მთავარი თემა | ენობრივი ბარიერის გადალახვა
უძველესი დროიდან აღმართული ბარიერი
დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანები დაახლოებით 7 000 ენაზე მეტყველებენ. ენათა სიმრავლე და მრავალფეროვნება ოდითგანვე ართულებდა მოგზაურობას, ვაჭრობას, განათლების მიღებას და სახელმწიფოს მართვასაც კი. დაახლოებით ძვ. წ. 475 წელს სპარსეთის მეფე ახაშვეროშმა (სავარაუდოდ ქსერქსე I-მა) გამოსცა ბრძანებულება, რომელიც დაეგზავნა ას ოცდაშვიდ სამთავროს „ინდოეთიდან ეთიოპიამდე; ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობისამებრ და ყოველ ხალხს თავის ენაზე“. *
ორგანიზაციების უმეტესობა და სახელმწიფოებიც კი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადალახონ ეს ბარიერი. თუმცა არსებობს ორგანიზაცია, რომელმაც ენობრივი ბარიერი წარმატებით გადალახა. იეჰოვას მოწმეები ასობით ენაზე თარგმნიან ჟურნალებსა და წიგნებს, მათ შორის ბიბლიას; აგრეთვე ამზადებენ აუდიო-ვიდეოჩანაწერებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეები პუბლიკაციებს გამოსცემენ ჟესტების დაახლოებით 80 ენაზე და სხვადასხვა ენის ბრაილის შრიფტზე. მთლიანობაში ისინი 750-ზე მეტ ენაზე თარგმნიან პუბლიკაციებს.
საგულისხმოა ისიც, რომ იეჰოვას მოწმეები მთარგმნელობით საქმეს სრულიად უსასყიდლოდ, თანაც ნებაყოფლობით ასრულებენ. რატომ არ იშურებენ ისინი ძალ-ღონეს ამ საქმისთვის და როგორ თარგმნიან პუბლიკაციებს ამდენ ენაზე?
^ აბზ. 3 წაიკითხეთ ბიბლიაში ესთერის 8:9.