რწმენას ვიძლიერებ
ჩამოტვირთეთ:
1. არ ვიცი, ვინ უპასუხებს ჩემს კითხვებს, მაჩვენებს გზებს.
ვერაფერს თავს ვერ ვუხერხებ, და პასუხს ვეძებ,
თვალს ვინ ამიხელს?
მინდა, დავრწმუნდე, რომ დღეს მე კვლავ სწორ გზას ვირჩევ,
მინდა, ვძლიო ეჭვებს, რაც არ მასვენებს.
ლოცვით შევთხოვ ღმერთს:
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გთხოვ, ეჭვები გამიფანტე
და სწორი გზა დამანახვე.
ჩემს ვედრებას მოუსმინე, გთხოვ, მიპასუხე
და რწმენა განმიმტკიცე.
ეჭვები,
ფიქრები,
გაფანტე.
2. ბოროტს სურს, რომ თავგზა სულ ამიბნიოს, მომიმწყვდიოს.
მაგრამ ბრმად არ ვიჯერებ მის ცრუ, მზაკვრულ ხრიკებს
არ წამოვეგები.
ავარიდებ თვალს ყველაფერს, რაც საცდურია
ღვთის სიტყვის გარეშე ეს რთულია.
ის ჩემი ფარია!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გთხოვ, ეჭვები გამიფანტე
და სწორი გზა დამანახვე.
ჩემს ვედრებას მოუსმინე, გთხოვ, მიპასუხე
და რწმენა განმიმტკიცე.
ეჭვები,
ფიქრები,
გაფანტე.
(ᲮᲘᲓᲘ)
და ზოგჯერ მეგობრის ტკბილი სიტყვით
ლოცვას პასუხობს ჩემი ღმერთი;
ის ნათელს ჰფენს ჩემს კითხვებს, ჩუმად მიმხელს
სიმართლეს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გთხოვ, ეჭვები გამიფანტე
და სწორი გზა დამანახვე.
ჩემს ვედრებას მოუსმინე, გთხოვ, მიპასუხე
და რწმენა კვლავ განმიმტკიცე.
ეჭვები,
ფიქრები,
გაფანტე.
ეჭვები,
ფიქრები,
გაფანტე.