ფსალმუნები 104:1—35

  • ღვთის განდიდება მისი საოცარი შემოქმედებისთვის.

    • დედამიწა არ მოირყევა (5).

    • ღვინო და პური კაცთათვის (15).

    • „რაოდენ მრავალია შენი საქმენი!“ (24).

    • „სულს თუ წაართმევ, დაიხოცებიან“ (29).

104  ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!+ დიდებული ხარ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ სიდიადითა და ბრწყინვალებით მოსილი!+   სამოსივით შემოგიბურავს ნათელი+და კარვის ქსოვილივით გადაგიჭიმავს ზეცა.+   ძელებით აგებ შენს ზედა ოთახებს ზეციურ წყლებზე+და ეტლად იხდი ღრუბლებს;+ქარის ფრთებით მიმოდიხარ.+   ძლიერებით მოსავ ანგელოზებს,შთამნთქმელ ცეცხლად აქცევ შენს მსახურებს.+   მყარ საძირკველზე დააფუძნე დედამიწა,+არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ;+   დაფარე წყლით, როგორც სამოსით.+ წყლებმა დაფარა მთები.   შერისხე და უკუიქცნენ წყლები,+შენი გრგვინვის ხმაზე თავზარდაცემულებმა დაიხიეს უკან,   ამაღლდა მთა+ და დადაბლდა ბარი;ყოველივემ პოვა შენგან მიჩენილი ადგილი.   ზღვარი დაუდე წყლებს და ვერ გადავლენ,+ვეღარ დაფარავენ კვლავ დედამიწას. 10  ხევებში მიუშვი წყალი, რომ მთებს შორის ედინა, 11  რათა წყალი არ გამოლეოდათ მინდვრის ცხოველებს,წყურვილი მოეკლათ გარეულ ვირებს. 12  წყლებს ზემოთ იბუდებენ ცის ფრინველები;ფოთოლხშირი ტოტებიდან ისმის მათი ჟღურტული. 13  ზედა ოთახებიდან რწყავ მთებს;+ შენი შრომის ნაყოფითაა სავსე დედამიწა.+ 14  მწვანე ბალახს აღმოუცენებ პირუტყვს,მცენარეებს — ადამიანებს,+რათა საკვები მოგვცეს მიწამ: 15  ღვინო, გულის გამამხიარულებელი,+ზეთი, სახის გამაპრიალებელი,და პური, გულის გამამაგრებელი.+ 16  ირწყვებიან იეჰოვას ხეები,მისი დარგული ლიბანის კედრები, 17  სადაც ჩიტებს დაუდვიათ ბუდე; ღვიაზე დაბუდებულან ყარყატები.+ 18  მაღალი მთები გარეული თხებისთვისაა,+კლდეები დამანთა თავშესაფარია.+ 19  შენ შექმენი მთვარე დრო-ჟამის დასადგენად;მზემ კარგად იცის თავისი ჩასვლის დრო.+ 20  ბნელში ხვევ არემარეს და ღამდება,+დაძრწის ტყის ნადირი. 21  ბრდღვინავენ და საკბილოს ეძებენ ლომები,+ღვთისგან ელიან საზრდოს.+ 22  ამოდის მზედა თავ-თავიანთ ბუნაგებს უბრუნდებიან. 23  კაცი საშრომად მიდისდა საღამომდე გარჯაშია. 24  რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა!+ ყოველივე სიბრძნით შექმენი;+ სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით. 25  აურაცხელი სულდგმულიაუკიდეგანო და ვრცელ ზღვაში — დიდი თუ პატარა.+ 26  მის ტალღებს მიაპობენ ხომალდები,მის წყლებს სერავს ლევიათანიც*,+ წყალში მოთამაშე, შენ რომ შექმენი. 27  ყოველი მათგანი შენ შემოგყურებს,რომ დროულად მისცე საზრდო.+ 28  იმით საზრდოობენ, რასაც შენ აძლევ;+ ხელს შლი და არ უკავებ სიკეთეს.+ 29  ზურგს თუ შეაქცევ, შეძრწუნდებიან; სულს* თუ წაართმევ, დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან.+ 30  შენს სულს გზავნი და წარმოიქმნებიან ისინი,+ახალ სიცოცხლეს შთაბერავ მიწას. 31  მარადიულად გასტანს იეჰოვას დიდება. გაიხარებს იეჰოვა თავისი ნახელავით.+ 32  უყურებს დედამიწას და ირყევა ის,ეხება მთებს და ბოლავენ ისინი.+ 33  მთელი სიცოცხლე ვუმღერებ იეჰოვას,+ვუგალობებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ!+ 34  საამო იყოს ჩემი ფიქრები მისთვის*; იეჰოვათი გავიხარებ! 35  აღიგვებიან ცოდვილები მიწის პირიდან,აღარ იარსებებენ ბოროტები.+ ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო! ადიდეთ იაჰი*!

სქოლიოები

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „საამო იყოს ჩემი ფიქრები მასზე“.
სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.