ფსალმუნები 71:1—24

  • ხანდაზმულთა იმედი.

    • სიჭაბუკიდან ღმერთზე მინდობა (5).

    • „ნუ მიმატოვებ დაუძლურებულს“ (9).

    • „ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი“ (17).

71  შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა, დაე ნურასდროს შევრცხვები!+   შენი სიმართლის გამო მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარი და მიხსენი.+   თავშესაფარი იყავი ჩემთვის კლდეზე,ნებისმიერ დროს რომ შეგაფარო თავი. გთხოვ, ბრძანე ჩემი შველა,რადგან შენა ხარ ჩემი კლდე და ციხესიმაგრე!+   ჩემო ღმერთო, მიხსენი ბოროტის ხელიდან,+მჩაგვრელი და უსამართლო კაცის ხელიდან.   შენა ხარ ჩემი იმედი, უზენაესო უფალო, იეჰოვა,სიჭაბუკიდანვე შენზე ვარ მონდობილი.+   დაბადებიდანვე შენ იმედად ვარ,შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან;+ შენ გაქებ მუდამ.   მრავალია განცვიფრებული ჩემით,მაგრამ ჩემთვის შენა ხარ მტკიცე თავშესაფარი.   მთელი დღე შენ გაქებს ჩემი ბაგე+და შენს დიდებულებაზე ვლაპარაკობ.   ნუ მიმაგდებ სიბერეში,+ნუ მიმატოვებ დაუძლურებულს.+ 10  ჩემი მტრები ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ,შეთქმულან ჩემი მოკვლის მსურველნი,+ 11  ამბობენ, ღმერთმა მიატოვა, დავედევნოთ და შევიპყროთ, რადგან არა ჰყავსო მშველელი.+ 12  ღმერთო, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან.ჩემო ღმერთო, იჩქარე ჩემ დასახმარებლად.+ 13  შერცხვნენ და დაიღუპონჩემი მოწინააღმდეგეები;+ შერცხვნენ და დამცირდნენჩემი გაუბედურების მსურველები.+ 14  მე კი კვლავაც დაგელოდებიდა კიდევ უფრო განგადიდებ. 15  შენს სიმართლეზე ილაპარაკებს ჩემი ბაგე;+მთელი დღე ვილაპარაკებ იმ საქმეებზე, რაც შენ, მხსნელ ღმერთს, მოგიმოქმედებია, თუმცა მათ თვლა არა აქვს.+ 16  წავალ და შენს ძლევამოსილებაზე ვილაპარაკებ,უზენაესო უფალო, იეჰოვა;მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ. 17  ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი+და დღემდე შენს გასაოცარ საქმეებს ვაცხადებ.+ 18  ღმერთო, ნურც მაშინ მიმატოვებ, როცა დავბერდები და გავჭაღარავდები;+ მინდა, ვუამბო შენი ძალის შესახებ მომავალ თაობასდა შენი ძლევამოსილების შესახებ მოვუთხრო ჯერ არშობილთ.+ 19  ცას სწვდება შენი სიმართლე, ღმერთო;+დიდებული საქმეები მოიმოქმედე,ვინ შეგედრება, ღმერთო?!+ 20  მრავალი გასაჭირი და უბედურება გამომატარე,+მაგრამ, გთხოვ, კვლავ გამომაცოცხლედა ამომიყვანე მიწის სიღრმიდან!+ 21  დამიბრუნე ძველი დიდება,დამიფარე და მანუგეშე. 22  მაშინ სიმებიანი საკრავით შეგასხამ ხოტბასშენი ერთგულების გამო, ჩემო ღმერთო!+ ქნარს ავაჟღერებ და გიგალობებ,ისრაელის წმინდავ! 23  გიგალობებ და სიხარულით იყიჟინებს ჩემი ბაგე,+რადგან შენ ხარ ჩემი გადამრჩენი.+ 24  ჩემი ენა მთელი დღე შენს სიმართლეზე ილაპარაკებს,+რადგან შერცხვებიან და დამცირდებიან ჩემი დაღუპვის მსურველნი.+

სქოლიოები