ფსალმუნები 103:1—22

  • „ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!“

    • ღმერთი გვაშორებს ჩვენს ცოდვებს (12).

    • ღმერთი მამასავით იწყალებს თავის მოშიშებს (13).

    • ღმერთს ახსოვს, რომ მტვერი ვართ (14).

    • იეჰოვას ტახტი და მეფობა (19).

    • ანგელოზები იცავენ ღვთის სიტყვას (20).

დავითის ფსალმუნი. 103  ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!მთელი არსებით განვადიდებ მის სახელს!   ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო,ნუ დაივიწყებ მის საქმეებს!+   ის ყველა დანაშაულს გპატიობს+და ყველა სნეულებისგან გკურნავს;+   ის არის სამარიდან შენი დამხსნელი,+გვირგვინივით გამკობს მისი სიყვარული* და წყალობა;+   ის კარგს არ გიკავებს+ მთელი შენი სიცოცხლე,რათა არწივივით განგიახლდეს ახალგაზრდობა.+   იეჰოვა სიმართლესა+ და სამართალს აღასრულებსყველა ჩაგრულისთვის.+   თავისი გზები გააცნო მოსეს+და თავისი საქმეები უჩვენა ისრაელებს.+   იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია,+სულგრძელია* და ურყევია მისი სიყვარული*.+   არც მუდმივად დაგდებს ბრალს+და არც მარადიულად გაგინაწყენდება.+ 10  ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა+და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი.+ 11  როგორც ზეცაა დედამიწაზე განუზომლად მაღლა,ისე განუზომლად დიდია მისი სიყვარული* მის მოშიშთათვის;+ 12  როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები;+ 13  როგორც მამა იწყალებს შვილებს,იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს,+ 14  რადგან მან კარგად იცის ჩვენი აგებულება+და ახსოვს, რომ მტვერი ვართ.+ 15  მოკვდავი ადამიანის დღეები მწვანე ბალახივითაა,+მინდვრის ყვავილივით ყვავის იგი.+ 16  დაბერავს ქარი და წაიღებს,თითქოს იქ არც ყოფილაო. 17  იეჰოვას სიყვარული ურყევია* და მარადიულიმის მოშიშთა მიმართ,+მისი სიმართლე — მათი შვილთაშვილების მიმართ,+ 18  მისი შეთანხმების დამცველთა მიმართ+და მათ მიმართ, ვინც გულდასმით იცავს მის წესებს. 19  იეჰოვამ ზეცაში განამტკიცა თავისი ტახტი,+მისი მეფობა ყველგან ვრცელდება.+ 20  ადიდეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო,+ ძლევამოსილნო,მისი სიტყვის შემსრულებელნო+ და მორჩილნო მისნო! 21  ადიდეთ იეჰოვა, მთელმა მისმა ლაშქარმა,+მისმა მსახურებმა, მისი ნების შემსრულებლებმა!+ 22  ადიდეთ იეჰოვა, თქვენ, მისმა ქმნილებებმა,მთელ მის სამფლობელოში! ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).