ვისკენ გაქვთ მზერა მიპყრობილი?
„შენკენ ავაპყრობ თვალებს, ზეცის მკვიდრო“ (ფსალმ. 123:1).
1, 2. რას ნიშნავს, მზერა ყოველთვის იეჰოვასკენ გვქონდეს მიპყრობილი?
ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ. დროის სვლასთან ერთად მდგომარეობა უფრო გაუარესდება, ვიდრე ახალი ქვეყნიერება არ დადგება და დედამიწაზე ნამდვილი მშვიდობა არ დაისადგურებს (2 ტიმ. 3:1). ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვის შევყურებ დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის?“. შეიძლება მაშინვე იეჰოვა გაგვახსენდეს და ეს საუკეთესო პასუხი იქნება.
2 რას ნიშნავს, იეჰოვასკენ გვქონდეს მზერა მიპყრობილი? როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ პრობლემების დროს მზერა სხვა რამეზე არ გადაგვაქვს? საუკუნეების წინ ფსალმუნმომღერალმა დაგვანახვა იმის აუცილებლობა, რომ გასაჭირის დროს იეჰოვას შევყურებდეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 123:1—4). მან შეგვადარა მსახურს, რომელიც თავის ბატონს შეჰყურებს. რას გულისხმობდა ფსალმუნმომღერალი? მსახურს ბატონისგან მხოლოდ საკვები და დაცვა კი არ უნდა აინტერესებდეს, არამედ გამუდმებით უნდა შეჰყურებდეს იმის გასაგებად, რა სურს ბატონს და შემდეგ მის ნება-სურვილს ასრულებდეს. მსგავსად, ჩვენც ყოველდღე უნდა ვიკვლევდეთ ღვთის სიტყვას, რათა გავიგოთ, რას მოელის იეჰოვა პირადად ჩვენგან, და შესაბამისად მოვიქცეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა გასაჭირში წყალობას გამოავლენს ჩვენ მიმართ (ეფეს. 5:17).
3. რამ შეიძლება მზერა იეჰოვასგან სხვა რამეზე გადაგვატანინოს?
ლუკ. 10:40—42). თუ ეს დაემართა ასეთ ერთგულ ადამიანს, რომელსაც იესო გვერდით ჰყავდა, გასაკვირი არ არის, თუ მსგავს მდგომარეობაში ჩვენც აღმოვჩნდებით. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი იმაში, რომ მზერა იეჰოვასკენ გვქონდეს მიპყრობილი? ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეიძლება სხვისმა საქციელმა მზერა სხვა რამეზე გადაგვატანინოს. აგრეთვე გავიგებთ, რა დაგვეხმარება, რომ მზერა ყოველთვის იეჰოვასკენ გვქონდეს მიპყრობილი.
3 მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას შევყურებდეთ, დროდადრო შეიძლება მზერა სხვა რამეზე გადავიტანოთ. სწორედ ეს მოხდა იესოს ახლო მეგობრის, მართას შემთხვევაში, რომელიც „ბევრ რამეზე ზრუნავდა“ (დაკარგული შესაძლებლობა
4. რატომ შეიძლება გაგვიკვირდეს ის, რომ მოსემ დაკარგა აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობა?
4 მოსე იეჰოვას შეჰყურებდა და მისგან ელოდა ხელმძღვანელობას. „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „აღარ ყოფილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა იეჰოვა“ (კან. 34:10). მიუხედავად იმისა, რომ მოსეს ასეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, მან მაინც დაკარგა აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობა (რიცხ. 20:12). რამ შეუშალა ხელი?
5—7. რა პრობლემამ იჩინა თავი ეგვიპტის დატოვებიდან მალევე და როგორ გადაჭრა ის მოსემ?
5 ეგვიპტის დატოვებიდან ორი თვეც არ იყო გასული და ისრაელები ჯერ სინას მთასთანაც არ იყვნენ მისულები, რომ სერიოზულმა პრობლემამ იჩინა თავი. ხალხმა უწყლობის გამო მოსეს წინააღმდეგ წუწუნი და დრტვინვა დაიწყო. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ მოსემ იეჰოვას შეჰღაღადა: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ!“ (გამ. 17:4). იეჰოვამ უპასუხა მას და მკაფიო მითითებები მისცა. მოსეს უნდა აეღო თავისი ჯოხი და ხორებში კლდისთვის დაეკრა, საიდანაც წყალი წამოვიდოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ“. ისრაელებმა წყურვილი მოიკლეს და პრობლემაც გადაიჭრა (გამ. 17:5, 6).
6 წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ მოსემ «იმ ადგილს მასა და მერიბა [უწოდა], რადგან დავობდნენ ისრაელის ძეები და სცდიდნენ იეჰოვას, როცა ამბობდნენ: „არის თუ არა ჩვენ შორის იეჰოვა?!“» (გამ. 17:7). ეს სახელები ნამდვილად შესაფერისი იყო, რადგან მასა ნიშნავს გამოცდას, მერიბა კი — ჩხუბს.
7 რას ფიქრობდა იეჰოვა მერიბასთან მომხდარზე? იეჰოვამ ჩათვალა, რომ ისრაელები არა მხოლოდ მოსეს ეურჩნენ, არამედ მის წინააღმდეგ წავიდნენ და გამოსცადეს ის (წაიკითხეთ ფსალმუნის 95:8, 9). ცხადია, ისრაელებმა დიდი შეცდომა დაუშვეს. ამ შემთხვევაში მოსე სწორად მოიქცა — მან მზერა იეჰოვას მიაპყრო და ზედმიწევნით მიჰყვა მის მითითებებს.
8. რა პრობლემა წამოიჭრა უდაბნოში ისრაელების 40-წლიანი ხეტიალის მიწურულს?
8 მსგავსი რამ მოხდა უდაბნოში ისრაელების 40-წლიანი ხეტიალის მიწურულს. ისრაელები მიადგნენ ადგილს, რომელიც აგრეთვე მერიბას სახელით გახდა ცნობილი. ეს ტერიტორია აღთქმული მიწის საზღვრის სიახლოვეს, კადეშთან ახლოს მდებარეობდა. * ისრაელებმა ამჯერადაც უწყლობის გამო დაიწყეს წუწუნი (რიცხ. 20:1—5). მაგრამ ამ შემთხვევაში მოსე სხვანაირად მოიქცა.
9. რა მითითება მიიღო მოსემ, მაგრამ როგორ მოიქცა ის? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)
9 რა რეაქცია ჰქონდა მოსეს ამ ხალხის ურჩობაზე? მან მზერა კვლავ იეჰოვასკენ მიაპყრო და მისგან ითხოვა ხელმძღვანელობა. თუმცა ამჯერად იეჰოვას არ უთქვამს მოსესთვის, რომ კლდისთვის დაეკრა ჯოხი. ღმერთმა მას დაავალა, აეღო თავისი ჯოხი, შეეკრიბა ხალხი და მათ თვალწინ კლდისთვის ეთქვა, რომ წყალი მიეცა (რიცხ. 20:6—8). თუმცა მოსეს კლდისთვის არაფერი უთქვამს. პირიქით, ხალხს გაცხარებულმა მიმართა: „მომისმინეთ, ურჩებო! გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“. ამ სიტყვების შემდეგ მოსემ ერთხელ კი არა, „ორჯერ დაჰკრა ჯოხი კლდეს“ (რიცხ. 20:10, 11).
10. როგორი რეაქცია ჰქონდა იეჰოვას მოსეს საქციელზე?
10 იეჰოვა უბრალოდ კი არ გაბრაზდა, არამედ განრისხდა მოსეზე (კან. 1:37; 3:26). რატომ ჰქონდა იეჰოვას ასეთი რეაქცია? შესაძლოა ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღმერთი შეიძლება იმიტომ გაუწყრა მოსეს, რომ ის არ მიჰყვა ახალ მითითებებს.
11. როგორ შეიძლებოდა მოსეს კლდეზე ჯოხის დარტყმით იეჰოვას მიერ მოხდენილი სასწაულისთვის ძალა დაეკარგვინებინა?
11 შესაძლოა იეჰოვას განრისხების სხვა მიზეზიც ჰქონდა. პირველ მერიბასთან კლდე მთლიანად გრანიტისა იყო, ამიტომ ძლიერი დარტყმის შემთხვევაშიც კი არავინ მოელოდა, რომ მისგან წყალი გადმოვიდოდა. მაგრამ მეორე მერიბასთან სრულიად განსხვავებული, შედარებით რბილი, კირქვის კლდე იყო. ვინაიდან კირქვა ფოროვანი და ნაპრალოვანი ქანია, მასში ადვილად აღწევს წყალი და მიწისქვეშა წყლის რეზერვუარები იქმნება. ასეთ კლდეებზე ხვრელის გაკეთების შემდეგ შესაძლებელია იქ დაგროვებული წყლის გამოყენება. როცა მოსემ ორჯერ დაარტყა კირქვის კლდეს ჯოხი, ხომ არ იფიქრებდა ხალხი, რომ კლდიდან წყალი ბუნებრივად გადმოვიდა და არა სასწაულებრივად? ხომ არ დაუკარგა მოსემ იეჰოვას სასწაულს ძალა, როცა დალაპარაკების ნაცვლად კლდეს ჯოხი დაარტყა? * გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით.
მოსეს ურჩობა
12. კიდევ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოსესა და აარონზე იეჰოვას განრისხების მიზეზი?
12 არსებობს კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი, თუ რატომ განურისხდა იეჰოვა მოსესა და აარონს. ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა მოსემ ხალხს: „გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“. სიტყვაში „გადმოგიდინოთ“, როგორც ჩანს, მოსე თავის თავსა და აარონს გულისხმობდა. ამ სიტყვებით მოსემ უპატივცემულობა გამოავლინა იეჰოვას მიმართ, ვისი ძალითაც უნდა მომხდარიყო ეს სასწაული. ამ მოსაზრებას ადასტურებს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან, ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს. სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“ * (ფსალმ. 106:32, 33; რიცხ. 27:14). როგორც უნდა ყოფილიყო, მოსემ არ მიაგო იეჰოვას დიდება, რომელსაც ის იმსახურებდა. იეჰოვამ მოსეს და აარონს უთხრა: „არ დაემორჩილეთ [შენ და აარონი] ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან“ (რიცხ. 20:24). ეს საკმაოდ მძიმე ცოდვა იყო.
13. რატომ იყო იეჰოვას მიერ მოსესთვის გამოტანილი განაჩენი სწორიც და სამართლიანიც?
ლუკ. 12:48). წლებით ადრე იეჰოვამ ურჩობის გამო ისრაელთა ერთ თაობას ქანაანის მიწაზე შესვლის ნება არ დართო (რიცხ. 14:26—30, 34). ამიტომ ურჩობის გამო მოსესთვის გამოტანილი განაჩენი სწორიც იყო და სამართლიანიც. სხვა ურჩი ისრაელების მსგავსად, ღმერთმა არც მას მისცა აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება.
13 როგორც ღვთის ხალხის წინამძღოლებს, მოსესა და აარონს უფრო მეტი მოეთხოვებოდათ (პრობლემის მიზეზი
14, 15. რამ მიიყვანა მოსე ურჩობამდე?
14 რამ მიიყვანა მოსე ურჩობამდე? კიდევ ერთხელ დაფიქრდით ფსალმუნის 106:32, 33-ზე: „აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან, ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს. სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები იეჰოვას წინააღმდეგ წავიდნენ, სული მოსეს გაუმწარდა. ის თავშეუკავებლად მოიქცა და არ იფიქრა იმ შედეგებზე, რომლებიც მის სიტყვებს მოჰყვებოდა.
15 მოსემ დაუშვა, რომ სხვების საქციელის გამო მზერა იეჰოვასგან სხვა რამეზე გადაეტანა. პირველ შემთხვევაში ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უთხრა (გამ. 7:6). თუმცა შესაძლოა ათწლეულების მანძილზე ურჩი ისრაელების წინამძღოლობამ მოსე დაღალა და გული გაუტეხა. როგორც ჩანს, მან ძირითადი აქცენტი საკუთარ გრძნობებზე გააკეთა და არა იეჰოვას განდიდებაზე.
16. რატომ უნდა დავფიქრდეთ მოსეს საქციელზე?
16 თუ ასეთმა ერთგულმა წინასწარმეტყველმა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა და შესცოდა, მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც ადვილად დაგვემართოს. მოსეს მსგავსად, ჩვენც იეჰოვას დაპირებული, სიმბოლური აღთქმული მიწის, ახალი ქვეყნიერების ზღურბლთან ვდგავართ (2 პეტ. 3:13). არცერთ ჩვენგანს არ სურს, ხელიდან გაუშვას ეს შესაძლებლობა. ჩვენი მიზნის მისაღწევად მზერა ყოველთვის იეჰოვასკენ უნდა გვქონდეს მიპყრობილი, ანუ ყოველთვის მისი ნების შესრულებას უნდა ვცდილობდეთ (1 იოან. 2:17). რის სწავლა შეგვიძლია მოსეს შეცდომიდან?
არ დაუშვათ, რომ სხვების საქციელმა მზერა სხვა რამეზე გადაგატანინოთ
17. რა დაგვეხმარება, რომ გული არ გაგვიტყდეს?
17 გულს ნუ გაიტეხთ. მაშინაც კი, როცა ერთსა და იმავე პრობლემას გაუთავებლად ვაწყდებით, „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალ. 6:9; 2 თეს. 3:13). ვიმორჩილებთ ბაგეებს და ვაკონტროლებთ ემოციებს, როცა გულის გამტეხ სიტუაციებს ვხვდებით ან ვინმესთან გაუგებრობა მოგვდის? (იგავ. 10:19; 17:27; მათ. 5:22). როცა ვინმეს მდგომარეობიდან გამოვყავართ, ადგილი უნდა მივცეთ „ღვთის რისხვას“ (წაიკითხეთ რომაელების 12:17—21). იეჰოვას მიმართ სათანადო პატივისცემას გამოვავლენთ, თუ მზერა ყოველთვის მისკენ გვექნება მიპყრობილი და ადგილს მივცემთ მის რისხვას, ანუ მოთმინებით დაველოდებით დროს, როცა ის საჭიროდ ჩათვლის, რომ იმოქმედოს. თუ სხვანაირად მოვიქცევით და რამენაირად სამაგიეროს გადახდას შევეცდებით, ეს იეჰოვას უპატივცემულობის ტოლფასი იქნება.
18. რა უნდა გვახსოვდეს, როცა საქმე მითითებების მიყოლას ეხება?
18 ზედმიწევნით მიჰყევით უახლეს მითითებებს. ვცდილობთ, ზედმიწევნით მივყვეთ იეჰოვასგან მოცემულ უახლეს მითითებებს? თუ ასეა, მაშინ ჩვენს გამოცდილებას ებრ. 13:17). ამავე დროს, სიფრთხილე გვმართებს, რომ არ გადავიდეთ დაწერილს (1 კორ. 4:6). შედეგად, მზერა ყოველთვის იეჰოვასკენ გვექნება მიპყრობილი.
კი არ დავეყრდნობით, არამედ მაშინვე გავითვალისწინებთ ახალ მითითებებს, რომლებსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს (19. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სხვების შეცდომების გამო არ გაგვიფუჭდეს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა?
19 არ მისცეთ სხვების შეცდომებს უფლება, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. თუ სიმბოლური თვალი ყოველთვის იეჰოვასკენ გვექნება მიპყრობილი, არ მივცემთ სხვების საქციელს უფლებას, „სული გაგვიმწაროს“ ან იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. ასე მოქცევა განსაკუთრებით მაშინ გვმართებს, როცა მოსეს მსგავსად ღვთის ორგანიზაციაში გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია. მართალია, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ჩვენი „ხსნისთვის შიშითა და კანკალით“, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა არ არის მკაცრი მოსამართლე, რომელიც ყველას ერთი საზომით ასამართლებს (ფილ. 2:12). რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მით მეტად ვართ ანგარიშვალდებულნი იეჰოვას წინაშე (ლუკ. 12:48). მაგრამ, თუ მთელი გულით გვიყვარს იეჰოვა, ვერაფერი დაგვაბრკოლებს და ვერ ჩამოგვაშორებს მის სიყვარულს (ფსალმ. 119:165; რომ. 8:37—39).
20. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
20 მოდი ამ რთულ პერიოდში მზერა ყოველთვის ჩვენი ზეციერი მამისკენ, იეჰოვასკენ გვქონდეს მიპყრობილი, რათა ჩავწვდეთ, რა არის მისი ნება! არასდროს მივცეთ უფლება სხვების საქციელს, რომ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ის, რაც მოსეს დაემართა, ჩვენთვის გაკვეთილია, რაც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. ნაცვლად იმისა, რომ მძაფრი რეაქცია გვქონდეს გარშემომყოფთა არასრულყოფილებაზე, დაე გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ შევყურებდეთ „იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, სანამ წყალობას არ გამოავლენს ჩვენდამი“! (ფსალმ. 123:1, 2).
^ აბზ. 8 ეს არ იყო რეფიდიმთან ახლოს მდებარე მერიბა. მისგან განსხვავებით მეორე მერიბა კადეშთან მდებარეობდა და არა მასასთან. თუმცა ორივე ადგილს მერიბა ეწოდა, რადგან ამ ადგილებში დავობდნენ ისრაელები წყლის გამო (იხილეთ მე-7 რუკა ბროშურაში „ბიბლიის გზამკვლევი“).
^ აბზ. 11 პროფესორი ჯონ ბეკი ამ მონაკვეთის შესახებ ამბობს: «იუდაური ტრადიციის თანახმად, ურჩი ხალხი აკრიტიკებდა მოსეს და ამბობდა: „მოსემ ამ კლდის აგებულება იცის! თუ უნდა დაგვარწმუნოს, რომ სასწაულების მოხდენა მართლა შეუძლია, მაშინ სხვა კლდიდან გადმოაჩქეფოს წყალი“». რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თქმულებაა.
^ აბზ. 12 იხილეთ 1989 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“ [რუს.].