არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 68

თავმდაბლის ლოცვა

თავმდაბლის ლოცვა

(ფსალმუნი 4:1)

1. იეჰოვა ღმერთო, შეისმინე ლოცვა ჩემი,

შემიმსუბუქე ტვირთი, მომბანე ჭრილობები,

დამღალა იმედგაცრუებამ, მძიმე ფიქრებმა,

მანუგეშე, ვეძებ შენს კეთილგანწყობილებას.

(მისამღერი)

დამეხმარე, რომ ვძლიო ჩემს

დაეჭვებას თუ განსაცდელს.

როცა ვწუხვარ, იეჰოვა,

მომეც ძალა, შენ მოგმართავ.

2. შენი სიტყვით ვნუგეშობ, ის თავშესაფარია,

მასში სასურველი სიტყვები და აზრებია.

გთხოვ, ჩამინერგე რწმენა და ნდობა შენი სიტყვით,

შენი სიყვარული ხომ არის ჩემს გულზე დიდი.

(მისამღერი)

დამეხმარე, რომ ვძლიო ჩემს

დაეჭვებას თუ განსაცდელს.

როცა ვწუხვარ, იეჰოვა,

მომეც ძალა, შენ მოგმართავ.