ფსალმუნები 57:1—11
გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა საულისგან გაქცეული გამოქვაბულს აფარებდა თავს.+
57 წყალობა მიყავი, ღმერთო, წყალობა მიყავი,რადგან შენ გაფარებ თავს,+შენი ფრთების ჩრდილს ვარ შეფარებული, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.+
2 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს,რომელიც ჩემ გამო ბოლოს მოუღებს ჩემს მტრებს.
3 შველას მომივლენს ზეციდან და მიხსნის.+
ჩაუშლის განზრახვას მას, ვინც ჩემს შთანთქმას ლამობს. (სელა)
ერთგულია ღმერთი და ურყევია მისი სიყვარული*.+
4 ლომებს შორის ვარ მოქცეული.+ჩემი შთანთქმის მსურველთა შორის ვწევარ;მათი კბილები შუბებივით და ისრებივითაა,ენა კი — ბასრი მახვილივით.+
5 ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!განდიდდი მთელ დედამიწაზე!+
6 ბადე დამიგეს, ფეხი რომ გამეხლართოს,+გაჭირვებამ წელში მომხარა.+
ორმო გამითხარეს დასაჭერად,მაგრამ თავად ჩაცვივდნენ შიგ.+ (სელა)
7 მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+მტკიცეა ჩემი გული!
საკრავს ავაჟღერებ და გიგალობებ.
8 გამოიღვიძე, ჩემო დიდებავ!
გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!
გამოვაღვიძებ განთიადს.+
9 ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+ერებს შორის გიგალობებ!+
10 განუზომელია შენი სიყვარული* და ცამდე აღწევს,+შენი ერთგულება ღრუბლებს სწვდება.
11 ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!
განდიდდი მთელ დედამიწაზე!+
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).