იერემია 43:1—13

  • ხალხი ურჩობას ავლენს და ეგვიპტეში მიდის (1—7).

  • იერემიას ეგვიპტეში იეჰოვას სიტყვა ეუწყა (8—13).

43  მას შემდეგ, რაც იერემიამ ხალხს მათი ღვთის, იეჰოვას, ყოველი სიტყვა გადასცა, ის ყველაფერი, რაც მათმა ღმერთმა იეჰოვამ მათთან დააბარა,  ჰოშაიას ძე აზარიამ, კარეახის ძე იოხანანმა+ და ყველა კადნიერმა კაცმა იერემიას უთხრეს: „სიცრუეს ლაპარაკობ; იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, იმის სათქმელად არ გამოუგზავნიხარ, რომ ეგვიპტეში არ წავიდეთ და იქ არ ვიცხოვროთ.  შენ ჩვენ წინააღმდეგ ბარუქმა,+ ნერიას ძემ, წაგაქეზა, უნდა რომ ქალდეველებმა ჩაგვიგდონ ხელში, დაგვხოცონ ან ბაბილონში წაგვასხან ტყვედ“.+  იოხანანი, კარეახის ძე, ჯარის მეთაურები და ხალხი არ დაემორჩილნენ იეჰოვას და არ დარჩნენ იუდას მიწაზე.  კარეახის ძე იოხანანმა და ჯარის ყველა მეთაურმა წაიყვანეს იუდაში დარჩენილები, ერთ დროს სხვადასხვა ერში დაფანტულნი და შემდეგ იუდას მიწაზე დაბრუნებულნი.+  წაიყვანეს კაცები, ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ დატოვა გედალიასთან,+ შაფანის+ ძის, ახიკამის,+ ძესთან, აგრეთვე იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქი, ნერიას ძე.  არ დაემორჩილნენ იეჰოვას და ეგვიპტისკენ გაემართნენ; თახფანხესში+ ჩავიდნენ.  ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას თახფანხესში:  «აიღე დიდი ქვები, თახფანხესში ფარაონის სასახლის შესასვლელთან აგურით ნაშენ ტერასაში დამალე და დუღაბით დაფარე იუდეველთა თვალწინ. 10  შემდეგ უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მოვუხმობ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს,+ და ტახტს სწორედ იმ ქვებზე დავუდგამ, მე რომ დავმალე; ის მათზე გაშლის თავის სამეფო კარავს.+ 11  მოვა ის და თავს დაესხმება ეგვიპტის მიწას.+ სასიკვდილო ჭირი შეეყრება მას, ვინც სასიკვდილო ჭირისთვისაა განწირული, ტყვეობაში ჩავარდება ის, ვინც ტყვეობისთვისაა განწირული და მახვილით მოკვდება ის, ვინც მახვილისთვისაა განწირული.+ 12  ცეცხლს მივცემ ეგვიპტის ღმერთების ტაძრებს.+ იგი დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს ღმერთებს; ეგვიპტის მიწას ისე შემოიცვამს, როგორც მწყემსი თავის სამოსს, და მშვიდობით დაბრუნდება. 13  დალეწავს ბეთ-შემეშის* სვეტებს ეგვიპტის მიწაზე და გადაწვავს ეგვიპტის ღმერთების ტაძრებს“».

სქოლიოები

ნიშნავს „მზის სახლს“.