როცა მეუღლე გღალატობთ
ᲛᲔᲣᲦᲚᲘᲡ ღალატი გამანადგურებელია. თუმცა ზოგი მზადაა, აპატიოს თავის მეორე ნახევარს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა. * იმის მიუხედავად, შეინარჩუნებს თუ არა წყვილი ოჯახს, დაზარალებულ მხარეს მიყენებული ჭრილობა გამუდმებით ახსენებს თავს. როგორ შეიძლება ამ ტკივილის მოშუშება?
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ
დიდი გულისტკივილის მიუხედავად, ბევრი უდანაშაულო მეუღლე ნუგეშს წმინდა წერილებში პოულობს. მათთვის მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი ხედავს მათ ცრემლებს და კარგად ესმის მათი ტკივილი (მალაქია 2:13—16).
„როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე“ (ფსალმუნი 94:19).
„როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობ, თვალწინ წარმომიდგება ჩვენი თანამგრძნობი მამა, რომელიც ტკივილს მიამებს“, — გვიზიარებს ბილი.
„ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“ (ფსალმუნი 18:25).
„მართალია, ქმარმა მიღალატა, მაგრამ იეჰოვაზე ვიყავი მინდობილი, რომელიც მუდამ ერთგულია. ვიცოდი, რომ ის არასდროს გამიცრუებდა იმედს“, — ამბობს კარმენი, რომელსაც მეუღლე თვეების მანძილზე ღალატობდა.
„ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).
„ამ მუხლს ძალიან ხშირად ვკითხულობდი, — იხსენებს საშა. — რაც უფრო მეტს ვლოცულობდი, მით მეტ სიმშვიდეს მაძლევდა ღმერთი“.
ეს ურთულესი პერიოდი იყო ამ ადამიანებისთვის; ხშირად მათ იმედგაცრუება ეუფლებოდათ, მაგრამ მიენდნენ იეჰოვა ღმერთს და მისი სიტყვის დახმარებით გაძლიერდნენ. ბილი ასეთ რამეს ამბობს: «როცა ყველაფერი თავზე დამენგრა, ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებას აზრს სძენდა, რწმენა იყო. თითქოს „წყვდიადით მოცულ ხევში“ დავაბიჯებდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ღმერთი ჩემ გვერდით იყო» (ფსალმუნი 23:4).
^ იხილეთ 1999 წლის 8 მაისის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში სტატიათა სერია „როცა მეუღლე გღალატობს“ და გაიგეთ მეტი იმის თაობაზე, უნდა აპატიოს თუ არა ქრისტიანმა მეუღლეს ღალატი.