მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მხატვრული შეცდომა? საავადმყოფოში ვიწექი და ვკითხულობდი „გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 8 ოქტომბრის გამოშვებას სტატიების სერიით „უსისხლო მედიცინა და ქირურგია — მოთხოვნილება იზრდება“, როცა მთავარი კარდეოლოგი და მისი სტუდენტების ჯგუფი შემოვიდნენ. მან თქვა, რომ გარეკანზე ეკგ-ს (ელექტროკარდიოგრამა) ხაზი უკუღმა იყო გამოსახული.
ჯ. თ. (ინგლისი)
ხაზი მხატვრული გაფორმებისთვის იყო განკუთვნილი. გამოქვეყნებამდე ის ჯანდაცვის მუშაკებს ვაჩვენეთ. მიუხედავად ამისა, სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ მოგვიანებით გამოთქმული აზრის თანახმად ეკგ-ს ხაზი უკუღმა იყო მოცემული. ბოდიშს ვიხდით შეცდომისთვის (რედ.).
მოწევაზე უარის თქმა. ამას წინათ გადაყოლილი ვიყავი თამბაქოს, მარიხუანას, ალკოჰოლსა და კოკაინს. მრავალჯერ ვცადე საკუთარი ძალებით თავის დანებება, მაგრამ — უშედეგოდ. შემდეგ ერთ-ერთ იეჰოვას მოწმესთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა და ვიგრძენი, რომ მეც რაღაცას წარმოვადგენდი. ამის შედეგად და იეჰოვას დახმარებით იანვრის შემდეგ აღარ ვიღებ ნარკოტიკებს და აღარც ვეწევი. გადაჩვევის შედეგად გამოწვეული სიმპტომები მტანჯველია. იანვრიდან მოყოლებული ნორმალურად აღარ მიძინია. 2000 წლის 8 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიების სერია „როგორ შეგიძლიათ თამბაქოზე უარის თქმა“ იმის დანახვაში დამეხმარა, რომ ჩემი სირთულეები გადაჩვევით გამოწვეული სიმპტომები იყო და არა სიგიჟის ნიშნები! დიდი მადლობა.
დ. მ. (შეერთებული შტატები)
როდესაც წავიკითხე თამბაქოსთვის თავის დანებებით გამოწვეული სიმპტომების შესახებ, გამახსენდა ის, რაც საკუთარ თავზე გადავიტანე. თავდაპირველად სიგარეტის გარდა სხვა არაფერზე შემეძლო ფიქრი. დღეები, კვირები და შემდგომ თვეები ისე გადიოდა, რომ სიგარეტი აღარც კი მახსენდებოდა. უეჭველად, იეჰოვა დამეხმარა მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ აღარასოდეს მოვწევდი. ეს 20 წლის წინათ მოხდა და, მართლაც, მას შემდეგ აღარ მომიწევია.
დ. ა. (იტალია)
რწმენა. დღეს წავიკითხე სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი — რა არის ნამდვილი რწმენა?“ (8 მარტი, 2000 წ.). მასში ლოგიკურად იყო ნაჩვენები, რომ ნამდვილი რწმენა გულუბრყვილობა არ არის. მრავალი ჟურნალი სავსეა რეკლამებით და მხოლოდ ცოტაოდენ ინფორმაციას ან აღმშენებლობით სტატიებს შეიცავს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ თქვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს.
ე. ს. (იტალია)
ვიდეოფილმი ნოეზე. მსურს მადლიერება გამოვხატო სტატიისთვის „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა. როგორ გადაიღეს ეს ვიდეოფილმი“ (8 მარტი, 2000 წ.). ჩვენმა ორ-ნახევარი წლის ვაჟმა ვიდეოფილმის ყურება ფეხის ადგმამდე დაიწყო. ის ხშირად მთხოვს, ხელახლა გადავუხვიო ფირი გარკვეულ კადრებზე, რომელთა ყურებაც ხელმეორედ სურს. რა შესანიშნავია ისეთი საშუალებები, რომლებიც იეჰოვასადმი სიყვარულს უნერგავს ბავშვებს!
მ. ვ. ჯ. (შეერთებული შტატები)