ფსალმუნები 100:1—5
სამადლობელი საგალობელი.
100 სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+
2 სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას!+
მხიარული ყიჟინით წარდექით მის წინაშე!
3 იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი!+
მან შეგვქმნა და მას ვეკუთვნით*!+
ჩვენ მისი ხალხი ვართ, მისი ფარის ცხვარი.+
4 შედით მის კარიბჭეებში და მადლობა შესწირეთ მას,+შედით მის ეზოებში და განადიდეთ იგი.+
მადლობდეთ მას; ხოტბა შეასხით მის სახელს!+
5 რაოდენ კარგია იეჰოვა;+მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*და ერთგულია თაობიდან თაობაში!+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „მან შეგვქმნა, თვითონ არ შეგვიქმნია ჩვენი თავი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).