დასრულდება ოდესმე ადამიანთა გულქვაობა?
დასრულდება ოდესმე ადამიანთა გულქვაობა?
„გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 8 მარტის [ინგლ.] ნომერი დაკავშირებულია მონობის პრობლემასთან, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ აღმოიფხვრა მსოფლიოში. ამ ნომრის ერთ-ერთი ეგზემპლარი შესთავაზეს იტალიის ერთ-ერთ მინისტრს, ლივია ტურკოს, რომელიც საზოგადოებრივი ერთიანობის საკითხებზე მუშაობს. იტალიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მიმართ მიწერილ წერილში მან აღნიშნა:
«მონობის თანამედროვე ფორმები, რომლებიც, ძირითადად, ზეგავლენას ახდენს ქალებსა და ბავშვებზე, სავალალო მდგომარეობას ქმნის; მილიონობით ადამიანი კვლავ იტანჯება მკაცრ პირობებში“. ბოლოს მან თქვა: „ამ მიუღებელი რეალობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება ნებისმიერ შემთხვევაში ფასდაუდებელი წვლილია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ხმა ისეთ ფართო საზოგადოებას სწვდება, როგორიც „გამოიღვიძეთ!“-ის მკითხველთა წრეა».
„გამოიღვიძეთ!“-ის 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარის 82 ენაზე გავრცელებით მილიონობით მკითხველი ინფორმირებულია არა მხოლოდ დღევანდელი არსებული პრობლემების შესახებ, არამედ აგრეთვე იგებენ, თუ ბიბლიაზე დაფუძნებით როგორ შეიძლება მათი გადაწყვეტა.
იბადება კითხვა: თუ ნამდვილად არსებობს ღმერთი, რატომ უშვებს უდანაშაულო ადამიანთა ტანჯვას? ბევრი ადამიანი გაოცებული სვამს კითხვას: როგორ შეიძლება მიყვარდეს შემოქმედი, რომლის სიბრძნეც ნათლად ჩანს მის სასწაულებრივ შემოქმედებაში, მაგრამ თითქოს სულაც არ თანაუგრძნობს ადამიანებს? ამ კითხვებზე კარგად პასუხობს ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბროშურა, თუ შეავსებთ აქ მოცემულ ტალონს და გააგზავნით მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გამომიგზავნეთ ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.