ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 158
„არ დააგვიანდება!“
1. ზეცა და მიწა საოცარია,
ღვთის მოთმინების და გარჯის კვალია;
ცვალებადია ქვეყნიერება,
ურყევია ღვთის ძველი დაპირება.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
სიხარულით ველით, გვჯერა მთელი გულით,
ღვთის სამოთხე აღდგება.
ვით ერთგული მოწმე, გვარწმუნებს მზე ცაზე:
ღმერთი არ აგვიანებს,
ჩვენ ველით ამ დღეს!
2. „სიკვდილის ძილით“ მიძინებულებს,
შენ დაუბრუნებ დაკარგულ სიცოცხლეს;
ერთგულად ველით ამ დღეს საოცარს,
მთელი გულით გთხოვთ რწმენას, მოთმინებას!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
სიხარულით ველით, გვჯერა მთელი გულით,
ღვთის სამოთხე აღდგება.
ვით ერთგული მოწმე, გვარწმუნებს მზე ცაზე:
ღმერთი არ აგვიანებს,
ჩვენ ველით ამ დღეს!
3. გულით თავმდაბლებს ეძებ ყოველდღე,
იმედს უსახავ, ჰპირდები სიცოცხლეს.
ჩვენც ქადაგებით მხარდამხარ ვიბრძვით,
დროს არ ვიშურებთ, მოთმინებით ვიცდით.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
სიხარულით ველით, გვჯერა მთელი გულით,
ღვთის სამოთხე აღდგება.
ვით ერთგული მოწმე, გვარწმუნებს მზე ცაზე:
ღმერთი არ აგვიანებს,
ჩვენ ველით ამ დღეს!
მამა, ჩვენ ველით ამ დღეს!
(იხილეთ აგრეთვე კოლ. 1:11.)