ახალგაზრდები ეწაფებიან ცოდნას
ახალგაზრდები ეწაფებიან ცოდნას
16 წლის საშუალო სკოლის მოსწავლემ, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს, პრაღაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მადლიერების გამომხატველი წერილი მისწერა:
«შემთხვევით წავიკითხე თქვენი ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“. არ ვიცი, რამდენი ხანია, რაც ეს ჟურნალი იბეჭდება ამ დიდ მსოფლიოში, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ის დიდად უნდა იყოს აღიარებული. ერთი შეხედვით გასაოცარია, რამდენი ინფორმაცია და ფაქტია მოცემული მის სტატიებში. ნამდვილი ამბები და კარგი რჩევა–დარიგებები, რის წაკითხვაც „გამოიღვიძეთ!“–ში შეიძლება, თვალს უხელს მათ, ვინც არაფერი იცის ყოველდღიური პრობლემებისა და სხვადასხვა საფრთხის შესახებ.
ეს ჟურნალი მომეწონა არა მხოლოდ იმიტომ, რომ რჩევებს გვთავაზობს, არამედ იმიტომაც, რომ მასში საუბარია ხალხებისა და რასების შესანიშნავი მომავლის შესახებ. ამ წერილით მინდა აღვნიშნო, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის თქვენ მიერ შემოთავაზებული სტატიები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა მკითხველის სახელით, ვინც ჩემსავით მოხიბლულია თქვენი შრომით. გთხოვთ, გამომიგზავნოთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ის შემდგომი ნომრები და ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ ».
დარწმუნებული ვართ, თქვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება 32–გვერდიანი ბროშურის — „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგვიძლია მისი პოვნა?“ — წაკითხვა. ეს პუბლიკაცია გვატყობინებს, რომ ჩვენს შემოქმედს დიდებული განზრახვა აქვს, რომელიც მალე განხორციელდება. თქვენ შეძლებთ ამ ბროშურის მიღებას, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და გააგზავნით მე–5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.