ფსალმუნები 101:1—8

  • უმწიკვლოდ მავალი ღვთის მსახური.

    • ღმერთი არ შეიწყნარებს ამპარტავნობას (5).

    • ღმერთი წყალობის თვალით შეხედავს ერთგულებს (6).

დავითის ფსალმუნი. საგალობელი. 101  შენს ურყევ სიყვარულსა* და სამართალზე ვიმღერებ. შენ გიგალობებ, იეჰოვა!   ბრძნულად მოვიქცევი და სიმართლით ვივლი. როდის მომხედავ? უმწიკვლოდ*+ ვივლი ჩემს სახლში.   უვარგისს არაფერს მივაპყრობ მზერას.მძულს მათი საქმეები, ვინც გადაუხვია სწორი გზიდან;+ ახლოს არ გავეკარები მათ.   შორს არის ჩემგან მზაკვარი გულის კაცი;ცუდში არაფერში გავერევი.   დავადუმებ*+ მას, ვინც ფარულად ცილს სწამებს მოძმეს.არ შევიწყნარებ ამპარტავანი თვალებისა და ქედმაღალი გულის პატრონს.   წყალობის თვალით შევხედავ დედამიწაზე მცხოვრებ ერთგულებს,რათა ჩემთან ერთად იცხოვრონ. უმწიკვლოდ* მავალი იქნება ჩემი მსახური.   მზაკვარი ვერ იცხოვრებს ჩემს სახლში,მატყუარა ვერ წარდგება ჩემ წინაშე.   ყოველ დილით დავადუმებ დედამიწაზე მცხოვრებ ბოროტებს,რათა მოისპონ ავისმქნელნი იეჰოვას ქალაქიდან.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ბოლოს მოვუღებ“.