ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 57
ვქადაგებთ ყველანაირ ადამიანთან
-
1. ჩვენ გვინდა ვიყოთ ღვთის მიმბაძველნი
და ვიყოთ მიუკერძოებელნი.
მას სურს, რომ გადაარჩინოს ბევრი,
მზად არის, მიიღოს ღვთის მძებნელნი.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ჩვენ გულებს დავეძებთ დღეს
და არა ვინმეს სახეს.
ღვთის ცნობას ვაუწყებთ დღეს ჩვენ ხალხებს.
რადგანაც მათზე ვზრუნავთ,
კვლავაც ვუცხადებთ ყველას:
„შეგიძლიათ, ღმერთს დაუმეგობრდეთ“.
-
2. ვქადაგებთ ყველგან, სადაც ხალხია,
გარეგნობით არ ვარჩევთ არავის.
მთავარია, როგორი გული აქვთ,
რადგანაც ამას აფასებს ღმერთი.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ჩვენ გულებს დავეძებთ დღეს
და არა ვინმეს სახეს.
ღვთის ცნობას ვაუწყებთ დღეს ჩვენ ხალხებს.
რადგანაც მათზე ვზრუნავთ,
კვლავაც ვუცხადებთ ყველას:
„შეგიძლიათ, ღმერთს დაუმეგობრდეთ“.
-
3. ღმერთი გულთბილად მიიღებს მათ, ვინც
ბოროტ ქვეყნიერებას შორდება.
რადგან ეს ვიცით, ამიტომაც დღეს
ყველას უკლებლივ ექადაგება.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ჩვენ გულებს დავეძებთ დღეს
და არა ვინმეს სახეს.
ღვთის ცნობას ვაუწყებთ დღეს ჩვენ ხალხებს.
რადგანაც მათზე ვზრუნავთ,
კვლავაც ვუცხადებთ ყველას:
„შეგიძლიათ, ღმერთს დაუმეგობრდეთ“.
(იხილეთ აგრეთვე იოან. 12:32; საქ. 10:34; 1 ტიმ. 4:10; ტიტ. 2:11)