რას ასწავლის ბიბლია?
ვინ ან რა არის ეშმაკი?
თქვენი აზრით, ეშმაკი არის . . .
სულიერი არსება
ადამიანში არსებული ბოროტება
ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი
რას ასწავლის ბიბლია?
ეშმაკი ესაუბრა იესოს და მის ცდუნებას შეეცადა (მათე 4:1—4). ასე რომ, ეშმაკი არც ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია და არც მხოლოდ ბოროტების სიმბოლო. ის ბოროტი სულიერი არსებაა.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
თავდაპირველად, ეშმაკი წმინდა ანგელოზი იყო, მაგრამ „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოანე 8:44). ის გახდა მატყუარა და ღმერთს დაუპირისპირდა.
სატანას სხვა ანგელოზებიც შეურთდნენ ღვთის წინააღმდეგ ბრძოლაში (გამოცხადება 12:9).
ეშმაკი ადამიანებს გონებას უბრმავებს, რათა მათ მისი არსებობა არ დაიჯერონ (2 კორინთელები 4:4).
შეუძლია ეშმაკს ადამიანების მართვა?
ზოგის აზრით, ეს მტკნარი სიცრუეა. ზოგი კი შიშით კანკალებს, რომ ბოროტმა სულებმა არ შეიპყრონ. თქვენ რას ფიქრობთ?
რას ასწავლის ბიბლია?
„მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ეშმაკი დიდ ზეგავლენას ახდენს მთელ კაცობრიობაზე, მაგრამ მას ყველას დამორჩილება არ შეუძლია.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ეშმაკი თავს ინიღბავს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანოს შეცდომაში და თავის გავლენაში მოაქციოს (2 კორინთელები 11:14).
ბოროტ სულებს ზოგიერთი ადამიანის მართვა შეუძლიათ (მათე 12:22).
ღვთის დახმარებით ნამდვილად შეძლებთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ეშმაკს (იაკობი 4:7).