იერემია 21:1—14
21 იეჰოვას სიტყვა იერემიას მაშინ ეუწყა, როცა მეფე ციდკიამ+ მასთან ფაშხური,+ მალქიას ძე, და მღვდელი ცეფანია,+ მაასეიას ძე, გაგზავნა და შეუთვალა:
2 „დაეკითხე იეჰოვას, რადგან გვეომება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი.+ იქნებ ადრინდელივით მოიმოქმედოს ჩვენთვის იეჰოვამ საოცარი საქმეები და გაგვეცალოს ნაბუქოდონოსორი“.+
3 იერემიამ მიუგო: «ციდკიას გადაეცით,
4 ასე ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენვე შემოგიტრიალებთ იმ საომარ იარაღს, რომელიც ხელში გიჭირავთ და რომლითაც ებრძვით ბაბილონის+ მეფესა და ქალდეველებს, რომლებსაც თქვენი გალავანი ალყაში აქვთ მოქცეული. ქალაქის შუაგულში შევაგროვებ მათ.
5 მე თვითონ შეგებრძოლებით+ გაწვდილი ხელითა და ძლიერი მკლავით, რისხვით, მრისხანებითა და დიდი გულისწყრომით.+
6 დავკრავ ამ ქალაქის მკვიდრთ, კაცსაც და პირუტყვსაც. დიდი ჭირით დაიხოცებიან.+
7 ამის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — იუდას მეფე ციდკიას, მის მსახურებს, ხალხსა და მათ, ვინც ქალაქში ჭირს, მახვილსა და შიმშილს გადაურჩება, ჩავყრი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელში, მტრებისა და მათ ხელში, რომელნიც მათ დახოცვას ლამობენ.+ ის დაჰკრავს მათ მახვილს; არ შეიბრალებს, არც თანაუგრძნობს და არც შეიწყალებს“.+
8 ამ ხალხს კი უთხარი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „აირჩიეთ ან სიცოცხლე, ან სიკვდილი.
9 ვინც ქალაქში დარჩება, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცება, ხოლო ვინც გავა და ქალდეველებს ჩაჰბარდება, რომელთაც ალყაში ჰყავხართ მოქცეული, იცოცხლებს; ნადავლად სიცოცხლე დარჩებათ.+
10 ზურგი ვაქციე ამ ქალაქს; უბედურებას დავაწევ და არა სიკეთეს,+ — ამბობს იეჰოვა. — ხელში ჩაიგდებს მას ბაბილონის მეფე+ და ცეცხლს მისცემს მას“.+
11 ისმინეთ იუდას მეფის სახლეულობის გასაგონად წარმოთქმული იეჰოვას სიტყვა!
12 დავითის სახლეულობავ, აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ყოველ დილით აღასრულეთ სამართალიდა გამომძალველის ხელიდან იხსენით გაძარცული,+რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამოცეცხლივით არ აგიზგიზდეს ჩემი რისხვა,+რომელსაც ვერავინ ჩააქრობს.+
13 აი, შეგებრძოლები, ველის მკვიდრო,ვაკის კლდეო, — ამბობს იეჰოვა. —
თქვენ, ვინც ამბობთ, ვინ შეგვებრძოლებაო,
ვინ შემოიჭრებაო ჩვენს სამყოფელში.
14 პასუხს მოგკითხავთთქვენი საქმეებისამებრ,+ — ამბობს იეჰოვა. —
ცეცხლს მივცემ თქვენს ტყეს
და შთანთქავს ის ყველაფერს თქვენ გარშემო“».+