არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადამიანის მოტაცება — გლობალური ბიზნესი

ადამიანის მოტაცება — გლობალური ბიზნესი

ადამიანის მოტაცება — გლობალური ბიზნესი

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში აღსანიშნავი იყო ადამიანების მოტაცების უჩვეულო ზრდა. ამ მოვლენამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ერთ ცნობაში ნათქვამია, რომ 1968 და 1982 წლებს შორის 73 ქვეყანაში დაახლოებით ათასი მძევალი იყო აყვანილი. მაგრამ შეფასების თანახმად 90-იანი წლების ბოლოსთვის ყოველწლიურად 20 000-დან 30 000-მდე ადამიანი იყო მოტაცებული.

როგორც ჩანს, ადამიანების მოტაცება, რუსეთსა თუ ფილიპინებში, პოპულარობით სარგებლობს მათ შორის, ვინც მზად არის, ხელი სტაცოს ყველაფერს, რაც კი მოძრაობს. ერთხელ ერთი დღის ბავშვი გაიტაცეს. გვატემალაში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული 84 წლის ქალი მოიტაცეს და ორი თვის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ. რიო-დე-ჟანეიროში ბანდიტები სულ რაღაც 100 აშშ დოლარისთვის ზოგჯერ ქუჩიდანვე იტაცებენ ადამიანებს.

ცხოველებიც კი არ არიან დაცული. წლების წინათ ტაილანდში სინდისგარეცხილმა ადამიანებმა ექვსტონიანი მუშა-სპილო გაიტაცეს და გამოსასყიდად 1 500 აშშ დოლარი მოითხოვეს. ამბობენ, მეხიკოში კრიმინალური დაჯგუფებები თავიანთ ახალგაზრდა წევრებს კატებისა და ძაღლების მოტაცებას ასწავლიანო, რათა, სანამ ადამიანების მოტაცებაზე გადავლენ, საკმაო გამოცდილება მიიღონ.

წარსულში მომტაცებლებს, ძირითადად, მდიდრები ჰყავდათ სამიზნეში ამოღებული, მაგრამ დრო შეიცვალა. სააგენტო „რეიტერი“ იუწყება: „ადამიანების მოტაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა გვატემალაში. იქაური ხალხი გულდაწყვეტით იხსენებს ძველ დროს, როდესაც მემარცხენეებს მხოლოდ მდიდარ მეწარმეთა უმცირესობა ჰყავდათ ამოჩემებული. ახლა კი მდიდარი, ღარიბი, ახალგაზრდა თუ ხნიერი, ყველა მომტაცებლების სამიზნეა“.

ჩვეულებრივ, საინფორმაციო საშუალებების დიდ ყურადღებას სენსაციური შემთხვევები იპყრობს ხოლმე, მაგრამ მოტაცებათა უმრავლესობა საჯაროდ გაცხადების გარეშე გვარდება. სინამდვილეში სახელმწიფოები გარკვეული მიზეზების გამო „არც კი ცდილობენ ადამიანთა მოტაცების პრობლემის გაშუქებას“. მომდევნო სტატია განიხილავს ზოგ მიზეზს.

[რუკა 3 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მექსიკა

აქ ამ ხელობამ „შინამრეწველობის“ სახელი დაიმსახურა, რადგან წელიწადში თითქმის 2000 ადამიანს იტაცებენ.

დიდი ბრიტანეთი

1990 წლიდან ლონდონის სადაზღვევო კომპანია „ლოიდში“ მოტაცებაზე დაზღვევა ყოველწლიურად 50 პროცენტით იზრდება.

რუსეთი

ჯერ მარტო რუსეთის სამხრეთით, კავკასიის რეგიონში, მოტაცებულთა რიცხვი გაიზარდა 272-დან (1996 წელს) 1 500-მდე (1998 წელს).

ფილიპინები

„ეიშაუიკის“თანახმად „ფილიპინები, ალბათ, ადამიანების მოტაცების ცენტრია აზიაში“. აქ მომტაცებლების 40-ზე მეტი ორგანიზებული დაჯგუფება თარეშობს.

ბრაზილია

როგორც იტყობინებიან, ერთ წელს მომტაცებელთა მოგებამ 1,2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

კოლუმბია

უკანასკნელ წლებში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იტაცებენ. 1999 წლის მაისში მესის დროს ბანდიტებმა მრევლის წევრი ასი ადამიანი მოიტაცეს.

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.