ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130
იყავი მიმტევებელი
-
1. სიყვარულით ღმერთმა
გამოგზავნა ჩვენთვის ძე,
ცოდვები რომ წაეშალა,
გაემარჯვა სიკვდილზე.
ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე,
მისი სახელით ჩვენ ღმერთს
ვთხოვოთ პატიება, როცა
გულწრფელად ვინანიებთ.
-
2. ღვთის წყალობას ვიღებთ,
როცა ვბაძავთ დიად ღმერთს.
გვიყვარს სხვები, მივუტევებთ,
თანაგრძნობის სულს ვავლენთ.
თუ ვპატიობთ ერთმანეთს და
წყენის მოშორება გვსურს,
ასე პატივს ვცემთ ჩვენს და-ძმებს,
ვავლენთ ნამდვილ სიყვარულს.
-
3. თუ ჩვენ ვივითარებთ
ნამდვილ გულმოწყალებას,
ეს სიძულვილს აგვაშორებს
და აგვარიდებს წყენას.
უსაზღვრო სიყვარულის ღმერთს,
იეჰოვას მივბაძოთ,
ვიყოთ მიმტევებლები და
ასე ღმერთს დავემსგავსოთ.
(იხილეთ აგრეთვე მათ. 6:12; ეფეს. 4:32; კოლ. 3:13)