე კი, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენს პლანეტაზე მობინადრე სახეობების უმეტესობა ცნობილი არ არის.
თუ ეს ტრაგიკული მდგომარეობა თქვენც გაწუხებთ, თავად განსაჯეთ, რას უნდა გრძნობდეს ჩვენი შემოქმედი? ღმერთი თავის სიტყვაში, ბიბლიაში, გვეუბნება: „ჩემია ტყის ყველა ცხოველი“ (ფსალმუნი 49:10). ასე რომ, ის ვერ იქნება გულგრილი საკუთარი შემოქმედების ასე ხელაღებით განადგურების შემყურე. წიგნ „გამოცხადებაში“ ღმერთი გვარწმუნებს, რომ ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18).
დედამიწის ფლორისა თუ ფაუნის საარსებო გარემოს დაცვა — რომელზედაც ყველა ჩვენგანის სიცოცხლეა დამოკიდებული — მხოლოდ ორი იმ ამოცანათაგანია, რომლებზედაც ღვთის სამეფო დაუყოვნებლივ იზრუნებს მაშინ, როდესაც ღმერთი ‘ყოველივე ახალს შექმნის’ (გამოცხადება 21:5; მათე 6:10).
[ჩარჩო/სურათი 25 გვერდზე]
ვეფხვი (Panthera tigris)
▪ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: დაახლოებით 5000-დან 7500-მდე (გასულ საუკუნესთან შედარებით დაახლოებით 100000-ით ნაკლები).
▪ ძირითადი საშიშროებები: მათზე უკანონოდ ნადირობა, მოწამვლა, საბინადრო გარემოს დაკარგვა და ვეფხვების სხვა პოპულაციებისგან იზოლაცია.
[ჩარჩო/სურათი 25 გვერდზე]
დიდი პანდა ანუ ბამბუკის დათვი (Ailuropoda melanoleuca)
▪ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: 1000, რის გამოც ის ცხოველთა სამყაროში უიშვიათესია.
▪ ძირითადი საშიშროებები: დაბალი შობადობა და მთის ბამბუკის ტყეების განადგურება, რაზეც ამ ცხოველის სიცოცხლეა დამოკიდებული.
[საავტორო უფლება]
Foto: Zoo de la Casa de Campo, Madrid
[ჩარჩო/სურათი 25 გვერდზე]
ორანგუტანი (Pongo pygmaeus)
▪ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: დაახლოებით 20000.
▪ ძირითადი საშიშროებები: ტყეებში ხანძრის გაჩენა, ტყის გაჩეხვა, მათზე უკანონოდ ნადირობა და მათით ვაჭრობა.
[საავტორო უფლება]
Foto: Zoo, Santillana del Mar, Cantabria, España
[ჩარჩო/სურათი 26 გვერდზე]
მომცრო (წითელი) პანდა (Ailurus fulgens)
▪ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: უცნობია, მაგრამ მათი რაოდენობა, როგორც ჩანს, შობადობის დაბალი მაჩვენებლისა და ადამიანის ჩარევის გამო კლებულობს.
▪ ძირითადი საშიშროებები: საძოვრების გაფართოება, მთის ბამბუკის ტყეების განადგურება და უკანონოდ ნადირობა.
[საავტორო უფლება]
Foto: Zoo de la Casa de Campo, Madrid
[ჩარჩო/სურათი 26 გვერდზე]
მოთამაშე მაიმუნი (Callimico goeldii)
▪ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: უცნობია (აღნიშნული პრიმატი აღმოაჩინეს მხოლოდ1904 წელს).
▪ ძირითადი საშიშროებები: ამაზონის ტროპიკული ტყეების განადგურება და პოპულაციის მეჩხერად ბინადრობა, რამაც განაპირობა ცხოველების იზოლაცია.
[საავტორო უფლება]
Foto: Zoo, Santillana del Mar, Cantabria, España
[ჩარჩო/სურათი 26 გვერდზე]
უსურიული წერო (Grus japonensis)
▪ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: დაახლოებით 2000.
▪ ძირითადი საშიშროებები: ელექტრო კაბელებთან შეჯახება, საბუდარის განადგურება და მოწამვლა.
[საავტორო უფლება]
© 1986 Steve Kaufman