არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოავლინეთ სიყვარული

გამოავლინეთ სიყვარული

პრობლემა

წინასწარშექმნილი აზრის მოშორება ადვილი არაა. ასეთი არასწორი შეხედულებისგან გათავისუფლებას ისევე სჭირდება დრო და ძალისხმევა, როგორც ამა თუ იმ სნეულებისგან განკურნებას. რა დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობისგან?

ბიბლიური პრინციპი

„შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).

დასკვნა: სიკეთის კეთება ადამიანებს აახლოებს. რაც მეტად გამოავლენთ სიყვარულს, მით ნაკლებად იქნებით მიკერძოებული. თუ გულს სიყვარულით აივსებთ, მასში სიძულვილისთვის ადგილი აღარ დარჩება.

როგორ უნდა მოიქცეთ?

დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ სიყვარულის გამოვლენა იმ ადამიანების მიმართ, ვისზეც არცთუ ისე კარგი წარმოდგენა გაქვთ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული საქმეების კეთება. შეეცადეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი რჩევა მაინც გაითვალისწინოთ:

თუ სხვებს სიკეთეს გაუკეთებთ, ნელ-ნელა გათავისუფლდებით წინასწარშექმნილი აზრისგან.

  • იყავით თავაზიანები მათ მიმართ; შეგიძლიათ კარი დაუჭიროთ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი დაუთმოთ.

  • შეეცადეთ, გამოელაპარაკოთ მაშინაც კი, თუ თქვენს ენაზე გამართულად ვერ საუბრობენ.

  • მოუთმინეთ, როცა არ გესმით მათი საქციელის მიზეზი.

  • თანაგრძნობით მოუსმინეთ, როცა თავიანთ პრობლემებზე გელაპარაკებიან.