არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | შეუდარებელი ძღვენი ღვთისგან

გამოავლენთ მადლიერებას?

გამოავლენთ მადლიერებას?

„იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა“ (2 კორინთელები 5:14, 15).

შეუდარებელმა ძღვენმა, რომელიც ღვთისგან მივიღეთ, მადლიერებისკენ უნდა აღგვძრას. ეს რომ ძალზე მნიშვნელოვანია, იესომაც დაგვანახვა. ერთხელ მან უკურნებელი სენით დაავადებული ათი მამაკაცი განკურნა. ამ ათიდან მხოლოდ ერთი „დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს“. იესომ იკითხა: „ათნი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა?“ (ლუკა 17:12—17). ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რა ადვილად შეიძლება დაგვავიწყდეს სიკეთე, რომელიც ჩვენ მიმართ გამოავლინეს!

გამოსასყიდს ვერანაირი საჩუქარი ვერ გაუტოლდება. ის მართლაც შეუდარებელია! მაშ, როგორ შეგიძლიათ მადლიერება გამოავლინოთ ძღვნისთვის, რომელიც ღმერთმა თქვენ სასიკეთოდ გაიღო?

  • ახლოს გაიცანით ღმერთი. ეს ძღვენი თავისთავად არ მოუტანს ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს. იესომ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვაში ასეთი რამ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თუ გაიგებთ, რომ ვიღაცამ ბავშვობაში სიკვდილს გადაგარჩინათ, ალბათ, გაგიჩნდებათ სურვილი, ახლოს გაიცნოთ ის და პირადად ჰკითხოთ, რამ უბიძგა ამისკენ. იეჰოვა ღმერთს, რომელმაც ჩვენთვის გამოსასყიდი გაიღო, სურს, რომ არა მხოლოდ გავიცნოთ ის, არამედ დავუახლოვდეთ კიდეც. ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

  • გამოავლინეთ რწმენა გამოსასყიდისადმი. „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“ (იოანე 3:36). რას ნიშნავს რწმენის გამოვლენა? ეს ნიშნავს, საქმით დაამტკიცოთ, რომ გწამთ გამოსასყიდის (იაკობი 2:17). რის გაკეთება გმართებთ? თქვენ უნდა მიიღოთ ეს საჩუქარი. ამისთვის საჭიროა, გაიგოთ, რას ითხოვს ღმერთი თქვენგან და შემდეგ შესაბამისად იმოქმედოთ. * ღმერთს ლოცვაში სთხოვეთ პატიება და სუფთა სინდისი. გჯეროდეთ, რომ ყველა, ვინც რწმენას ავლენს გამოსასყიდისადმი, უეჭველად იცხოვრებს ისეთ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა, უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი ცხოვრება იქნება (ებრაელები 11:1).

  • დაესწარით იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. იესომ დააწესა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო, რათა გვხსომებოდა, რა გამოსასყიდი იქნა გაღებული ჩვენ სახსნელად. ეს საღამო ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს. მან თქვა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). იეჰოვას მოწმეები წელს იესოს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 2017 წლის 11 აპრილს, სამშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნავენ. დაახლოებით ერთსაათიანი პროგრამის დროს წარმოთქმული იქნება მოხსენება, რომელიც ხაზს გაუსვამს იესოს სიკვდილის მნიშვნელობას. აგრეთვე გავიგებთ, რა სიკეთე მოაქვს მის მსხვერპლს ჩვენთვის დღეს და რას მოგვიტანს მომავალში. გასულ წელს გახსენების საღამოს მთელ მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი დაესწრო. გულთბილად გიწვევთ, შემოგვიერთდეთ ამ საღამოზე, რათა მადლიერება გამოხატოთ ღვთისგან ბოძებული შეუდარებელი ძღვნისთვის.

^ აბზ. 7 ღვთის გაცნობის და მასთან დაახლოების საუკეთესო საშუალება მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლაა. ამის შესახებ მეტის გასაგებად მიმართეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.isa4310.com.